Tip:
Highlight text to annotate it
X
ეძღვნება უნარშეზღუდულებს, რომლებმაც უიმედობის გამო დაამთავრეს თავიანთი ცხოვრება
ჯონათანი ტრაგიკულ ავარიაში მოყვა ველოსიპედზე...
თანაც ინდოეთში.
სასწაულია, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია.
როცა კარგად ვარ...როცა ჩემი ჭრილობა არ არის
მაშინ არის ჩემი ოცნება, რომ მასწავლებელი გამოვიდე
მასწავლებელი და...რა თქმა უნდა სპორტის ვარსკვლავი,
ეს...დიდი ოცნებაა
მე მინდა რომ გამოვიდე სპორტის ვარსკვლავი, მაგრამ
ეს ჯერ კიდევ გასაკეთებელია.
ავარიამდე სპორტის მოყვარული ახალგაზრდა ვიყავი...
ფეხბურთი, ბოქსი, ძლეოსნობა, ყველაფერი, ცურვა...
მაგრამ მე ბევრი რამ აღმოვაჩინე, ცხოვრება აღმოვაჩინე...
ოთხი თვე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული და ვფიქრობდი
როგორია ცივ წყალში ბანაობა...
ჩემი სახელია ჯონათანი
და ესეთი მინდოდა ვყოფილიყავი...ადრე
სიარულზე მეტი
უმაღლეს სასწავლებელში რამოდენიმე მეგობარი და მე ვიყავით ერთადერთი მოყვარულები
ერთბორბლიანი ველოსიპედის ექსტრემალური ტარებისა
მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები შეუძლებელი გავხადეთ
და ხანდახან, რაც შეუძლებელი გვეგონა, სინამდვილეში ხდებოდა.
ესესაა 19 წლის გავმხდარიყავი
როდესაც ჩრდილოეთ ინდოეთში სასწავლებლად გავემგზავრე
მისური ჰილსთეიშენში.
აქ უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი მომავალი 4 თვის განმავლობაში,
ჰიმალაების ძირში.
მაგრამ ერთ დილას, რადგან დავაგვიანე,
ველოსიპედით წავედი
ვიწრო, დაკლაკნილ ბილიკზე ფეხით წასვლის მაგივრად.
ბიბლიის სასწავლებელში ჩემმა მეგობრებმა რომაელთა 8-ის 28-ე კუპლეტის კითხვა სწორედ მაშინ დაამთავრეს
"ყველაფერი სიკეთისთვის ერთად მუშაობს და
მათთვის, ვისაც ღმერთი უყვარს, და მათ უხმობენ, როცა საჭიროა."
შემდეგ მათ საავადმყოფოდან დაურეკეს.
მე 21 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადმოვარდი
მას შემდეგ, რაც ბორბლები მოსახვევთან მოცურდა.
ერთადერთი მიზეზი, რომ თავზე დაცემას გავუძელი,
იყო საავადმყოფოს გვერდით დაცემისა
და მომუშავეებმა რომ დამინახეს, იმის გამო.
დაბინდებისას დელის საოპერაციოში ვიყავი
სადამდეც 8 საათი მოვუნდი ტაქსით.
მე ჩემი ნერვი კისრის მეხუთე და მეექვსე ძვლის შორის მომყვა
რის გამოც თითებში, მკლავებis ზედა კუნთებსა
მკვლავების ქვეშ
უგრძნობი და გაშეშებული დამტოვა.
ხუთი კვირის შემდეგ,
როდესაც ოპერაციის შემდგომ ტკივილმა გადამიარა,
ინდოეთში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობე,
და სახლში, კონექტიკუტის შტატში გავფრინდი,
სადაც გეილორდის რეაბილიტაციის ცენტრში ორნახევარი თვე გავატარე.
იქ ანდრიუს შევხვდი, მეორე ჩემხელა კვადროპლეგიურს,
რომელსაც სამი წლის წინ ჩემნაირი ტრამვა ჰქონდა მიღებული.
ანდრიუმ იცოდა, რა დღეში ვიყავი.
და იმიტომ, რომ მან უკვე ისწავლა, თუ როგორ უნდა ასე ცხოვრება,
მან მე და ჩემს ექიმს გვაჩვენა,
თუ როგორ უნდოდა ჩემი თავის მე თვითონ მოვლა
სახლში წასვილის შემდეგ.
სამი წლის შემდეგ, იგივენაირად ვარ გაშეშებული,
მაგრამ სამაგიეროდ უფრო ძალა მომემატა,
და ძირითადად ყველაფერი თვითონ შემიძლია.
მე ორი წელია, რაც უნივერსტეტში ვსწავლობ,
და ინდოეთში ოთხჯერ დავბრუნდი.
რატომღაც არ შემიძლია, რომ ინდოეთი დავივიწყო,
იმიტომ, რომ აქ დაიწყო ეს ჩემი ახალი ცხოვრება...
ინვალიდის სკამში.
პუნე ინდოეთის უდიდესი სამხედროთა მიერ კონტროლირებული
პარაპლეგიური რეაბილიტაციის ცენტრია - მხოლოდ ვეტერანებისთვის.
არც ერთი სამოქალაქო რეაბილიტაციის ცენტრია მასზე უკეთესი,
რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სახლის მაგივრობა.
რომ არა მთავრობა,
ამ ვეტერანების უმწეობა მათ ოჯახებს გაანადგურებდა.
ორი ძმა და ორი და ვართ
ექვსი წლის ვიყავი, როცა დედაჩემი გარდაიცვალა
თექვსმეტის წლისას საზღვაო ძალებში გავწევრიანდი
და ორი წლის შემდეგ ამ ავარიაში მოვყევი
რადგან ოთხი ბავშვიდან პირველი მე დავიწყე მუშაობა
უფრო და უფრო მეტ რამეზე ვხდებოდი პასუხისმგებელი
მაგრამ...
ღმერთის ნება...შეუცვლელია
ჯარმა აქ კვადროპლეგიური მაცხოვრებლებისათვის მევრი რესურსი უზრუნველყო.
მაგრამ მათ მათთვის დამოუკიდებლობა არ უსწავლებიათ,
იმიტომ, რომ არავინ იცოდა ილეთები.
მათ სჭირდებოდათ ვინმე, რომ მათთვის ეჩვენებინა, თუ რა იყო შესაძლებელი,
რომ მიუხედავად იმისა, რომ შენი სხეულის უმრავლესობა გაშეშებულია,
მაინც შესაძლებელია საწოლიდან მარტო გადმოსვლა.
პირველი რამ, რაც საჭიროა, არის სკამთან იგივე სიმაღლის საწოლი,
და საკმარისად დაბალი, რომ იატაკის შეხება შეგეძლოს.
ერთი მთლიანი წელიწადი დამჭირდა, სანამ
სკამში დამოუკიდებლად ვისწავლიდი გადასვლას.
როდესაც ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი,
მე პირველად ვისწავლე თუ როგორ უნდა მოიხმარო სასრიალო დაფა,
რომელიც საწოლსა და სკამს შორის ხიდს ქმნის.
ისე, რომ არ ასწიო ზედაპირიდან სხეული,
შესაძლებელია დაფით გადაჩოჩება.
მე პუნეში იმიტომ მოვედი, რომ ანდრიუმ შესაბამისი ილეთები მაჩვენა,
და აქაც შემდეგ თაობას ასწავლიდნენ ამას.
ის, რის წარმოჩენასაც სინამდვილეში ვცდილობთ
არის თქვენი შეზღუდული უნარის უდიდეს ძალად გამოყენება
და ასე...შეგიძლიათ დაეხმაროთ
კვადროპლეგიურებს ინდოეთის სხვადასხვა ადგილას
აქ პირველად ნახეს კვადროპლეგიური, რომელიც ცურავდა.
აუზში ჩახტომის დროს უბედური შემთხვევა შემემთხვა
კედელს დავეჯახე...კისერი მოვიტეხე
ძველი მოგონებები მიბრუნდებოდა
კიდევ ერთხელ მეცადა
და...ვიფიქრე, რომ
მოვიშორო ყველა ეს შიში ცურვაზე და მერე
ჩავხტი წყალში
სპორტი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია--
და თერაპიისნაირად ძალიან მნიშვნელოვანია ინვალიდების სკამის მომხმარებელთათვის.
პარაპლეგიურებს ადვილად შეუძლიათ კალათბურთის თამაში,
რადგან მაჯის ზემოთ ჩვეულებრივად შეუძლიათ მოძრაობა
მაგრამ კვადროპლეგიურებს ხელებისა და მკლავების ხმარებაც შეზღუდული აქვთ,
და ამიტომ მათთვის სპორტი არც თუ ისე ადვილია.
ძია, მომაწექი
ენ თვითონ მიაწექი შენს თავს, ზარმაცო!
ყოველდღე ერთი ან ორი კილომეტრი ვისეირნებთ
და ეს ერთადერთი ვარჯიშია.
წელიწადში ერთხელ, სათამაშოდ გავალთ----ეს არის
ინავალიდთა სკამით გასწრობანა...შეიძლება დისკოს ტყორცნაც....
ან შუბის ტყორცნა, მეტი არა
ჩვენ ნამდვილად დამღლელ სპორტს არ ვთამაშობთ
და არც ენერგიულს
მე კვადროპლეგიურ რაგბს ხელს ეხლაც ვუწყობ
იმ იმედით, რომ ინდოეთი როდესმე ნაკრებს შექმნის.
დღეს სასიამოვნო იყო მათი ნახვა
რაგბს თამაშობდნენ... ვფიქრობ, რომ ეს
ნამდვილად გაუმჯობესებდა სისხლძარღვულ სისტემას
ჩემი პაციენტისგან პასუხი მივიღე
იგი ამბობდა: მშია და ჭამა მინდა
იმიტომ, რომ მან იცის რომ ხვალ უნდა ითამაშოს
ამიტომ მას საჭმელი სჭირდება!
არ გვეგონა, რომ ამდენი შეგვეძლო
მოუთმენლად ველით თამაშს
რათა ბოლომდე დავიხარჯოთ
კრიშნანის მსგავს სხვა ხალხისთვის ჯარმა უზრუნველყო
ყველაფერი, რომ კარგად ეცხოვრონ.
მაგრამ ის, რაც სინამდვილეში მათ უზრუნველყოფს
არის ყოველ დილას ქუჩაზე სეირნობა,
და მათ არ ეშინიათ ასე ცხოვრების.
ერთ დილას მე კრიშნანს შევუერთდი.
დილა მშვიდობისა კრიშნან
ხო, დილა მშვიდობისა
მაპატიე დაგვიანებისთვის
ნუ ნერვიულობ... არა უშავს, წავედით
პირველად როცა გავედი გარეთ
დილის სერნობისთვის გამოსულ ბიჭებს ვხედავდი
ეხლა მათი შვილები დაქორწინდნენ
ასე მე მათი და მათი შვილების ბიძა ვარ
და შვილიშვილებისთვისაც, ბიძა.
უკვე სამი თაობაა, რაც ბიძები ვართ.
გზისპირა ქვასავით ვართ...
გარეთ მუდმივია!
საცურაო შეჯიბრზე ვიყავი
მეგობრებთან ერთად ახალ სკოლაში ვიყავი წასული შესაჯიბრად
მაგრამ ინტრუქტორმა რომ მითხრა : "ჩაყვინთეო"
აუზის მეჩხერი მხარე იყო
და ასე კისერი მოვიტეხე.
C5-ის მოტეხილობა მაქვს კისერში
მეგობრები, სკოლიდან...
გინახავს
არა
არა... მათ არ ვხვდები
მათი მშობლები ასე ეუბნებიან:
"სწავლას მიხედე...
თავი არ შეიწუხო, კარგი?"
ასე რომ...
ამ ყველაფერზე არაფერი ვიცი...
კვადროპლეგიური რაგბი ხელშეწყობის იდეა რაჰულთან შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა,
როდესაც ISIC-ში პირველად დავბრუნდი,
უბედური შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ.
ხუთნი ვიყავით იგივენაირი ტრამვით--
დიჯუ, რაჯეში, რაჰული, მე და სამირი.
მაგრამ იქ არავინ იყო, რომ მათთვის ეჩვენებინა, რომ
ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო წერა, თითებს შორის კალმის შედებით,
ან დაფით საწოლიდან სკამზე გადასვლა.
და ასე, ორი კვირის განმავლობაში, მე მათ ყველაფერს ვაჩვენებდი, რაც ვისწავლე
და რამაც თავისუფლებისკენ გზა მომცა.
შემდეგ სკოლაში დავბრუნდი,
სადაც ყოველ კვირას კვადროპლეგიურ რაგბს ვთამაშობდი.
ანდრიუმ გამაცნო ეს სპორტი,
როდესაც ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი,
და მას შემდეგ ერთად ვთამაშობდით ამ თამაშს
რომელიც საზღვრამდე მიგიყვანს
და ინვალიდის სკამში ყოფნის გამოცდილებას მთლიანად ცვლის.
2007 დეკემბერს,
ქრისტოფერ რივის ფონდის წყალობით,
ოჯახმა და მეგობრებმა ISIC-ში რაგბის სკამების
წაღებაში დამეხმარნენ, სადაც შეაკეთეს
და პაციენტებმა იხმარეს
ინდოეთის პირველ ოფიციალურ რაგბის მატჩში.
მას შემდეგ, ეს თამაში ISIC-ის ახალი სპორტის
დეპარტამენტის გული გახდა.
კალათბურთის მოედანზე თამაშისას
ცენტრიდან გოლამდე უნდა მიიტანო ბურთი.
როდესაც ორივე ბორბალი გოლის ხაზს გადაცდება, შენი გუნდი ქულას აიღებს
რაც უფრო მაღლა გიტეხე კისერი, მით უფრო ნაკლები მოძრაობა შეგიძლია,
ამიტომ მოთამაშეებს ეძლევათ პროპორციულობის კოეფიციენტი მათი მოძრაობის
შესაძლებლობისა და ძალის მიხედვით. თითოეულ გუნდს მხოლოდ 4 მოთამაშე ჰყავს
რომლებიც ჯამში 8 ქულას ადგენენ.
ყოველ ათ წამში ბურთი უნდა აკინწლო, ან შენს გუნდელს გადასცე.
ბურთი ძლიერ მოთამაშეებს დააქვთ, ხოლო
სუსტები ერთად თავდაცვას ადგენენ.
თამაში 8 წუთის ოთხი პერიოდის შემდეგ მთავრდება.
წესებთან ერთად ამბობენ, რომ ბურთის
მფლობელი უნდა "მოკლა".
დღეისათვის საკმარისია
ყველანი გამარჯვებულები ვართ!
რაგბის ვარჯიშის დროს რაჰულის შემოერთების შემდეგ,
მე და დედაჩემი დელიში, მის სახლში წავედით,
რათა სახლში ყოფნის დროს მისი პროგრესი გვენახა.
რაჰულს და მის უმცროს ძმას ადრე სამსახურები ჰქონდათ,
მაგრამ ეხლა როჰიტი რაჰულის მოსავლელად სახლში უნდა დარჩეს,
და არც ერთს შეუძლია მათი ექვს-კაციანი ოჯახის უზრუნველყოფა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისმა ოჯახმა
ყველა საჭირო საშუალება მოუმზადა
ვფიქრობ, რომ ეს უნიკალურია.
პაციენტთა უმრავლესობა სახლში დაბრუნების შემდეგ
არაფერს აკეთებს. ეს იმიტომაა, რომ მათ ოჯახის მხარდაჭერა და
რესურსები აკლიათ...
მაგალითად, წელის გასამართი ჩარჩო...ასე, რომ
მისი ოჯახი საოცარი ოჯახია
ფინანსურად, მამამისი მთავრობის მსახურია
მაგრამ მიუხედავად ასეთი შეზღუდული რესურსებისა, მათ
შესანიშნავად მოაწყვეს იგი. ვფიქრობ,
იგი რამოდენიმე წელიწადში დამოუკიდებელი იქნება.
ერთი ძალიან ნასვამი ახალგაზრდა კაცი იყო
იქ რომ მივედი, იგი შეუჩერებელი იყო
და ბიძაჩემს ცემდა.
რომ გავაგდე, მთვრალი ისევ დაბრუნდა.
ვეცადე, რომ შემეჩერებინა, მაგრამ ამასობაში იგი მე დამეცა
და მისი მხარი კისერზე დამეცა.
და ესე დავისახიჩრე ხერხემალი
არ ვიცი
სად ან როდის
აჩრდილები დავკარგე, და ჩემი მეგობრები წვეულებიდან წავიდნენ
და ეხლა
მე აქ დამტოვეს
მიტოვებული და სულ მარტო...
კარგი, ეს მოტეხილობა... კარგი, არა უშავს
მაგრამ არა. ჩემი ძმა კრიკეტს თამაშობს...
და მე ხმა ვარ, "როჰიტ! როჰიტ! ო, როჰიტ!"
ეს კაცი, კრიმინალი---
პოლიციამ არ დააპატიმრა.
თუ მე პოლიციაში ვიჩივლებ...
პოლიცია სასამართლოში იჩივლებს...
სასამართლო? რა შეუძლია სასამართლოს?
მაგრამ ჩემი დანაკარგი დაკარგულია...ჩემი...
ჩემი ძმა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია
მამაჩემი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია...,
ჩემი დები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან
ერთი კაცის შეცდომის გამო ექვსი ადამიანი იტანჯება
ხშირად ვიტანჯებით სიკეთის ჩადენისას,
მაგრამ
ღმერთი...ხმარობს ამ ბოროტებას
რომ ის სიკეთე გააუმჯობესოს.
სანამ ჯვარს აცვამდნენ, უფალმა იესომ თქვა,
"მეგობრებისთვის სიცოცხლის დათმობაზე მეტი სიყვარული არა არსებობს".
რაჰულმა ეს მისი ბიძისთვის გააკეთა.
როგორც ქრისტიანს, ეს ჩემთვის შეხსენება იყო,
რომ სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს,
და თუ ღმერთისთვის ვიცხოვრებდი და სხვები მეყვარებოდა,
ღმერთი ჩემს შეცდომას სიკეთისთვის იხმარდა.
მაგრამ რაც არ უნდა გვწამდეს, მაინც ამ
უმწეობას ყველა ჩვენთაგანმა უნდა გაუძლოს...
იმ გრძნობაში, რომ რაღაც დავკარგეთ ამ სიბნელეში,
რაღაცა, რომელიც ჩვენს ტკივილს მიზეზს აძლევს.
ვხედავდი...დავარდნის დროს მხოლოდ...
ცას...და რამოდენიმე მოტივტივე ღრუბელს ვხედავდი
და ვიფიქრე, იქნებ უკვე სამოთხეში ვარ
მაგრამ მერე ექიმმა მოირბინა, და მე
მივხვდი, რომ ჯერ კიდევ აქ ვარ
რადგან თავის ქვეშ ვერაფერს ვგრძნობდი
ძნელი იყო რადგან...
როდესაც ტრამვა მივიღე, ხერხემლის ტრამვის
შესახებ ინფორმაცია ძალიან ცოტა იყო
ყველაფრისთვის მე თვითონ უნდა მომეფიქრებინა გზა
და, ეს არის მუხრუჭი...
ეს სიჩქარის გადასართავი...
და ეს კიდევ ცეპლენია
მე ნავინს პირველად დელიში რაგბის ვარჯიშის დროს შევხვდი
მან ქუჩის ბავშვების დასახმარებლად ორგანიზაცია შექმნა,
კვადროპლეგიური სპორტის ვარჯიშთან ერთად.
ყველას აქვს რაღაც შეზღუდვა, უბრალოდ ინვალიდის სკამში მყოფ
ადამიანებზე უფრო ადვილი გასაგებია
თქვენ შეგიძლიათ ქუჩის ბავშვებს
უფრო თანაუგრძნოთ, ტრამვის გამო,
იმიტომ, რომ თქვენ იცით როგორია უმწეობა.
ეგ არის...ბავშვებს თანავუგრძნობ. და ასევე...
მთავარი ისაა...
რომ არა ეს უბედური შემთხვევა, ახლა ვიქნებოდი უბრალოდ ჯარისკაცი.
შესაძლოა შანსი მქონოდა, რომ
აქა და იქ ცოტ-ცოტა მემუშავა...
მაგრამ...
ეხლა მთლიანად ჩემი დრო ამისთვის მაქვს დათმობილი
და ამიტომ ეხლა უფრო ბევრი რამ შემიძლია.
უბედური შემთხვევის შემდეგ რამოდენიმე განსხვავებული სამსახური მქონდა
მაგრამ...
ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდი, იყო ის, რომ არ გავჩერდებოდი ერთ ადგილას
და ერთ რაღაცას გავაკეთებდი...ასე რომ...იმიტომ, რომ მე ცხოვრების დანახვა მინდოდა
და...ასეთ ბევრ ადგილას მუშაობის დროს
ასევე ვიმუშავე
სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან.
საკმარისი კონტაქტი, მხარდაჭერა და წველაფერი მივიღე
და ამის შემდეგ, ვიგრძენი, რომ ამას უნდა გავყოლოდი...
და...ეს არის ის, რის გაკეთებასაც ყოველთვის ვოცნებობდი.
ეს ერთ დღეს დაიწყო
პატარა 3-4 წლის გოგონა დავინახე
დახეული პერანგით, იდგა ქუჩაში და ღამით ტიროდა
და ხალხი მას უყურადღებოდ ჩაუვლის.
და ვიფიქრე, რატომ არის ეს ბავშვი აქ?
ისინი თავიანთთვის არ მათხოვრობენ
ისინი ოჯახის მოხუცებისთვის მათხოვრობენ
ეს ოჯახები ღარიბები არიან...შესაძლოა, მუშები არიან
და ხელით მუშაობენ.
მაგრამ მთავარი ისაა,
რომ თუ ბავშვი დღეში 100 - 200 რუპიას დააგროვებსხალახი, ვინც მას აგზავნის, უფრო ბევრ ბავშვს გამოუშვებს
ხალხი, ვინც მას აგზავნის, უფრო ბევრ ბავშვს გამოუშვებს
უფრო ბევრ ბავშვს გამოუშვებს
გამარჯობა
გამარჯობა
მე ამ ბავშვებს გვერდში ვუდგევარ
იმიტომ, რომ ისინი ძალიან ადვილად იჩაგრებიან
ისინი ყველაზე საშინელ გარემოში ცხოვრობენ
მათ ჩაგრავენ...და
ჩვენ როდესაც ბავშვს ვეხმარებით
სინამდვილეში მთლიანად მათ ცხოვრებას ვაუმჯობესებთ
ვიფიქრე, იქნებ უკვე სამოთხეში ვარ
შემდეგ მივხვდი, რომ მე ჯერ კიდევ აქ ვარ
მე ჯერ კიდევ აქ ვარ
ჩვენ ჩვენ თავს უნდა შევეკითხოთ,
რა არის ის კარგი მიზეზი, რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ?
ინდოეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში,
პრობლემა ისაა, რომ ჩვენ უნარშეზღუდულებმა,
არ ვიცით რა შეგვიძლია ან
საზოგადოებისთვის წვლილის შეტანა.
ჩვენ უნდა გავდეთ ხილვადი ჩვენს სამეზობლოში, და
ხალხს გავაგებინოთ ჩვენი საჭიროებათა შესახებ.
თუ აქტიურად და საჯაროდ ვიცხოვრებთ მიუხედავად ჩვენი შეზღულობისა,
ჩვენ სხვებს პასუხის პოვნაში ვეხმარებით.
გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მაგრამ თუ იმას ვიზამთ რაც შეგვიძლია,
მემგონი ჩვენი უდიდესი საჩუქარი ჩვენი უდიდესი შიშებიდან მოვა.
შეიძლება ყველა ჩვენთაგანმა ვეღარ შეძლოს სიარული,
მაგრამ არა უშავს...
იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი სიარულზე მეტია.
არამედ ცხოვრება...
მიტევება...
და სიყვარული... უფრო ღრმად,
ვიდრე ადრე.
ნავინი სხვა უნარშეზღუდულ ადამიანებს ეძებს, რათა ქუჩის ბავშვებისთვის სკოლაში ასწავლოს.
რაჰული და როჰიტი ცდილობენ, რომ ვალი აიღონ, რათა პატარა ბიზნესი დაიწყონ.
რია ჯერ კიდევ მასწავლებლობასა და სპორტის ვარსკვლავობაზე ოცნებობს.
კრიშნანი და მეგობრები ყოველდღიური დილის გასეირნებისთვის 5 საათზე დგებიან
ჯონათანი უნივერსტეტის სწავლის დასამთავრებლად ამერიკაში დაბრუნდა.