Tip:
Highlight text to annotate it
X
Translator: Mate Kobalia Reviewer: Levan Lashauri
ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე,
ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენს
იმაზე, თუ როგორი ადამიანები გავხდებით
და მერე როცა გავხდებით, ხშირად
არ გვხიბლავს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მივიღეთ.
ახალგაზრდები იხდიან დიდ თანხებს,
რომ მოიცილონ თინეიჯერობის დროს გაკეთებული ტატუ,
რაშიც ასევე გადაიხადეს.
შუა-ასაკში მყოფნი დაჩქარებულად განქორწინდებიან,
როცა ახალგაზრდობაში სწრაფად დაქორწინდნენ.
ხანში შესულნი თავდაუზოგავად მუშაობენ, რომ მოიშორონ ის,
რაც შუა-ასაკში მყოფებმა ძალიან მოინდომეს მიეღოთ.
ეს მუდმივად ასე ხდება.
კითხვა რომელიც მაოცებს როგორც ფსიქოლოგს არის ის,
თუ რატომ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს
რასაც მომავალში ვნანობთ?
ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი,
რაშიც შევეცდები დაგარწმუნოთ,
არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტალურად მცდარი გაგება
დროის ძალის შესახებ.
ყველამ იცით რომ ცვლილების სისწრაფე
კლებულობს ასაკის მატებასთან ერთად,
ის რომ, თითქოს ბავშვები იცვლებიან წუთში
როცა მშობლებში ცვლილების აღმოჩენას სჭირდება წელიწადი.
რა ჰქვია იმ მაგიურ წერტილს ცხოვრებაში
სადაც შეინიშნება ცვლილების დინამიკა
ძალიან სწრაფიდან ძალიან ნელამდე?
ეს თინეიჯერობის პერიოდია? თუ შუა-ასაკი?
ეს ხანში შესულობის ასაკია? როგორც ჩანს, პასუხი
უმეტესი ადამიანისთვის არის - ახლა.
რომელ ასაკშიც არ უნდა იყოს ის.
რაშიც მსურს დაგარწმუნოთ დღეს
არის ის, რომ ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ილუზიით,
ილუზიით, რომ ისტორია, ჩვენი პირადი ისტორია,
ზუსტად ახლა დამთავრდა,
ის რომ ჩვენ ახლახან ვიქეცით
იმ ადამიანად, რომლადაც სულ გვინდოდა გახდომა
და მუდამ ასეთებად დავრჩებით.
მსურს მოგაწოდოთ მონაცემი არგუმენტის სიმყარისთვის.
ეს არის კვლევა ადამიანების პირადი ღირებულებების
ცვლილების შესახებ დროში.
აი, სამი ღირებულებაც.
თქვენ ფლობთ ყველა ამ ღირებულებას,
მაგრამ ალბათ იცით ის, რომ როცა იზრდებით
როცა ასაკი გემატებათ, ბალანსი ღირებულებებს შორის იცვლება.
რატომ ხდება ასე?
ჩვენ ვკითხეთ ათასობით ადამიანს.
ნახევარს ვთხოვეთ ეწინასწარმეტყველათ,
თუ მომდევნო 10 წელიწადში რამდენად შეიცვლებოდა მათი ღირებულებები
და ნახევარს კი ეთქვათ,
თუ რამდენად შეიცვალა მათი ღირებულებები 10 წლის მანძილზე.
ამან საშუალება მოგვცა გაგვეკეთებინა საინტერესო ანალიზი,
რადგან ჩვენ შევადარეთ პროგნოზები
მაგ: 18 წლის ინდივიდებისა
და იმათი ვინც უკვე 28 წლის იყო;
და ა.შ. ადამიანის მთლიანი ცხოვრების გასაანალიზებლად.
აი რა აღმოვაჩინეთ:
პირველი, თქვენ მართალი ხართ,
ცვლილებების სისწრაფე კლებულობს ასაკთან ერთად
და მეორე, თქვენ არ ხართ მართალი,
იმიტომ რომ სიჩქარე იმდენად არ მცირდება როგორც რამდენადაც ჩვენ გვგონია.
ჩვენი ინფორმაციით, ყველა ასაკში, 18 - დან 86 - მდე,
ადამიანები ნაკლებობით აფასებენ თუ რამდენი ცვლილება ელოდებათ
მათ შემდეგი 10 წლის განმავლობაში.
ჩვენ ამას ვუწოდებთ "ისტორიის დასასრულის ილუზიას".
რომ დაგანახოთ ამ ეფექტის მნიშვნელობა,
დააკავშირეთ ეს ორი ხაზი,
და ნახავთ, რომ 18 წლისანი
ელოდებიან იმდენ ცვლილებას
რამდენსაც 50 წლისანი რეალურად განიცდიან.
აქ არა მხოლოდ ღირებულებები შედის, არამედ ბევრი სხვა რამ.
მაგალითად, პიროვნული თვისებები.
ბევრმა თქვენგანმა იცით ფსიქოლოგების ამჟამინდელი აზრი,
რომ არსებობს პიროვნების 5 ძირითადი სახესხვაობა:
ნეიროტიციზმი, სიახლეებისადმი გახსნილობა,
დამყოლობა, ექსტრავერტობა(კონტაქტურობა) და კეთილსინდისიერება.
ჩვენ ვკითხეთ ადამიანებს, თუ რამდენად მოელიან
ცვლილებებს შემდეგ 10 წელიწადში,
და ასევე რამდენად შეიცვალნენ წინა 10 წელიწადში.
და რაც აღმოვაჩინეთ
თქვენ ამ დიაგრამის ხშირად ნახვას მიეჩვევით,
რადგან გავმეორდები რომ, ცვლილების სიჩქარე
ნამდვილად იკლებს ასაკთან ერთად,
მაგრამ ყოველ ასაკში ადამიანები ნაკლებობით აფასებენ,
თუ რამდენად შეიცვლებიან ისინი
შემდეგ ათწლეულში.
და ეს არ არის ეფემერული რაღაც,
როგორც ღირებულებები და პიროვნება.
თქვენ შეგიძიათ ჰკითხოთ ადამიანებს თუ რა მოსწონთ/არ მოსწონთ,
მათი ძირითადი პრეფერენციები.
მაგ: შენი საუკეთესო მეგობარი,
საუკეთესო სახის დასვენება,
საყვარელი ჰობი,
მუსიკის ჟანრი.
ადამიანები მათ ასახელებენ.
ნახევარს ვთხოვეთ ეთქვათ ჩვენთვის,
"ფიქრობთ რომ ეს პრეფერენციები შეიცვლება შემდეგ 10 წელიწადში?"
და ნახევარს კიდევ
"შეიცვალა თუ არა ისინი 10 წლის მანძილზე?"
ის რაც აღმოვაჩინეთ, თქვენ უკვე ორჯერ ნახეთ,
და აი კიდევ ერთხელ:
ადამიანებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მეგობრები, რომელიც მათ ჰყავთ
10 წლის მერეც მათთან იმეგობრებენ.
საუკეთესო დასვენება ახლა, იქნება ისეთივე
საუკეთესო 10 წლის შემდეგ.
თუმცა 10 წლით უფროსი ადამიანები ამბობენ
"ეჰ, ეს ნამდვილად შეიცვალა."
აქვს ამ ყველაფერს აზრი?
იქნებ ეს უბრალოდ არასწორი პროგნოზირებაა, და არა აქვს შედეგები?
არა ამას მნიშვნელობა აქვს და საილუსტრაციოდ მოგიყვანთ მაგალითს.
გადაწყვეტილების მიღებისას ის გზას გვიბნევს.
გაიხსენეთ მუსიკოსი,
რომელიც თქვენი რჩეულია ახლა
და მუსიკოსი, რომელიც იყო რჩეული 10 წლის წინ.
სიმარტივისთვის ეკრანზე ჩემი საყვარელი მუსიკოსები განვათავსე.
ჩვენ ხალხს ვთხოვეთ,
რომ პროგნოზირება გაეკეთებინათ,
თუ რამდენ თანხას გადაიხდიდნენ ახლა,
რომ ენახათ მათი რჩეული მუსიკოსის
შესრულება 10 წლის შემდეგ,
საშუალოდ ისინი გადაიხდიან
129$ ბილეთში.
თუმცა თუ ჩვენ ვკითხავთ მათ, თუ რამდენს გადაიხდიდნენ ახლა
10 წლის წინ მათი
რჩეული მუსიკოსის მოსასმენად,
პასუხია 80$.
იდეალურად რაციონალურ სამყაროში
ეს რიცხვები წესით ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს,
მაგრამ ჩვენ მეტს ვიხდით შესაძლებლობისთვის,
რომ გავანებივროთ საკუთარი პრეფერენციები,
რადგან ჩვენ სწორად ვერ ვაფასებთ მათ სტაბილურობას.
რატომ ხდება ასე? ჩვენ ზუსტად არ ვიცით.
სავარაუდოდ მიზეზი უნდა იყოს
დამახსოვრების სიმარტივე,
წარმოდგენის სირთულესთან შედარებით.
უმეტეს ჩვენგანს ახსოვს როგორები ვიყავით 10 წლის წინ,
მაგრამ რთულია წარმოვიდგინოთ, თუ ვინ ვიქნებით,
სწორედ წარმოდგენის სირთულის გამო არასწორად ვფიქრობთ,
რომ დიდი ალაბათობით ეს არ მოხდება.
როცა ადამიანები იძახიან: "მე ვერ წარმომიდგენია ეს"
ისინი ამით მიანიშნებენ მათი წარმოდგენის უქონლობაზე,
და არა შემთხვევის მოხდენის
ალბათობის სიმცირეზე.
მოკლედ, დრო ძლიერი ძალაა.
ის გარდაქმნის ჩვენს პრეფერენციებს,
ფორმას უცვლის ღირებულებებს,
ცვლის პიროვნებას.
როგორც ჩანს ჩვენ მოგვწონს ეს ფაქტი,
ოღონდ მხოლოდ რეტროსპექტივაში.
მხოლოდ მაშინ, როცა უკან ვიხედებით, ვხვდებით
თუ რამდენი ცვლილება ხდება ათწლეულის მანძილზე.
ჩანს ისე, თითქოს უმეტესი ჩვენგანისთვის,
აწმყო არის მაგიური დრო;
მნიშვნელოვანი პერიოდი თაიმლაინში.
ის არის მომენტი, როცა ჩვენ საბოლოოდ
ვიპოვეთ საკუთარი თავი.
ადამიანები მუდმივად იცვლებიან
არადა ისინი ფიქრობენ, რომ მათი გარდაქმნა დამთავრებულია.
პიროვნება, რომელსაც წარმოადგენთ ახლა
არის იმდენად გარდამავალი, წამიერი და დროებითი
რამდენადაც წინა ცვლილებებამდე იყავით.
ერთადერთი მუდმივი ჩვენს ცხოვრებაში არის ცვლილება.
მადლობა.
(აპლოდისმენტები)