Tip:
Highlight text to annotate it
X
Translator: Tamar Kekelia Reviewer: George Tsaava
ნიუ იორკში ვმუშაობ
არაკომერციული ორგანიზაციის, "რობინ ჰუდის", განვითარების ხელმძღვანელად.
როდესაც სიღარიბეს არ ვებრძვი, ვებრძვი ცეცხლს,
ანუ პარალელურად კაპიტანის ასისტენტად ვმუშაობ სახანძრო დაწესებულებაში. ვარ მოხალისე.
ეხლა ჩვენს ქალაქს რომ დავუბრუნდეთ,
სადაც სახანძროს პერსონალი მაღალკვალიფიციური მოხალისეებით არის დაკომპლექტებული
ცეცხლის გაჩენის კერასთან აუცილებელია დროულად მისვლა,
რათა მიიღო მონაწილეობა ცეცხლის ლოკალიზებაში.
მახსენდება ჩემი პირველი გამოცდილება ცეცხლთან.
მე ვიყავი მეორე მოხალისე ვინც ცეცხლის კერასთან მივიდა.
ასე რომ მქონდა შანსი, ალმოდებულ სახლში შევსულიყავი ერთ–ერთი პირველი.
მაგრამ მაინც იყო ერთგვარი კონკურენცია მოხალისეებს შორის
რათა დაესწროთ უფროს კაპიტანთან მისვლა
დავალებების მისაღებად.
როდესაც კაპიტანთან მივედი,
ის აქტიურად იყო ჩართული საუბარში
სახლის მეპატრონესთან.
ქალბატონს ალბად თავის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე ჰქონდა:
იყო შუაღამე,
ის იდგა გარეთ კოკისპირულ წვიმაში,
ქოლგის ქვეშ, ღამის პერანგში, ფეხშიშველი,
ამასობაში კი მის სახლს ცეცხლი ეკიდა.
სხვა მოხალისე, რომელიც ჩემზე ადრე გამოცხადდა,
მოდით, მას ლექს ლუთერი ვუწოდოთ,
(სიცილი)
კაპიტანთან პირველი მივიდა
და მიიღო დავალება ალმოდებულ შენობაში შესვლის
რათა მესაკუთრის ძაღლი გადაერჩინა.
ძაღლი! მე შურით აღვივსე.
ეს იყო იურისტი ან ფინანსისტი,
რომელსაც მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ექნებოდა სათქმელად
რომ ის ცეცხლწაკიდებულ სახლში შევიდა
ცოცხალი არსების გადასარჩენად.
მხოლოდ იმის გამო , რომ 5 წამით დამასწრო.
მე ვიყავი შემდეგი.
კაპიტანმა მიხმო თავისთან
და მითხრა: "ბეზოს, მე მინდა რომ ახლა შენ შეხვიდე ამ სახლში,
სწრაფად აირბინო კიბეები, გაიარო ცეცხლის დაბრკოლება,
და ამ ქალბატონს ფექსაცმელები გამოუტანო."
(სიცილი)
ვფიცავარ ასე იყო.
ხო... ეს არ იყო, ის რასაც ველოდი,
მაგრამ დავალების შესასრულებლად გავემართე...
ავირბინე კიბეები, გავიარე ჰოლი, ჩავუქროლე "ნამდვილ მეხანძრეებს",
რომელთაც უკვე დაესრულებინათ ცეცხლის ჩაქრობა,
შევვარდი ქალბატონის საძინებელში, რათა მისი ფეხსაცმელები მომეძია.
ვიცი ეხლა რას ფიქორბთ,
ჩემგან გმირი არ დადგება.
(სიცილი)
მე გამოვიტანე ჩემი "ტვირთი" გარეთ,
სადაც შემხვდა ჩემი "კოლეგა", რომელზეც შური მქონდა საძიებელი,
ძვირფასი ძაღლით სახლის კარებთან.
ჩვენ ჩავაბარეთ სახლის მეპატრონეს მისი განძი
და გასაკვირი არ იქნება, რომ
კოლეგის "ძღვენმა" უფრო დიდი ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე ჩემმა.
რამოდენიმე კვირის შემდეგ,
ჩვენმა დეპარტამენტმა მიიღო მადლობის წერილი სახლის მეპატრონისგან.
ის გამოხატავდა მადლიერებას იმ ძალისხმევისთვის, რომელიც
გავწიეთ მისი სახლის გადასარჩენად.
სიკეთის უბადლო გამოხატულებად, რომელიც ქალბატონმა წერილში აღნიშნა:
მისთვის ფეხსაცმელების მიწოდება იყო, მის კომფორტზეც კი იზრუნეს.
(სიცილი)
ჩემს ორივე სამსახურში, ორგანიზაცია "რობინ ჰუდში"
და სახანძრო კომპანიაში მოხალისედ მუშაობისას
მე ყოველდღიურად მომსწრე ვარ იმ სიკეთისა და ხელგაშლილობის,
რომელიც დიდ მასშტაბებს აღწევს.
მაგრამ ამავდროულად ვაწყდები გულკეთილობისა და სიმამაცის ფაქტებს
თითოეულ ადამიანთან ურთიერთობისას.
და იცით რა ვისწავლე?
თითოეულ ნაბიჯს აქვს მნიშვნელობა.
და ეხლა რომ გიყურებთ, ამ დარბაზში მსხდომთ,
ვისაც უკვე მიღწეული გაქვთ
ან ჯერ კიდევ მისაღწევი
შთამბეჭდავი წარმატებები თქვენს ცხოვრებაში,
მინდა რომ ყოველთვის გახსოვდეთ:
არ იყოთ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში.
ნუ დაელოდებით, სანამ პირველ მილიონს იშოვით.
სანამ, შეცვლით ვინმეს ცხოვრებას.
თუ გაქვთ რაიმე ღირებული,
გაეცით იგი.
მოემსახურეთ ოფიციანტად სასადილოში. დაასუფთავეთ მეზობლად მდებარე პარკი.
იმუშავედ ძიძად.
ყოველდღიურად არ მოგვეცემა შესაძლებლობა
ვინმეს სიცოცხლე ვიხსნათ.
მაგრამ ყოველი დღე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავლენა მოვახდინოთ შემდგომზე.
ასე რომ, ჩაებით თამაშში! იხსენით ფეხსაცმელები!
მადლობა
(აპლოდისმენტები)
ბრუნო გიუსანი: მარკ, დაბრუნდი.
(აპლოდისმენტები)
მარკ ბეზოს: მადლობა