Tip:
Highlight text to annotate it
X
მოდით ცოტა ვივარჯიშოთ
პროცენტების გამოთვლაზე.
ვკითხოთ ჩვენ თავს, რა პროცენტია 16-ის --
16-ის რა პროცენტია 4?
გირჩევთ დააპაუზოთ ეს ვიდეო
და სცადოთ თქვენით ამოხსნათ ეს მაგალითი.
როცა ამბობთ 16-ის რა პროცენტია 4...
პროცენტი სხვა გზაა იმის სათქმელად,
4 16–ის რა ნაწილია?
ჩვენ უბრალოდ უნდა ჩავწეროთ ეს
პროცენტის სახით.
როგორ გამოვსახოთ კითხვა: 16–ის რა ნაწილია 4?
ცხადია, ეს იგივეა, რაც 4/16,
რაც, თავის მხრივ, იგივე 1/4-ია.
16-ის რა ნაწილი გამოდის 4?
4 არის 16-ის 1/4.
მაგრამ ეს მაინც არ პასუხობს ჩვენს კითხვას.
16–ის რა პროცენტია 4?
ეს რომ ჩავწეროთ პროცენტის სახით,
სინამდვილეში უნდა ჩავწეროთ როგორც
რაღაც მეასედი.
"პროცენტი" სინადმვილეში ნიშნავს "მეასედს."
სიტყვა "cent" გეცნობათ სიტყვებიდან "cents" (ცენტები) და "century"-დან (საუკუნე).
ის ასოცირდება რიცხვ 100-თან.
გვაჩვენებს, 100–დან რა ნაწილია რამე.
ეს იქნება
?/100–ის ტოლი, 100-ის რაღაც ნაწილი.
ბევრი გზაა ამაზე რომ იფიქროთ.
შეხედეთ, იმისთვის რომ მნიშვნელში
4-დან მივიღოთ 100,
უნდა გავამრავლოთ 25-ზე.
შესაბამისად, მრიცხველიც
25–ზე უნდა გავამრავლოთ
იმისთვის, რომ წილადის მნიშვნელობა იგივე დარჩეს
გავამრავლებ 25-ზე.
1/4 იგივეა, რაც 25/100.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, 25/100 არის
25 მეასედი ან 25%.
ეს არის 25%-ის ტოლი.
ამის ამოხსნის
კიდევ რამდენიმე გზა არსებობს.
შეგეძლოთ გეთქვათ, რომ 4/16
არის 4 გაყოფილი 16-ზე.
გაყოფას შევასრულებ
და გადავიყვან ათწილადში, რაც
ძალიან ადვილი გადასაყვანია პროცენტში.
მოდი ვცადოთ გაყოფის მეთოდით ამოხსნა.
ვაპირებთ 4-ის 16-ზე გაყოფას.
16 მოთავსდება 4-ში 0-ჯერ.
0-ჯერ 16 არის 0.
გამოაკლებთ და მიიღებთ 4-ს.
ნაშთის მიღება აშკრად არ გვაწყობს.
უნდა გავაგრძელოთ 0-ების დამატება,
რომ პასუხი ათწილადის სახით მივიღოთ.
დავსვათ აქ ათწილადის წერტილი.
ეს მეთადების ადგილია..
დავწეროთ 0-ები აქ.
წერტილით ვხვდებით, რომ ახლა ვითვლით
მეათედებს, შემდეგ მეასედებს,
დაბოლოს მეათასედებს,
თუ ასე შორს მოგვიწევს წასვლა.
ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი 0.
16 მოთავსდება 40-ში ორჯერ.
ორჯერ 16 არის 32.
გამოაკლებთ, მიიღებთ რვას.
შეგიძლიათ ჩამოიტანოთ კიდევ ერთი 0.
და გვაქვს, 16 მოთავსდება 80-ში.
16 მოთავსდება 80-ში ხუთჯერ.
ხუთჯერ 16 არის 80.
გამოაკლებთ, არ გაქვთ ნაშთი და დაასრულებთ.
4/16 იგივეა, რაც 0.25.
0,25 იგივეა, რაც 25 მეასედი.
ეს იგივეა, რაც 25 შეფარდებული 100-ზე,
რაც იგივე 25%-ია.