Tip:
Highlight text to annotate it
X
მონაცემების ღირებულება ხელს უშლის მილიონობით ადამიანს ვიკიპედიასთან კავშირში.
გამარჯობა. ეს არის წერილი რომელიც მე და ჩემმა თანაკლასელებმა დავწერეთ
ვიკიპედიასთან უფასო წვდომისათვის.
ეს შემდეგნაირად ხდება
ღია წერილი Cell C-ის, MTN-ს, Vodacom-სა და 8ta-ს
ჩვენ ვართ სინენიონგოს უმაღლესი სკოლის მე-12 კლასელები,
ჯო სლოვო პარკი, მილნერტონი, კეიპტაუნი.
ჩვენ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში,
როგორიცაა კენია და უგანდა,
მობილური ოპერატორები სთავაზობენ
თავიანთ მომხმარებლებს უფასო კავშირს ვიკიპედიასთან.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბრწყინვალე იდეაა
და თქვენც გვინდა მოგიწოდოთ ასევე
მოიქცეთ და მსგავსი რამ აქაც გააკეთოთ, სამხრეთ აფრიკაში.
ჩვენ სკოლას არ აქვს ბიბლიოთეკა.
ჩვენ 90 პროცენტს აქვს მობილური ტელეფონები
მაგრამ ჩვენთვის ძვირია საეთერო დროის შეძენა,
ამიტომ, თუ კი შეგვეძლება უფასო კავშირი გვქონდეს ვიკიპედიასთან,
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის.
ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ კვლევებს ვატარებთ,
ვიკიპედია არის ერთ-ერთი საუკეთესო საიტი,
და აქ არის ინფორმაცია ყველანაირ თემაზე.
დაფიქრდით იმპულსზე რომელსაც ეს ჩვენ როგორც სტუდენტებს მოგვცემს
და სამხრეთ აფრიკის მთელ საგანმანათლებლო სისტემას.
ჩვენ საგანმანათლებლო სისტემას დახმარება სჭირდება
და კავშირი ვიკიპედიასთან
ძალიან დადებითი განსხვავება იქნება.
გმადლობთ.
Enkosi.
გმადლობთ.
გმადლობთ.
დაურთეთ თქვენი სახელი ჩვენ ღია წერილს: facebook.com/FreeAccessToWikipedia გთხოვთ, გააზიაროთ ეს ვიდეო
რეჟისორი შარლინ მუზიკი პროდიუსერი ვიქტორ გრიგასი მუსიკა ენდი რ. ჯორდანი მწარმოებელი ფონდი ვიკიმედია, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც მხარს უჭერს ვიკიპედიას