Tip:
Highlight text to annotate it
X
ნოემბერში კანადამ დადო პირობა, რომ 25 000 სირიელ ლტოლვილს უმასპინძლებდა.
სამი კვირის შემდეგ ემადი და მისი ოჯახი ონტარიოში ჩავიდა.
ემადი: წყალზე დავდივართ.
ჰამუდი: გაყინულია?
ემადი: სირიიდან ვარ, დარის მუჰაფაზიდან.
ცოლთან და შვილებთან ერთად წამოვედი,
რადგან იქ დარჩენა სახიფათო იყო.
მართალი რომ გითხრათ, კანადის შესახებ არაფერი ვიცოდი.
ბრაიან ლოგელი: მას შემდეგ, რაც ის სოფელი,
რომელთანაც ცხოვრობდნენ, დაბომბვაში მოყვა,
ემადმა და რეზანმა ყველა ნივთი ტაქსიში ჩაალაგეს
და გამოიქცნენ.
როცა ჩამოვიდნენ,
ინგლისური საერთოდ არ იცოდნენ.
ფილომენა ლოგელი: ამ ბავშვებს
საკმაოდ მწარე გამოცდილება აქვთ.
გვსურს, დავაძლევინოთ ის ჩამჯდარი შიში,
რომელიც არ იციან, როგორ გადმოსცენ,
რადგან ადამიანს შეგუება სჭირდება.
უოკერი: აქ ახალი ხარ და აქაურობაც სრულიად ახალია.
გიწევს გარკვევა, რა და როგორ ხდება.
არის სიმორცხვისა და თავშეკავებულობის დიდი ფაქტორი.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც
სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების შემთხვევაში გვხვდება,
არის ის, რომ მათ ბრძოლა უწევთ,
რადგან არ იციან ენა.
გორდონი: ჰამუდი, რა გინდა, ისწავლო სკოლაში?
[ქალის ელექტრონული ხმა საუბრობს არაბულად]
ჰამუდი: წერა.
გორდონი: გიყვარს წერა? ჰამუდი: ჰო.
გორდონი: არაბული სხვა მიმართულებით იწერება.
Google Translate ძალიან გვეხმარება, რადგან
თავისით ცვლის წერის მიმართულებას.
უოკერი: ენობრივი უნარების განვითარებისას,
ყველაზე დიდი ცვლილება საკუთარი თავის რწმენაში ვლინდება.
ჰამუდი: მოდი აქ, ჩიტო!
უოკერი: ახლა, როცა წინადადების აწყობა შეუძლიათ,
ძალიან ამაყობენ.
ფატეჰი: ნახე, ჩემი სახელი.
გორდონი: უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს,
მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ სამუშაო.
ემადი: არ ესმით ყველა სიტყვა...
თუმცა, ბედნიერად გრძნობენ თავს.
გორდონი: რომელია შენი საყვარელი სასუსნავი?
[ქალის ელექტრონული ხმა საუბრობს არაბულად]
ფატეჰი: პიცა. [ბავშვები იცინიან]
გორდონი: პიცა? მშვენიერი სასუსნავია.
ყველას, ვინც ლტოლვილებს მასპინძლობს,
დიდი მადლობა