Tip:
Highlight text to annotate it
X
Translator: ana kebadze Reviewer: Tsitsi Dalakishvili
ყველას ჭირდება მასწავლებელი
არ აქვს მნიშვნელობა კალათბურთელი ხარ
ჩოგბურთელი, ტანმოვარჯიშე
თუ ბრიჯის მოთამაშე
სიცილი
ჩემი ბრიჯის მასწავლებელი, შარონ ოსბრგი
ამბობს რომ მას ყველაზე მეტი ფოტო აქვს მისი კეფის
ვიდრე ვინმეს მთელს მსოფლიოში (სიცილი)
მაპატიე, შერონ. აი ისიც...
ჩვენ ყველას გვჭირდება ადამიანი ვისგანაც უკუკავშირს მივიღებთ
ასე შევძლებთ განვითარებას.
სამწუხაროდ, არის ადამიანთა ჯგუფი
რომელიც ვერ იღებს სისტემატიურ უკუკავშირს
იმისათვის, რომ მათ საქმე უკეთ აკეთონ
და ამ ადამიანებს
აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მსოფლიოში
მე ვსაუბრობ მასწავლებლებზე.
როდესაც მე და მილინდამ შევიტყვეთ
თუ რა მცირე სასარგებლო უკუკავშირს იღებს მასწავლებლების უმრავლესობა
გაოგნებული დავრჩით.
ბოლო პერიოდამდე, მასწავლებელთა 98%
იღებდა მხოლოდ ერთი ტიპის უკუკავშირს:
დამაკმაყოფილებელი.
ჩემთვის ყველა ბრიჯის მასწავლებელს ოდესმე რომ ეთქვა
რომ ჩემი მიღწევები დამაკმაყოფილებელია
მე არასოდეს მექნებოდა თამაშის გაუმჯობესების იმედი.
როგორ უნდა გამეგო ვინ იყო საუკეთესო?
როგორ უნდა გამეგო თუ რას ვაკეთებდი არასწორად?
დღესდღობით, ოლქები მუშაობენ
თუ როგორ გააუმჯობესონ მასწავლებელთა შეფასების სისტემა,
მაგრამ ჩვენ კვლავ ძალიან მცირე უკუკავშირს ვაძლევთ მათ
რაც მათ მისცემდა საშუალებას გაეუმჯობესებინათ საკუთარი საქმიანობა
ჩვენი მასწავლებლები მეტს იმსახურებენ.
სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, არ არის სამართლიანი მათ მიმართ
უსამართლოა სტუდენტების მიმართაც
ხოლო ამერიკის გლობალურ ლიდერობას რისკის ქვეშ აყენებს.
დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მასწავლებლებს
რომ მიიღონ უკეთესი მექანიზმი, რომელიც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ და იმსახურებენ ისინი ამას იმსახურებენ.
მოდით დავიწყოთ შეკითხვით: ვინ ართმევს ამ საქმეს თავს ყველაზე უკეთ?
სამწუხაროდ არ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები,
მასწავლებელთა შეფასების სისტემები
მე გადავხედე სხვადასხვა ქვეყნებს
რომელთა სტუდენტების აკადემიური მოსწრება იყო საუკეთესო
და დავაკვირდი თუ რას აკეთებენ ეს ქვეყნები,
რომ დაეხმარონ მასწავლებლებს განვითარდნენ
მოდით განვიხილოთ კითხვის უნარების რეიტინგები.
ამერიკა არ არის ნომერი პირველი.
ჩვენ პირველ ათეულშიც კი არ ვართ.
ჩვენ მე-15 ადგილს ვიყოფთ ისლანდიასა და პოლონეთთან ერთად.
ყველა იმ ქვეყანაში,
რომელშიც კითხვითი უნარების დონე უფრო მაღალია ვიდრე ამერიკაში
რამდენ მათგანს აქვს ფორმალური სისტემა
მასწავლებლების დასახმარებლად რათა გააუმჯობესონ მათი საქმიანობა?
14 ქვეყნიდან 11-ს აქვს ამგვარი სისტემა.
ამერიკა არის მეთხუთმეტე კითხვითი უნარების მიხედვით,
მაგრამ ვართ 23-ე მეცნიერების შესწავლის მხრივ და 31-ე მათემატიკაში.
ასე რომ არის მხოლოდ ერთი სფერო, სადაც პირველობასთან ახლოს ვართ
და ეს სფეროა წარუმატებლობა, მასწავლებლებს
დავეხმაროთსაჭირო უნარების განვითარებაში.
მოდით დავაკვირდეთ საუკეთესოს ამ ნუსხაში:
შანხაის პროვინცია, ჩინეთი.
ისინი იკავებენ პირველ ადგილს ყველა მიმართულებით,
კითხვითი უნარები, მათემატიკა, მეცნიერება,
და შანხაის საოცარი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
არის ის თუ როგორ ეხმარებიან მასწავლებლებს განვითარებაში.
მათ უზრუნველყვეს ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის
საშუალება დაკვირვებოდნენ გამოცდილ მასწავლებლებს მუშაობის პროცესში.
ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან სასწავლო ჯგუფებში,
სადაც განიხილავენ სწავლების იმ მეთოდებს, რაც ყველაზე კარგად მუშაობს.
მეტიც, მათ მოეთხოვებათ რომ დააკვირდნენ
და მისცენ რჩევები საკუთარ კოლეგებს.
თქვენ შეიძლებათ იკითხოთ თუ რატომ არის ეს სისტემა ასეთი მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ვარიაციის საშუალება
მასწავლებლის პროფესიაში.
ზოგიერთი მასწავლებელი ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე მეორე.
რეალურად, ქვეყნის მასშტაბით არიან მასწავლებლები
რომლებიც ეხმარებიან თავის სტუდენტებს მიაღწიონ წარმოუდგენელ წარმატებებს
თუ დღეს საშუალო სტატისტიკური მასწავლებელი
მიაღწევს ისეთივე წარმატებას, როგორსაც სწორედ ეს მასწავლებლები,
ჩვენი სტუდენტები აჯობებდნენ დანარჩენ მსოფლიოს.
ასე რომ ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომ დავეხმაროთ ჩვენს მასწავლებლებს
იყვნენ საუკეთესოები.
როგორი უნდა იყოს ეს სისტემა?
იმისათვის რომ ეს გავარკვიოთ, ჩვენმა ფონდმა
იმუშავა 3,000 მასწავლებელთან
მთელი ქვეყნის მაშტაბით ოლქებში
პროექტის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა - "სწავლების ეფექტურობის გაზომვა"
ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები, რომელნიც უყურებდნენ ვიდეოებს
რომელზეც გადაღებული იყო მასწავლებლების სამუშაო პროცესი კლასში
და ფასდებოდა თუ როგორი იყო მათი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით
მაგალითად, უსვამდნენ თუ არა სტუდენტებს
რთულ შეკითხვებს?
ეძებდნენ თუ არა ახსნის სხვადასხვა მეთოდებს
ჩვენ ასევე სტუდენტებს შევავსებინეთ კითხვარები, რომელშიც იყო კითხვები როგორიცაა
"ხვდება თუ არა მასწავლებელი
როდის გაიგო კლასმა ახალი გაკვეთილი?"
"სწავლობთ თუ არა საკუთარი შეცდომების გასწორებას?"
და რაც აღმოვაჩინეთ იყო ძალიან საინტერესო
იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოკითხვაში უკეთესი შედეგი აჩვენეს
ჰყავდათ უკეთესი შედეგის მქონე მოსწავლეები.
ამით ჩვენ დავრწმუნდით რომ დასმული შეკითხვები იყო სწორი.
მეორე - პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა განაცხადეს
რომ ეს ვიდეოები და სტუდენტების კითხვარები
იყო ძალიან სასარგებლო დიაგნოსტიკური საშუალება,
რადგან სწორედ იმ სისუსტეების იდენტიფიცირება მოხდა
სადაც მათ დახვეწა სჭირდებათ.
მე მინდა გაჩვენოთ ვიდეოები ეს კომპონენტი
რას გულისხმობს
(მუსიკა)
(ვიდეო) სარა ბრაუნ ვესლინგი: დილა მშვიდობისა ყველას.
მოდით ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე
დვიწყოთ კოლეგების მხირდან რეცენზიის წერის ტექნიკით, ოკ?
დღის ბოლომდე ჩვენი მიზანია
ყოველმა თქვენგანმა შეძლოს განსაზღვროს
გაქვთ თუ არა საკმარისი არგუმენტები თქვენს ესსეებში.
მე ვარ სარა ბრაუნ ვესლი.
მე ვარ სკოლის ინგლისურის მასწავლებელი
ჯონსონის კოლეჯში, აიოვა.
მიუბრუნდით თქვენს გვერდზე მჯდომს
უთხარით რას ფიქრობთ, რას ვგულისხმობდი როდესაც ვსაუბრობდი არგუმენტებზე
მე ვფიქრობ არის განსხვავება მასწავლებლისთვის
აბსტრაქტულ ხედვაში, თუ რას აკეთებს
და რა გამოდის რეალურად.
კარგით, ახლა გთხოვთ ამოიღოთ თქვენი რვეულები.
მე ვფიქრობ რომ ვიდეო გვთავაზობს
სხვადასხვა რეალობას.
თქვენ არ შეგიძლიათ უარყოთ ის რაც ვიდეოზეა,
და ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქედან,
და არის უამრავი გზა იმისათვის რომ გავიზარდოთ
როგორც პროფესიონალები, როცა ჩვენ ამას ვხედავთ.
მე მაქვს პატარა ფლიპ-კამერა და შტატივი
და ფართოკუთხიანი ობიექტივი.
გაკვეთილის დაწყებამდე მე ვამაგრებ კამერას
კლასის უკანა რიგში. ეს არ არის იდეალური გამოსახულება
და ვერ იჭერს ყველა იმ მომენტს რომელიც საკლასო ოთახში ხდება
მაგრამ მე მესმის ხმა და შემიძლია დავინახო ძალიან ბევრი.
მე შემიძლია ვისწავლო ძალიან ბევრი ამ ჩანაწერით.
ეს მართლა ძალიან მარტივია
მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი ინსრუმენტი.
კარგით, მოდით შევხედოთ ჩანაწერს, ოკ?
როდესაც ვამთავრებ გადაღებას, ვაერთებ კამერას კომპიუტერში
და ვნახავ ჩანაწერებს.
თუ არ ჩავინიშნავ, შეიძლება არ დამამახსოვრდეს.
ჩანაწერების გაკეთება არის ჩემი ფიქრის პროცესის ნაწილი,
და შენიშვნების წერის პროცესში მე აღმოვაჩენ ხოლმე ახალს.
მე ამას ჩემი პერსონალური ზრდისთვის ვიყენებ
ასევე ჩემი პირადი მოსაზრებისთვის სწავლების სტრატეგიის,
მეთოდოლოგიის, კლასის მენეჯმენტის
და უბრალოდ ყველა იმ მოვლენის შესახებ, რაც საკლასო ოთახში ხდება.
კარგია რომ ამას ადრეც ვაკეთებდით
რადგან შეგვიძლია შევადაროთ რა მუშაობს და რა - არა.
მე ვფიქრობ ვიდეო გამოხატავს
რა შეგვიძლია ჩვენ, როგორც მასწავლებლებს
გვეხმარება ვისწავლოთ და გავიგოთ,
და შემდგომ ფართო საზოგადოებას მივახვედროთ
თუ რას გულისხმობ მასწავლებლის კომპლექსური სამუშაო.
ეს არის მაგალითი და ილუსტრირება
იმისა რასაც ჩვენ ვერ გავწერთ გაკვეთილის გეგმაში,
რასაც ვერ გადავიტანთ სტადარტებში,
რასაც ზოგჯერ ვერც კი გადმოვცემთ
პედაგოგიკის სახელმძღვანელებში.
კარგით, ყველას სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ
შეხვედრამდე.
ყველა გაკვეთილი შეიძლება იყოს ასეთი
(აპლოდისმენტები)
ბილ გეითსი: ერთ დღეს ჩვენ მოგვინდება რომ ამერიკაში ყველა გაკვეთილი
ასე გამოუყურებოდეს.
მაგრამ ამაზე კვლავ ბევრი გვაქვს სამუშაო.
იდენტიფიცირება იმ სფეროების სადაც მასწავლებლებს დახვეწა ჭირდებათ
არის ბრძოლის მხოლოდ ნახევარი.
ჩვენ მათ უნდა მივცეთ ის ინსტრუმენტები რაც მათ ჭირდებათ
იმისათვის რომ დახიხვეწონ.
თუ გაიგებთ, რომ გჭირდებათ დახვეწოთ ის მეთოდოლოგია,
რომლითაც წილადებს ასწავლით
თქვენ უნდა უყუროთ ვიდეოს
სადაც არის საუკეთესო მაგალითი წილადების სწავლების.
უკუკავშირის
და პროფესიული ზრდის სრულყოფილი სისტემის შექმნა არ არის ადვილი.
მაგალითად, მე ვიცი რამოდენიმე მასწავლებელი
რომელსაც არ მოსწონს
კამერის დადგმის იდეა საკლასო ოთახში.
ეს გასაგებიცაა, მაგრამ ჩვენი გამოცდილება ამ პროექტში
გვიჩვენებს, რომ თუ მასწავლებელი შეძლებს პროცესის მართვას
და თუ შეაგროვებს საუკეთესო ვიდეოებს
და აჩვენებს იმ ვიდეოებს რომელიც მათთვის მისაღებია,
ძალიან ბევრი სიხარულით ჩაერთვება ამ პროცესში.
ამ სისტემის შექმნა მოითხოვს
დიდ ინვესტიციას.
ჩვენმა ფონდმა დაითვალა და სავარაუდო ღირებულება შესაძლოა იყოს
5 მილიარდი დოლარი
ეს დიდი ციფრია, მაგრამ თუ შევხედავთ პერსპექტივაში
ეს არის იმ თანხის 2 პროცენტზე ნაკლები
რასაც ყოველწლიურად ვხარჯავთ მასწავლებელთა ხელფასზე.
ამ პროექტის გავლენა მასწავლებლებზე გრანდიოზული იქნება.
ჩვენ ბოლოსდაბოლოს გვექნება სისტემა, როთიც შევძლებთ მივცეთ მათ უკუკავშირი,
ასევე საშუალებები, რომ შემდგომში შესაბამისი მოქმედებებიც განახორციელონ.
ეს სისტემა მოუტანს
ჩვენ ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს.
ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით
რომ ჩვენი სტუდენტები იღებენ საუკეთესო განათლებას
იპოვიან სასარგებლო და შესაბამის სამუშაოს,
და მიეცემათ ოცნებების ახდენის შანსი.
ეს არა მხოლოდ უფრო წარმატებულ ქვეყნად გვაქცევს,
არამედ უფრო სამართლიანადაც გვაქცევს.
მე მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა
გავუწიო ისეთი მხარდაჭერა ჩვენს ყველა მასწავლებელს, როგორიც სურთ და იმსახურებენ.
იმედი მაქვს თვენც.
მადლობა
(აპლოდისმენტები)