Tip:
Highlight text to annotate it
X
Translator: Zakaria Babutsidze Reviewer: tornike mamuladze
მე მოგითხრობთ ირაციონალურ ქცევაზე
თქვენსაზე არა, რა თქმა უნდა. სქვა ხალხის ირაციონალურ ქცევაზე
(სიცილი)
MIT-ში რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგ
მივხვდი, რომ აკადემიური ნაშრომების წერა არცთუისე საინტერესოა.
არ ვიცი რამდენს კითხულობთ თქვენ,
მაგრამ არც მათი კითხვაა სახალისო და ხშირად არც მათი წერა
წერა რა თქმა უნდა უარესია
ასე რომ მე გადავწყვიტე რამე სახალისო დამეწერა
გადავწყვიტე სამზარეულო წიგნის დაწერა
და ამ წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო
სადილობა პურის ნაფხვენების გარეშე: სამზარეულოს ნიჟარასთან ჭამის ხელოვნება
(სიცილი)
ამ წიგნში უნდა აღმეწერა სამზარეულოდან დანახული ცხოვრება
ძალიან დაინტრიგებული ვიყავი ამ პროექტით. წიგნს უნდა ელაპარაკა
ცოტა კვლევაზე და ცოტაც სამზარეულოზე
ჩვენ იმდენ რამეს ვაკეთებთ სამზარეულოში, რომ ვფიქრობდი საინტერესო გამოვიდოდა
წიგნის რამდენიმე თავიც დავწერე
MIT გამომცემლებსაც ვანახე, მათ კი მითხრეს
"საინტერესოა, მაგრამ ეს საჩვენო არაა. წადი და სხვა გამომცემლობა მოძებნე"
ესეც ვცადე, თუმცა ყველამ იგივე გამიმეორა,
"საინტერესოა, მაგრამ საჩვენო არაა"
სანამ ერთმა გამომცემელმა არ მითხრა
"თუ მართლა სერიოზულად ფიქრობ ამაზე
ჯერ საკუთარი კვრევის შესახებ უნდა დაწერო წიგნი. უნდა გამოაქვეყნო რამე
მოგვიენებით კი გექნება საშუალება რომ რამე სხვა დაწერო.
მართლა თუ გინდა ამის გაკეთება ასე უნდა მოიქცე."
მე კი ვუთხარი: "იცით რა, მე მართლა არ მინდა ჩემი კვლევის შესახებ წერა
მთელი დღის განმავლობაში კვლევას ვაკეთებ. წერით კი რამე სხვაზე მინდა ვწერო.
რამე თავისუფალი მინდა ვწერო, ნაკლებად შეზღუდული."
გამომცემელმა კი ხისტად მომიგო
"ეს ერთადერთი გზაა რომლითაც ამას შეძლებ"
მაშინ ვთქვი, "კარგით, მომიწევს ამის გაკეთება"
აკადემიური შვებულება მქონდა. ჰოდა მეც ვთქვი "დავწერ ჩემი კვლევის შესახებ
თუ მეტი გზა არაა. და მერე მივხედავ ჩემს სამზარეულო წიგნს."
მეც დავწერე წიგნი ჩემი კვლევის შესახებ.
და საკმაოდ სახალისო აღმოცნდა მისი წერა. ორი მიზეზის გამო.
ჯერ ერთი თავად წერის პროცესი გამოდგა სახალისო.
მაგრამ მეორე, უფრო საინტერესო ის იყო, რომ
ხალხისგან დავიწყე რაღაც-რაღაცეების სწავლა.
წერისთვის ეს ფანტასტიური დროა.
იმიტომ რომ ხალხისგან ბევრი და საინტერესო კომეტარის მიღება შეიძლება.
ხალხი მწერს პერსონალური გამოცდილებების შესახებ
და მათი მაგალითების შესახებ, და მეუბნებიან თუ რაში არ მეთანხმებიან
და ნიუანსებსაც აქცევენ ყურადღებას.
და აქ ყოფნაც, რა თქმა უნდა. ამ ბოლო რამდენიმე დღეში
აკვიატებული ქვების ნამდვილ პიკს ვაკვირდები
რომელზეც არასდროს მიფიქრია.
(სიცილი)
და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დამაინტრიგებელია.
მე მოგითხრობთ ირაციონალურ ქცევაზე.
და ეს ყველაფერი მე მინდა დავიწყო ვიზუალური ილუზიის ერთი მაგალითით
როგორც რაციონალურობის მეტაფორა.
შეხედეთ ამ ორ მაგიდას.
თქვენ ალბათ გინახავთ ეს ილუზია.
რომ გკითხოთ რომელია უფრო გრძელი, მარცხენა მაგიდის ვერტიკალი
თუ მარჯვენა მაგიდის ჰორიზონტალი?
რომელი ჩანს უფრო გრძელი?
ვინმე ხედავს რამეს გარდა მარცხენა მაგიდის სიგრძის მეტობისა?
არა, არა? ეს შეუძლებელია.
მაგრამ ვიზუალური ილუზიებში შეცდომის დემონსტრირება ადვილია
შემიძლია ეს მონაკვეთები დავადო სურათს. არაფერში გვეხმარება.
პატარა ანიმაცია
და თუ დამიჯერებთ რომ მონაკვეთები არ დამიმოკლებია
მე ტქვენ დაგიმტკიცეთ რომ თქვენი თვალები გატყუებდნენ.
საინტერესო კი ისაა,
რომ როცა ამ მონაკვეთებს მოვაცილებ
თქვენ ხედავთ თითქოს არაფერი არ გისწავლიათ ამ ბოლო ერთი წუთის განმავლობაში
(სიცილი)
თქვენ არ შეგიძლიათ შეხედოთ შურათს და თქვათ, "ახლა მე ვხედავ რეალობას როგორიც ის არის."
არა? შეუძლებელია გაექცეთ გრძნობას,
რომ ეს მართლაც უფრო გრძელია.
ჩვენი ინტუიცია მართლაც გვღალატობს და ეს განმეორებადი და პროგნოზირებადია.
და ჩვენ თითქმის არაფერი არ შეგვიძლია ვიღონოთ ამის წინააღმდეგ.
გარდა იმისა რომ ავიღოთ სახაზავი და გაზომვა დავიწყოთ.
აი კიდევ ერთი. ჩემი ფავორიტი.
რა ფერზე მიუთითებს ზემოთა ისარი?
ყავისფერი. მადლობა.
ქვემოთა? ყვითელი.
არადა ეს ორი უჯრედი ერთი ფერისაა.
ვინმე ხედავს რომ ეს უჯრედები ერთი ფერისაა?
ეს ძალიან, ძალიან ძნელია.
თუკი დავმალავ დანარჩენ კუბს
თქვენ დაინახავთ რომ ეს ორი უჯრედი ერთი ფერისაა.
და თუ არ გჯერათ მე შემიძლია მოგცეთ ჩემი პრეზენტაციის მასალები
და თქვენ შეგიძლიათ თავად გამოიკვლიოთ და დარწმუნდეთ ამაში.
მაგრამ ისე, აქაც იგივე სიტუაციაა
თუკი ისევ დაგანახებთ მთელს კუბს,
ილუზია ისევ ადგილზა.
არ შეგვიძლია არ დავინახოთ ილუზია.
ეს ალბათ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ ფერებს ვერ არჩევთ.
მინდა რომ ილუზიაზე იფიქროთ როგორც მეტაფორაზე.
ხედვა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა რაც ჩვენ შეგვიძლია.
ჩვენი ტვინის დიდი ნაწილი სწორედ რომ ხედვას ეთმობა.
ის სხვა ფუნქციებისთვის დათმობილ ნაწილებზე დიდის.
ჩვენ ხედვას ყველა სხვა საქმიანობაზე ხშირად ვახორციელებთ.
და ჩვენ ევოლუციურად ხედვისთვის ვართ შექმნილები.
და თუკი ჩვენ ასე განმეორებით ვუშვებთ ასეთ პროგნოზირებად შეცდომებს ხედვაში,
რაშიც ჩვენ ასე გაწაფულები ვართ,
რაა იმის შანსი რომ არ ვუშვებთ ამაზე მეტ შეცდომას
ისეთ ამოცანებში რომლებშიც არცთუისე გაწაფულები ვართ?
მაგალითად, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.
(სიცილი)
ჩვენ არ გვაქვს საჭირო ევოლუციური დიზაინი ამისთვის.
ჩვენ არ გვაქვს ტვინის სპეციალური ნაწილი ამისთვის
და ამით არ ვართ დაკავებული საათების განმავლობაში ყოველ დღე.
და მაშინ ნამდვილად შესაძლებელია
რომ ასეთ შემთხვევებში ჩვენ ბევრად უფრო მეტ შეცდომებს ვუშვებთ.
და სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ეს შეცდომები არცთუისე ადვილი შესამჩნებია.
ვიზუალური ილუზიის შემთხვევაში ადვილად შეგვიძლია შეცდომების დემონსტრირება.
შემეცნებით ილუზიებში ბევრად ძნელია
აჩვენო ადამიანს შეცდომები.
მე მინდა გაჩვენოთ რამდენიმე შემეცნებითი ილუზია,
ან გადაწყვეტილებათა მიღების ილუზია იგივენაირად.
ესაა ჩემი ფავორიტი ნახაზი სოციალურ მეცნიერებაში.
ესაა ჯონსონისა და გოლდსტეინის სტატიიდან.
და ის გვაჩვენებს
იმ ადამიანთა რპოცენტულ რაოდენობას რომლებმაც აღნიშნეს, რომ
ისინი დაინტერესებულნი არიან საკუთარი ორგანოების დონაციით.
ესაა ევროპის სხვადასხვა ქვეყნები. და თქვენ ხედავთ
ორი სახის ქვეყნებს.
ქვეყნები მარჯვნივ თითქოს ბევრს გასცემენ.
ქვეყნები მარცხნივ - ცოტას,
ან ბევრად უფრო ნაკლებს.
საკითხავია რატომ? რატომ გასცემს ზოგი ქვეყანა ბევრს
ზოგი კი ცოტას?
როცა სვამ ასეთ შეკითხვას,
ხალხი ფიქრობს რომ ეს კულტურაზეა დამოკიდებული.
არა? რანდენად აღელვებს ხალხს სხვების ბედი?
საკუთარი ორგანოების სხვისთვის მიცემა
ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაღელვებს საზოგადოების ბედი.
ან შეიძლება ეს რელიგიაზე იყოს დამოკიდებული.
მაგრამ თუ შევხედავთ ნახაზს
აღმოვაჩენთ რომ ქვეყნები, რომლებსაც ერთნაირებად მოვიაზრებთ
სინამდვილეში ძალიან განსვავებულად იქცევიან.
მაგალითად შვედეთი მარჯვნივაა.
დანია კი, რომელიც კულტურულად შვედეთთან ძალიან ახლოსაა
მარცხნივ.
გერმანია მარცხნივაა. ავსტრია - მარჯვნივ.
ჰოლანდია მარცხნივაა. ბელგია კი მარჯვნივ.
და ევროპული მსგავსების თქვენეული
განსაზღვრების მიხედვით,
თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთნაირი ანდ განსხვავებული ქვეყნებია.
მაგრამ ჯოდესაც ჯერი დონორობაზე მიდგება ისინი ძალიან განსხვავებულად იქცევიან.
სხვათა შორის ჰონადია საინტერესო მაგალითია.
ჰოლანდია პატარა ჯგუფში ყველაზე დიდია.
მათ მიაღწიეს 28 პროცენტს
მას შემდეგ რავ ყველა ოჯახს გაუგზავნეს წერილი
თხოვნით რომ შეერთებოდნენ დონაციის პროგრამას.
იცით გამოთქმა: "თხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ შედეგს გამოიღებს"?
მათ მიიღეს 28 პროცენტი.
(სიცილი)
მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდნენ ქვეყნები მარჯვნივ
ისინი აშკარად უკეთს რამეს აკეთებენ ვიდრე თხოვნაა.
მაშ რას აკეთებენ?
როგორც ირკვევა, საქმე იმ ბლანკშია რომელსაც ხალხი ავსებს.
აი რა ხდება.
ქვეყნებს მარცხნივ
აი ასეთი ფორმა აქვთ.
აღნიშნეთ ქვემოთ თუ გინდათ
დონაციის პროგრამაში მონაწილეობა.
და რა ხდება?
ხალხი არ აღნიშნავს. და შესაბამისად არ მონაწილეობს.
ქვეყნებს მარჯვნივ კი
ოდნავ განსხვავებული ბლანკი აქვთ.
იქ წერია: აღნიშნეთ ქვემოთ თუ არ გინდათ მონაწილეოვა.
საინტერესო ისაა, რომ როცა ხალხი ამას კითხულობს,
ისევ არ აღნიშნავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი მონაწილეობენ.
(სიცილი)
ახლა კი დაფიქრდით რას ნიშნავს ეს.
დილით ვიღვიძებთ და გვგონია რომ გადაწყვერილებებს ვიღებთ.
ვიღვიძებთ დილით და ვიხედებით გარდერობში.
და ჩვენ გვგონია რომ ვიღებთ გადაწყვეტილებას რა ჩავიცვათ.
ვაღებთ მაცივარს და გვგონია რომ ვიღებთ გადაწყვეტილებას რა ვჭამოთ.
რასაც ეს გვეუბნება კი ისაა, რომ
მრავალ ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ სულაც არ ვიღებთ.
მათ იღებს ხალხი რომელიც ბლანკებს ქმნის.
როდესაც საქმე ასეთ გადაწყვეტილებებს ეხება
ადამიანს, რომელმაც ბლანკი შეადგინა დიდი გავლენა ექნება იმაზე
თუ თქვენ რას მოიმოქმედებთ.
საკმაოდ რთულია ამ მიგნების აღქმა. თავად დაფიქრდით.
რამდენი ტქვენგანი ფიქრობს, რომ
თუ თქვენ დაგჭირდებოდათ ახალი მართვის მოწმობის აღება
და შესაბამის ორგანოში მიხვიდოდით
და მოგცემდნენ ასეთ ფორმას შესავსებად
ეს შეცვლიდა თქვენს ქცევას?
ძალიან ძნელია იფიქრო რომ ეს გავლენას მოახდენდა ჩვენზე.
თქვენ ალბათ იტყოდით: "ეს ევროპელები... რა თქმა უნდა მათზე ეს მოახდენდა გავლენას."
მაგრამ როცა საქმე ჩვენ გვეხება
ჩვენ გვგონია რომ საჭესთან ჩვენ ვართ,
ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ ნაკონტროლებთ სიტუაციას,
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს,
ძალიან ძნელია ის დაიჯერო
რომ სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ გვაქვს
ილუზია რომ ვიღებთ გადაწყვეტილებას, იმის მაგივრად რომ მართლა მივიღოთ გადაწყვეტილება.
ახლა თქვენ იტყვით
"ეს ისეთი გადაწყვეტილებებია რომლებიც ჩვენ არ გვადარდებს."
სინამდვილეში ესაა გადაწყვეტილება იმის შესახებ
თუ რა ბედი გვეწევა მას შემდეგ რაც ჩვენ მოვკვდებით.
როგორ უნდა გვადარდებდეს
ის თუ რა მოხდება ჩვენი სიკვდილის შემდეგ?
ამიტომ ჩვეულებრივი ეკონომისტი, რომელსაც რაციონალურობის სწამს,
იტყოდა "რომ ფანქრის წევისა და V-ს მოხაზვის დანახარჯი
მეტია ჩვენს შესაძლო შემოსავალზე, რომელიც
ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს."
სწორედ ამიტომაა რომ ასეთ შედეგს ვიღებთ.
მაგრამ სინამდვილეში ეს იმიტომ არ ხდება რომ ეს ადვილია
რომ ეს ტრივიალურია. ან რომ ჩვენ ეს არ გვაღელვებს.
პირიქით, ეს ხდება იმიტომ რომ ეს გვაღელვებს.
ეს რთული და კომპლექსური საკითხია.
ეს ისე კომპლექსურია, რომ ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ.
და იმიტომ რომ არ ვიცით რა გავაკეთოთ
ვირჩევთ იმას, რაც ჩვენს მაგივრად უკვე აირჩიეს.
მე სხვა მაგალითსაც გაჩვენებთ.
ეს რედელმეიერისა და შეიფერის სტატიიდანაა.
და მათ თქვეს: "ეს ექსპერტებსაც მოსდით
ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გადაწყვეტილებების ექსპერტები არიან
ეს მათაც მოსდით."
და მათ აიღეს ექიმთა ჯგუფი.
მისცეს მათ პაციენტი მაგალითად.
აგერ პაციენტი. 67 წლის ფერმერი.
მას კარგა ხანია სტანჯავს მარჯვენა თეზოს ტკივილი.
და შემდეგ უთხრეს ექიმს
"რამდენიმე კვირის წინ თქვენ დაასკვენით
რომ ამ პაციენტს არაფერი არ შველის.
მთელი ეს წამლები. არაფერი არ მოქმედებს.
ჰოდა თქვენც ურჩიეთ პაციენტს
თეძოს შეცვლა"
ჰოდა პაციენტმაც გადაწყვიტა გადაენერგა თეძო.
ამის შემდეგ ექიმთა ნახევარს მათ უთხრეს
"გუშინ თქვენ კიდევ ერთხელ გადახედეთ პაციენტის ისტორიას
და აღმოაჩინეთ რომ არ გიცდიათ ერთი წამალი.
არ გიცდიათ იბუპროფენი.
რას მოიმოქმედებდით? დაუძახებდით უკან პაციენტს და ცდიდით იბუპროფენს?
თუ არაფერსაც არ იზამდით და უფლებას მისცემდით გადაენერგათ მისთვის თეძო?"
კარგი ამბავი ისაა, რომ ექიმთა უმრავლესობამ
გადაწყვიტა პაციენტი გამოეხმო და იბუპროფენი ეცადა.
ძალიან კარგი.
ექიმთა მეორე ნაწილს კი მათ უთხრეს
გუშინ, როცა თქვენ კიდევ ერთხელ გადახედეთ პაციენტის იტორიას
თქვენ აღმოაჩინეთ, რომ არ გიცდიათ ორი წამალი.
იბუპროფენი და იპროქსიკამი.
რას მოიმოქმედებდით? გადანერგვის უფლებას
მისცემდით თუ უკან გამოიხმობდით?
და თუკი უკან გამოიხმობდით რომელს ცდიდით? იბუპროფენს თუ პიროქსიკამს?
ახლა დაფიქრდით.
არ გამოხმობის გადაწყვეტილება ადვილია.
გამოხმობა კი უცებ კომპლექსური გახდა.
მას ერთი ალტერნატივა დაემატა.
ახლა რა ხდება?
ექიმთა უმრავლესობამ არ გამოხმობის
გადაწყვეტილება მიიღო.
იმედი მაქვს რომ ეს თქვენ აგაღელვებთ
(სიცილი)
როცა თქვენ ექიმთან წახვალთ.
საქმე ისაა, რომ აც ერთი ექიმი არ იტყოდა
"პროქსიკამი, იბუპროფენი, თეძოს გამოცვლა...
მოდი თეძოს გამოცვლა ავირჩიოთ."
მაგრამ როდესაც ეს უკანასკნელი წინასწარაა არჩეული
ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე თუ რას მოიმოქმედებს ხალხი.
ირაციონალური მოქმედების კიდევ რამდენიმე მაგალითს გაჩვენებთ.
წარმოიდგინეთ მე მოგეცით არჩევანი.
გინდათ შაბათ-კვირის რომში გატარება?
ხარჯები მთლიანად დაფარულია,
სასტუმრო, ტრანსპორტი, საჭმელი
საუზმე, ყველაფერი.
თუ პარიზში?
შაბათ-კვირა პარიზში და რომში სხვადასხვა რამეა.
სხვა საჭმელი, სხვა კულტურა, სხვა ხელოვნება.
ახლა წარმოიდგინეთ მე დავამატე ერთი ალტერნატივა
რომელიც არავის არ უნდოდა.
წარმოიდგინეთ მე შემოგთავაზეთ "შაბათ-კვირა რომში
პარიზში, ან ის რომ თქვენი მანქანა მოიპარონ"
(სიცილი)
საინტერესოა. რატომ უნდა მოახდინოს გავლენა არჩევანზე
მანქანის მოპარვის ალტერნატივამ?
(სიცილი)
მაგრამ რა მოხდება თუ მანქანის მოპარვის ალტერნატივა
ცოტა სხვანაირად იქნება წარმოდგენილი?
რა მოხდება თუკი ეს იქნება ისე მოგზაურობა რომში,
ყველაფერი ანაზღაურებულია, ტრანსპორტი, საუზმე
მაგრამ არ შედის ყავა დილით.
თუ გინდათ ყავა მაშინ თქვენ უნდა გადაიხადოთ 2.50 ევრო.
ახლა დაფიქრდით,
თუკი თქვენ გაქვთ რომი ყავით
რატომ ამოირჩევთ რომს ყავის გარეშე?
ეს იგივეა რაც მოპარული მანქანა. უარესი ალტერნატივაა.
მაგრამ გამოიცანით რა მოხდა. როგორც კი დაამატებთ რომს ყავის გარეშე
რომი ყავით ხდება ურო პოპულარული. მეტი ადამიანი ირჩევს მას.
უბრალო ფაქტი რომ დაამატეთ რომი უყავოდ
რომს ყავით ხდის უკეთეს ალტერნატივად.
არა მხოლოდ უყავო რომზე, არამედ პარიზზეც.
(სიცილი)
აგერაა იგივე პრინციპის ორი მაგალითი.
ესაა სარეკლამო პოსტერი ჟურნალ ეკონომისტის რამდენიმე წლის წინანდელი ნომრიდან
რომელიც თქვენ გთავაზობთ სამ ალტერნატივას.
ელექტრონული ვერსიის გამოწერას 59 დოლარად.
ნაბეჭდი ვერსიის გამოწერას 125 დოლარად.
და ორივეს გამოწერას 125 დოლარად.
(სიცილი)
მე როცა ვნახე ეს რეკლამა დავურეკე ჟირნალს
და ვცადე გამერკვია რატომ შესთავაზეს მომხმარებელს ასეთი არჩევანი.
მრავალი გადამისამართების შემდეგ
მოვხვდი ადამიანთან რომელიც მთელს ვებსაიტს კურირებდა.
დავურეკე და ისინიც დამპირდნენ რომ გაარკვევდნენ რა ხდებოდა.
და უცებ ეს რეკლამა გაქრა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ჰოდა მეც გადავწყვიტე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი
სადაც ძალიან მინდოდა ჟურნალსაც მიეღო მონაწილეობა.
ჩვენი უნივერსიტეტის 100 სტუდენტს მივეცი ეს პოსტერი
და ვკითხე რას აირჩევდნენ.
ესაა მიღებული განაწილება. უმრავლესობას კომბინირებული შეთავაზება უნდოდა.
კიდევ კარგი უარესი ალტერნატივა არავის უნდოდა.
ეს ნიშნავს რომ ჩვენმა სტუდენტებმა კითხვა იციან.
(სიცილი)
თუ ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომელიც არავის არ უნდა
ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ამოვიღოთ სიიდან, არა?
ჰოდა მეც გავაკეთე ახალი პოსტერი
სადაც ეს ალტერნატივა არ იყო.
და მივეცი 100 სტუდენტს. აი რა მოხდა.
ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ახლა არაპოპულარული გახდა.
და პირიქით.
რა მოხდა და რომელიც უსარგებლო იყო,
შუა, უსარგებლო იყო იმ მხრივ რომ არავის არ უნდოდა.
მაგრამ არ იყო უსარგებლო იმ მხრივ რომ ის ეხმარებოდა ხალხს
მიმხვდარიყვნენ თუ რა უნდოდათ.
სინამდვილეში შუა ალტერნატივასთან შედარებით,
რომელიც იყო ნაბეჭდი ვერსია 125 დოლარად,
ნაბეჭდი და ელექტრონული ერთად 135 დოლარად ფანტასტიკურად ჩანდა.
შედეგად ხალხიც სწორედ მას ირჩევდა.
ზოგადი გზავნილი, სხვათა შორის,
არის რომ ჩვენ არცთუისე კარგად ვიცით თუ რა გვინდა.
და სწორედ იმიტომ რომ არ ვიცით ზუსტად რა გვინდა
ადვილად ვექცევით გარეშე ძალების გავლენის ქვეშ.
წინასწარ არჩეული ალტერნატივები, ალტერნატივების სია რომელსაც გვთავაზობენ და ა.შ.
კიდევ ერთი მაგალითი.
ხალხი ფიქრობს, რომ როცა საქმე ფიზიკურ მიმზიდველობას ეხება
დაინახავ ვინმეს და უმალვე იცი მოგწონს თუ არა.
გიზიდავს თუ არა.
ამიტომ გვაქვს ეს ოთხ-წუთიანი პაემნები.
მეც გადავწყვიტე ეს ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ხალხზე.
მე გაჩვენებთ ხალხის სურათებს - თვითონ ხალხს არა.
თვითონ ექსპერიმენტში ხალხი მონაწილეობდა.
მე ვაჩვენე ხალხს ტომის სურათი და ჯერის სურათი
და ვკითხე, ვისთან გინდათ წახვიდეთ პაემანზე ტომთან, თუ ჯერისთან?
მაგრამ ხალხის ნახევარს მესამე ალტერნატივად ვანახე, სადაც მახინჯი ჯერი იყო გამოსახული.
ფოტოშოპით მისი სახე ოდნავ ნაკლებად მიმზიდველი გავხადეთ.
(სიცილი)
მეორე ნახევარს ალტერნატივად მახინჯი ტომის სურათი ვანახეთ.
და გვაინტერესებდა დაეხმარებოდა თუ არა მახინჯი ტომი და ჯერი
მათ უფრო მიმზიდველ შესაბამის ძმებს.
პასუხია: კი.
როცა მახინჯი ჯერი იყო ალტერნატივებში - ჯერი პოპულარული იყო.
როცა მახინჯი ტომი იყო ალტერნატივებში - ტომი იყო პოპულარული.
(სიცილი)
ამას ორი მარტივი შედეგი აქვს
საერთოდ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.
თუ კაფეში პარტნიორის საძებნად მიდიხართ ვინ უნდა წაიყვანოთ თან?
(სიცილი)
თქვენ გჭირდებათ თქვენივე ოდნავ მახინჯი ვერსია.
(სიცილი)
თქვენნაირი, მსგავსი... მაგრამ ოდნავ მახინჯი.
(სიცილი)
მეორე შედეგი კი ისაა, რომ
თუ ვინმე გთხოვთ მასთან ერთად წახვიდეთ კაფეში, უკვე იცით ის ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე.
(სიცილი)
ახლა უკვე ხვდებით რისი თქმაც მინდა.
რა არის ზოგადი გაკვეთილი?
ესს ის, რომ როცა ეკონომიკაზე ვფიქრობთ
ვფიქრობთ იდეალურ ადამიანზე.
"როგორი ხელოვნების ნიმუშია ადამიანი! როგორი კეთილშობილი ინტერესებით!"
ჩვენ ასე ვფიქრობთ ჩვენს თავზე, სხვებზე.
ქცევითი ეკონომიკის შეხედულება
ნაკლებად დიდსულოვანია ადამიანთან მიმართებაში.
აი ესაა ჩვენი მოსაზრება.
(სიცილი)
მაგრამ არის რაღაც პოზიტიურიც.
სწორედ ეს პოზიტიურია ის
რაც ქცევითი ეკონომიკის საინტერესოობას განაპირობებს.
ვეინ ვართ ჩვენ? სუპერმენები თუ ჰომერ სიმპსონები?
ჰოცა საქმე შენებას ეხება,
ჩვენ თითქოს ვიცით რა შეგვიძლია
ჩვენ ვქმნით საფეხურებს, და ამ რაღაცეებს
რომელთა გამოყენებაც ყველას არ შეუძლია.
(სიცილი)
ჩვენ ვხვდებით ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს
და გვერდს ვუვლით მათ.
მაგრამ როდესაც საქმე გონებრივ შესაძლებლობებს ეხება
როდესაც ჩვენ ვქმნით ისეთ რამეებს როგორიცაა ჯანდაცვა, საპენსიო მექანიზმი და საფონდო ბირჟა
ჩვენ რატომღაც გვაგიწყდება რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია
მე მგონია, ჩვენ რომ ვხვდებოდეთ თუ სადაა ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების ზღვარი
იგივე ნაირად როგორც ჩვენ ამას ფიზიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ვხვდებით,
იმის მიუხედავად რომ ეს ასე ადვილი გასაკეთებელი არაა
ჩვენ შევძლებდით უკეთესი სამყარო აგვეშენებინა.
და მე მგონია რომ არის ამის იმედი.
დიდი მადლობა.
(აპლოდისმენტები)