Tip:
Highlight text to annotate it
X
ჩვენ ვკითხეთ ადამიანის უფლებების დამცველ 50 აქტივისტს, როგორ აქცევენ ინფორმაციას მოქმედებად
და ვკითხეთ, რას ნიშნავს მათთვის ინფო-აქტივიზმი.
ინფო-აქტივიზმი ნიშნავს, მიგიწვდებოდეს ხელი ტექნოლოგიებზე
შეგეძლოს ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის შესაქმნელად და გასავრცელებლად
დემოკრატიული და მონაწილეობითი გზით
ადამიანებს ინფორმაციის მიწოდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება
ეხმარება მობილიზაციასა და საზოგადოების მოტივირებაში
საზოგადოებაში იმედის ჩასახვას ეხმარება
მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ ეს ერთადერთია, რაც დაგრჩა
ადამიანებს, რომელთაც არ მიუწვდებოდათ ხელი სრულყოფილ ტექნოლოგიებზე
კომუნიკაციისა და მიზნების მისაღწევად,
ახლა გასაოცარი შესაძლებლობები აქვთ
ინტერნეტის და მობილურის სახით ჩვენ საოცარი ინსტრუმენტები გვაქვს
მესიჯის სწრაფად გასავრცელებლად
კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება სასაცილო მესიჯები
უნდა იყოს ადამიანებზე ორიენტირებული. მონაწილეობითი
კომუნიკაციის სხვადასხვა ინსტრუმენტების სტრატეგიული გამოყენება
ეს ინტერნეტის გამო გაჩენილი ახალი სივრცის გამოყენებაა
ახალი მედიის გამოყენებაა
ციფრული ტექნოლოგიების იაფი საშუალებების
იქნება ეს ვიდეო თუ ონლაინ-გადაცემის სხვა პლატფორმა
ეს არის ყველა ამ ახალი სივრცის გამოყენება იმისათვის, რომ
რომ ძველებურად განაგრძო აქტივიზმი
ჩართულობა
კრეატიულობა
ინტერაქცია
მობილიზაცია
ადამიანების დაკავშირება
მონაწილეობითი
ხელმისაწვდომი
აღმაფრენა
გაზიარება
თანამშრომლობა
მოქმედება
ცვლილება
10 ტაქტიკა
ინფორმაციის მოქმედებად გადაქცევისთვის
ფილმის ავტორი:
Tactical Technology Collective
ინფორმაცია ძალაა
შეუძლია გაზარდოს ცოდნა, გააუმჯობესოს ცხოვრება
გამოააშკარაოს კორუფცია და უფლებების დარღვევა
და როდესაც ეფექტურად არის გამოყენებული კამპანიაში
მოიტანოს თანასწორობა და სამართლიანობა
ინფო-აქტივიზმი არის ის, რაც ხდება, როდესაც უფლებათა დამცველი აქტივისტები იყენებენ ინფორმაციას
მთავარ იარაღად ცვლილებისთვის ბრძოლაში
ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც ინფორმაციას ქმედებად ვაქცევთ საკითხზე ყურადღების გასამახვილებლად
ინფო-აქტივიზმი გულისხმობს ინფორმაციის და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებას
პოზიტიური სოციალური ცვლილებისთვის
ეს არის ათი ტაქტიკა
მსოფლიოს წარმატებული კამპანიების მაგალითზე ახსნილი
რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა აქციოთ თქვენი ინფორმაცია ქმედებად
10 ტაქტიკა
ინფორმაციის ქმედებად გადაქცევისთვის
ადამიანების მობილიზაცია მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო
მოითხოვს ძლიერ მესიჯს, ნათელ მიზნებსა და კარგ გეგმას.
ვიდეო ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანების მოსაზიდად რომ მათ
აქტიურად იმოქმედონ.
ჩვენ ვასწავლით ხალხს გადაღებას და
ერთ-ერთ ასეთი ტრეინინგის შედეგად
გადაიღეს ფილმი მიწაზე უფლების შესახებ გუჯარათის ფეოდალურ ნაწილში
აქტივისტთა ყველა ვიდეო მთავრდება მოქმედებისკენ მოწოდებით.
ამ ფილმში მოწოდება იყო,
დაეცვათ საკუთარი უფლებები და მოეთხოვათ მიწა.
ვფიქრობ, ვიდეო კარგი ინსტრუმენტია, როცა ბევრმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა
არ მიუწვდება ხელი სხვა ტექნოლოგიებზე, ვთქვათ, ინტერნეტზე.
ამ თვალსაზრისით,ვიდეო ძალიან კარგი მედიუმია
საზოგადოების ამ ნაწილისთვის ხმის მისაწვდენად
იმიტომ, რომ ყველაფერს შენი თვალით ხედავ და
ეს დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე.
ამ ფილმის შედეგად, რომელიც 25 სოფელში იქნა ნაჩვენები,
700-მდე ადამიანმა მოაწყო დემონსტრაცია
მივიდა ადგილობრივ ადმინისტრაციაში და მოითხოვა,
რომ მიეცათ კუთვნილი მიწები.
მართალია, მათი მოთხოვნა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ის ფაქტი, რომ 700 ადამიანი
შეიკრიბა და გარეთ გამოვიდა, უკვე მნიშვნელოვანი იყო
ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო.
ონლაინ-პლატფორმები, მაგალითად სოციალური ქსელების საიტები
შეიძლება გამოიყენოთ ვირტუალური შეხვედრის ადგილად
ერთი საკითხის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის
რებეკა სააბ საადი იყენებს Facebook-ს
ლიბანში ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსსექსუალ ქალებთან სამუშაოდ.
რამდენადაც Facebook ძალიან პოპულარულია ლიბანში
იმ ორგანიზაციებს, რომლებთანაც რებეკა მუშაობს, შეუძლიათ ამ გზით
დაუკავშირდნენ ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ებრძვის დისკრიმინაციას
და სოციალურ წნეხს.
Facebook-ის მსგავსი პოპულარული სოციალური ქსელების გამოყენებას
უარყოფითი მხარეც აქვს.
მარგინალიზებულ ადამიანებთან მუშაობისას, ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა
აქ მთავარი სოციალური წნეხია და "გარეთ" ყოფნა უკვე პრობლემას ქმნის
მოკლედ უნდა მოგვეძებნა ლიბანში ამ პოპულარული საიტის გამოყენების გზა
ისე, რომ ამ ჯგუფების უსაფრთხოება და ანონიმურობა არ დაგვერღვია.
ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მარტივი პროფაილი
მეგობრების გარეშე, რომელზეც მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა:
ლოგო, ორგანიზაციის სახელი, ქვეყანა და რაზე ვმუშაობთ, რომ ესაა
ანუ ლესბოსელები და ტრანსსექსუალები ლიბანში.
ამ პროფაილის მიზანი არ იყო მაინცდამაინც სოციალური კავშირების შექმნა
ეს იყო ამ ქალების დასახმარებლად, და მათთვის, ვისაც ლესბოსელთა მხარდაჭერა უნდოდა
იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ჩვენს ვებსაიტზე, სადაც პროფაილს მიყავდი.
ჩვენ გვაქვს პროფაილები სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ყოველთვის
ვაკეთებთ რეკლამას პოპულარული გზებით, რომ მოვიყვანოთ ჩვენს ვებსაიტზე.
ასეთი მარგინალიზებული ადამიანების შემთხვევაში
ზუსტად ვიცოდით, რომ არაფერი ფეისბუქზე პრივატული არ არის.
რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ იქნება საიდუმლო.
ანუ მაგალითად, თუ ჯგუფს შევქმნით და ბევრი გოგონები შემოუერთდებიან, ცხადი გახდება,
რომ ეს გოგონები, ალბათ, ლესბოსელები არიან.
ამიტომ ჩვენ უნდა მოგვეძებნა რამე განსხვავებული გზა
უნდა მოგვენახა, რომ ჩვენთან კავშირი შეგვეზღუდა.
ვარდისფერი ჩადის კამპანიამ ინდოეთში ასევე გამოავლინა
ფეისბუქის მოხმარების პლუსები და მინუსები
"ჩადი" ჰინდიზე "საცვალს" ნიშნავს
ვარდისფერი ჩადის კამპანია დაიწყო ქალების მიმართ ძალადობის საპასუხოდ
რომელსაც მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის, სრი რამ სენას წევრები ეწეოდნენ მხოლოდ იმიტომ,
რომ ხედავდნენ ქალებს ბარებში.
ვარდისფერი ჩადის ჯგუფმა 16,000 ადამიანი შეკრიბა
სულ რაღაც სამ დღეში კამპანიის გარშემო
რამდენიმე თვეში პიკს მიაღწია, 50,000 წევრით.
"მორალური პოლიციის გამაოგნებელი შემთხვევის დროს
ხულიგნები უზნეოდ დაესხნენ თავს ბარში მყოფ გოგონებს..."
მთელი ქვეყნის ტელევიზიებში გადაიცა ამ თავდასხმის ფოტოები
და ბევრი ქალი და სხვაც ძალიან გაბრაზდა ქალების მიმართ
დამოკიდებულებაზე რამ სენას მხრიდან.
ძალიან ბევრი რამ ითქვა ონლაინ-ჯგუფში, რისხვა და აღშფოთება
რომელიც უნდა რეალიზებულიყო.
რეალიზების ერთ-ერთი გზა პრამოდ მუთალიკთან ვარდისფერი ჩადის გაგზავნა იყო.
მედიამ ეს ამბავიც ფართოდ გააშუქა
და პირველი, რაც მან თქვა საპასუხოდ, იყო ის, რომ სანაცვლოდ ვარდისფერ სარის გამოაგზავნიდა
რომ ჩვენი სიმახინჯე დაეფარა
რამე ისეთი მშვენიერით, როგორიც სარია.
ვარდისფერი ჩადის კამპანია, ჩემი აზრით, ნადმვილად წარმატებული იყო
რადგან მან შექმნა სივრცე, სადაც კომუნიკაცია შედგა
ჩვეულებრივ ადამიანებსა და ჰინდუისტ მემარჯვენეებს შორის
რაც ყოველთვიის შესაძლებელი არ არის.
ეს არაძალადობრივი პასუხია და არ არის
კამპანიაში ჩართული ადამიანების ცემა
როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე - ძალადობრივი პასუხი მოდის.
რამდენიმე პრობლემა იყო ონლაინ-აქტივიზმთან დაკავშირებით, რამაც
ხელი შეუშალა ინტერნეტის გარეთ აქტივიზმის გადატანას და ერთ-ერთი
პრობლემა Facebook-ში იყო.
ფეისბუქი აღარ გაძლევს მესიჯების გაგზავნის საშუალებას ჯგუფის წევრებისთვის
მას შემდეგ, რაც 5,000 წევრზე მეტი გყავს. მოკლედ,
როდესაც ამ რიცხვს ავცდით და 16,000 და 40,000 გავხდით,
მივხვდით, რომ ჯგუფის არც ერთ წევრთან აღარ შეგვეძლო კომუნიკაცია.
ერთადერთი, რაც შეგვეძლო, პროფაილზე მესიჯების დატოვება იყო,
რაც ყველასთვის ხმის მისაწვდენად არ იყო საკმარისად ეფექტური.
მოგვიანებით ვარდისფერი ჩადის აქტივისტები მიხვდნენ
ფეისბუქის მოხმარების სხვა მინუსებსაც.
ჯგუფის პროფაილი გატეხეს და დაამახინჯეს
შემდეგ წაშალეს კიდეც, ხოლო ჯგუფის შემქმნელებს შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნეს.
მიუხედავად Facebook-ზე ჯგუფის აღდგენის შესახებ არაერთი თხოვნისა,
თვეების შემდეგ არაფერი მომხდარა.
ეს მაგალითები ხაზს უსვამს, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ
აქტივიზმში ონლაინ-პლატფორმების გამოყენების შესძლებლობებსა და რისკებს.
რაც მედია-ჩამწერი საშუალებები უფრო პატარა და იაფი გახდა,
ადამიანებმა უფლებების დარღვევის ფაქტების ჩაწერა მომენტალურად დაიწყეს
ადამიანის უფლებების დარღვევის მოწმეთა ხელშეწყობა
და მათი ხმის გავრცელების გზების შექმნა
კარგი ტაქტიკაა უფლებათა დარღვევებზე ყურადღების გასამახვილებლად
და მათზე რეაგირებისთვის.
ჩემთვის ვიდეოს ძალა მისი გადმოცემის შესაძლებლობაშია
ვიზუალური მტკიცებულება და ნამდვილი პირველწყაროს
გამოცდილება, მაგალითად, მისი უფლებების დარღვევის შესახებ.
ადამიანებს ახლა აქვთ მობილური ტელეფონები
რომლითაც უშუალოდ იღებენ თავიანთ გარშემო
არსებულ რეალობას. ახლა არა მხოლოდ რჩეული ერთეულები
გვიყვებიან თავიანთ ამბავს. ყველა შეიძლება პოტენციური მოწმე იყოს.
შეესწროს, ჩაწეროს, გადასცეს და გამოააშკარაოს.
ეს ტაქტიკა გამოიყენა "ტარჟისტელმა სნაიპერმა"
ანონიმურმა ვიდეოაქტივისტმა მაროკოში,
რომელიც მძღოლებისგან ქრთამის გამომძალველ პოლიციელებს იღებდა.
მან გადაიღო პოლიციელები სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დღეს
ერთი და იგივე საქმიანობისას.
მან 10 თუ 15 პოლიციელი გადაიღო, რომელიც კანონს არღვევდა
მაროკოს სოფლების გზებზე.
მან ეს YouTube-ზე განატავსა: ჯერ ერთი, მერე მეორე და მესამე ვიდეო.
ვიდეოები ასობით ათასმა მომხმარებელმა ნახა.
მათ მთავრობა აიძულეს, დაეპატიმრებინა პოლიციელები
მათ ასევე აიძულეს მთავრობა, გამოეყენებინა იგივე ტექნიკა
და ქუჩებში ფარული კამერებით დაკვირვებოდა პოლიციელებს
იგივე მეთოდით, რომელსაც "ტარჟისტელი სნაიპერი" იყენებდა.
განსხვავებული გარემოა ბირმაში
მოქალაქეთა დაფიქსირებული დარღვევები ვერ განაპირობებს
მილიტარისტული რეჟიმის ქცევის ცვლილებას.
თუმცა, ბლოგერებმა ჩაიწერეს და გაავრცელეს ის, რისი მოწმენიც თავად იყვნენ
და ბირმა მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოაქციეს
გაიზარდა ცოდნა ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ქვეყანაში.
ახლა ბირმაში ყველაფერი შეზღუდულია
განსაკუთრებით, ინტერნეტი, იმეილი და ონლაინ სერვისები.
თუმცა, ბევრი ადამიანი იყენებს ბლოგებს ბირმაში.
აქვეყნებენ ისტორიებს, ფოტოებს, ყველაფერს, რაც შეუძლიათ.
და მერე მთელ მსოფლიოს შეუძლია ნახვა, სინამდვილეში რა ხდება ბირმაში.
ბლოგები და იაფი ციფული ჩამწერი საშუალებები განუყრელი ნაწილი იყო
ბირმის ე.წ. ზაფრანისფერი რევოლუციის დროს.
როდესაც ბირმის ეკონომიკური პრობლემებით და სამხედრო სისასტიკით გამოწვეული პროტესტების
ზომისა და სიხშირის ზრდასთან ერთად იმატა სამხედრო ძალადობის ამსახველმა მასალამაც.
ზაფრანისფერ-მოსასხამიანი დემონსტრანტი ბერებისა და მონაზვნების ფოტოები
გავრცელდა ინტერნეტით და მიაღწია
მსოფლიო მედიამდეც და სამხედრო რეჟიმი აიძულა
დროებით დაეხშო ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურება
დემონსტრაციების პიკის დროს.
მიუხედავად ამისა, აუნგი ამბობს, რომ მარტივი, იაფი კამერების გამოყენება
კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მომხდარის გადასაღებად
ხოლო ბლოგები ფასდაუდებელი საშუალება იყო სიახლეების და ჩანაწერების
გარესამყაროსთვის მისაწვდენად.
ხალხი უბრალოდ ხედავდა რაღაცას, რაც მათ თვალწინ ხდებოდა
იღებდნენ კამერას და აფიქსირებდნენ მომხდარს.
ყველა ფოტო, აუდიო, ვიდეო, რაც ჰქონდათ, ბლოგებზე დაიდო.
და ავტორებს წარმატება მოუტანა.
რეპრესიულ რეჟიმში წარმატებული ონლაინ ინფო-აქტივიზმი
ადვილად ვერ ახდენს რეალურ გარემოში შესაბამის ცვლილებას.
ბირმაში ბევრ ბლოგერს ძვირად დაუჯდა
ზაფრანისფერი რევოლუციის დროს ონლაინ-აქტივიზმი.
ბევრი დააპატიმრეს, ზოგს 50-ზე მეტწლიანი სასჯელიც კი მიუსაჯეს.
ეს ადასტურებს, რომ ონლაინ საქმიანობის შედეგები
წინასწარ კარგად უნდა იყოს გააზრებული
იმ ადამიანების მიერ, რომელთაც უფლებათა დარღვევის ფაქტები გამოაქვთ სააშკარაოზე.
ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლები ისედაც ტრავმირებულნი არიან
ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ მათ გადაღების შედეგად ორმაგ ზიანს არ მივაყენებთ.
ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად ესმოდეთ ყველაზე უარესი შედეგი რაც მათი ვიდეოს ნახვას შეიძლება მოყვეს.
ციფრულ ერაში ძნელია იმედოვნებდე, რომ ინტერნეტში ერთხელ მოხვედრილი ვიდეო
არ იქნება კოპირებული, არ მოხვდება YouTube-ზე და არ ნახავს დამნაშავე
ან პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ვიდეო ააშკარავებს.
ვფიქრობთ, ყველაზე უარესი სცენარი უნდა აუხსნათ ადამიანებს და დაეხმაროთ თვითონ გადაწყვიტონ
უნდათ თუ არა , რომ მათ მოუსმინონ ან ნახონ
და შემდეგ უნდა მიიღოთ მათი დაცვის ზომები.
ანუ იზრუნოთ მათი ვინაობის შენიღბვაზე, ხმის შეცვლაზე და სხვ.
ვფიქრობ, ინფო-აქტივიზმისთვის ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა არის,
როგორ დავაფიქროთ ათასობით ადამიანი, რომელიც
ადამიანის უფლებებს ვიდეოს გამოყენებით იცავს
რამდენად ესმით თანხმობის მნიშვნელობა
და როგორ ესმით ის საკითხები, რომელსაც გადმოსცემენ
იმისათვის, რომ ორმაგად არ დავაზარალოთ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები.
მობილური ჩამწერები, ბლოგები, ვიდეო და ონლაინ სამაუწყებლო არხები
რამდენიმე საშუალებაა, რომლის მეშვეობით ინფო-აქტივისტები გამოააშკარავებენ დარღვევებს
და ხელს უწყობენ მათზე რეაგირებას.
მაგრამ ყველა ეს შემთხვევა ხაზს უსავმს, რომ აუცილებელია კარგად გავიაზროთ
ადამიანების ანონიმურობის აუცილებლობა, რომ დავიცვათ ისინი შემდგომი ძალადობისგან.
აუდიტორია რომ დააინტერესო, კრეატიული უნდა იყო.
ადამიანების ტექსტით და სიტყვებით დატვირთვის ნაცვლად
საკითხის ვიზუალიზაციის მრავალი გზა არსებობს.
ანიმაცია ერთ-ერთია და ეს ის მედიუმია, რომელიც კრეატიულ გზას გთავაზობთ
სენსიტიური საკითხების საჩვენებლად
ვფქირობ, ანიმაცია განსაკუთრებით კარგად გამოდგებოდა
ინფო-აქტივისტის იარაღად
როცა სიტუაცია ფეთქებად ან
სენსიტიურ პოლიტიკურ კონტექსტს ეხება, სადაც
მაინცდამაინც პირდაპირ შეტევა არ გინდა
მაგალითად, როდესაც რასობრივ ან გენდერულ სენსიტიურობასთან გაქვს საქმე
ანიმაციაში შეგიძლია ამ დროს ცხოველები და საგნები გამოიყენო
და არა ადამიანები. ეს გაძლევს საშუალებას, ისაუბრო
ბევრ რამეზე, რაზეც სხვაგვარად ვერ იტყვი, იგივე
ტრადიციული ფილმის შემთხვევაში.
ანიმაციის ჯადოსნობა ყველას იზიდავს.
უძრავი ობიექტების, რომელთა მოძრაობას არ ელი, ამოქმედება
საოცარია და ბევრ ადამიანს აღაფრთოვანებს.
ახლა მე ვმუშაობ კაიროში პროექტზე
ჯგუფთან სახელად "ქალები და ხსოვნის ფორუმი"
რომლებიც არაბულ მითოლოგიურ ამბებსა და სახალხო თქმულებებს ფემინისტური პერსპექტივიდან წერენ
ჩვენ ვაკეთებთ სამწუთიან ანიმაციას
ამ ნაწრებზე დაყრდნობით, იმისთვის, რომ
ახლო აღმოსავლეთის ქალების სხვადასხვა კულტურული რეპრეზენტატიულობა გვქონდეს.
რუკები ინფორმაციის ვიზუალიზაციის კიდევ ერთი გზაა.
არის რაღაც მარადიული რუკებში, რის გამოც ალბათ მათ
ადამიანები ასე ენდობიან.
2006 წელს ისრაელის ლიბანში შეჭრისას
ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ "სამიდუნი"
გამოიყენა რუკები, რომ ეჩვენებინა ადამიანებისთვის, თუ რა ხდებოდა.
ჩვენ რამდენიმე რუკა გავაკეთეთ 2006 წლის ზაფხულში
როცა ისრაელი თავს დაესხა ლიბანს.
ძირითადად, ორი რუკა იყო, ერთი დეტალურად აღწერდა ლიბანის ყოველდღიურ დაბომბვას
და ყოველდღე განახლებადი იყო.
და მეორე რუკაზე იყო ძირითადი ინფრასტრუქტურების და სტრატეგიული ობიექტების დაზიანებები
იმ პერიოდში, როცა დავიწყეთ,
ზუსტად არ ვიცოდით, რისი მიღწევა გვინდოდა ამ ინფორმაციის მოგროვებით,
მაგრამ გვინდოდა გაგვეგო რა ხდებოდა ჩვენ გარშემო.
როდესაც დავიწყეთ იმის გამოქვეყნება, რაც გვქონდა,
აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა მიზნებით შეიძლებოდა ამის გამოყენება
აქტივიზმში, დასახმარებელი სამუშაოების ორგანიზებასა და მოგვიანებით რეკონსტრუქციის ხელშეწყობაში.
არ არის საჭირო ახალი რუკების შექმნა თქვენი მესიჯის გადმოსაცემად.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეცდება ტუნისის პრეზიდენტის სასახლის ნახვას
Google რუკაზე, მოულოდნელ ინფორმაციას წააწყდება
ტუნისელი აქტივისტების წყალობით, რომლებიც
დამოუკიდებელ კოლექტიურ ბლოგში, Nawaat.org-ში იყვნენ ჩართული.
ეს ძალიან კრეატიული გადაწყვეტა იყო
ტუნისის ინტერნეტ-სივრცეში, რაც "ნავაატის" აქტივისტებმა გააკეთეს
YouTube-ზე საკუთარი ვიდეოების გეო-მონიშვნით.
გეო-მონიშვნაში ვგულისხმობ გეოგრაფიული ინფორმაციის დართვას
გეოგრაფიული დასახელების მინიჭებას იმ ვიდეოზე, რომელსაც აქვეყნებთ.
ამ გზით თქვენს ინფორმაციას, ვიდეოს
Google-ის რუკებზე ხელმისაწვდომს და ყურებადს ხდით.
ტუნისელმა აქტივისტებმა გააკეთეს
ტუნისში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ვიდეოების გეო-მონიშვნა
და ისინი კართაგენში ტუნისის პრეზიდენტის სასახლის გარშემო განალაგეს
ამიტომ, როდესაც Google Earth-ში ნახულობთ პრეზიდენდის სასახლეს,
იგი გხვდებათ გარშემორტყმული ვიდეობით, სადაც ტუნისში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
თქვენ ტუნისის ორ მხარეს ნახავთ.
ტურისტულ მხარეს - ტუნისის მდიდარი ისტორიით
ინფორმაციას ახლანდელი ტუნისის შესახებ
და თანამედროვე ტუნისს, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა.
რუკები და ანიმაცია ორია მრავალი ინსტრუმენტიდან
რომლებიც ადამიანებს ეხმარება ინფორმაციის დათვალიერებასა და ინტერპრეტაციაში
ვიზუალიზაციის გზით. ეს უფრო სახალისოა
და მათ გონებაში რჩება სურათები, რომლებიც უფრო დიდხანს ცოცხლობს.
ადვილად შეიძლება დაიკარგოთ ადამიანის უფლებათა დარღვევების უზარმაზარ სივრცეში.
ადამიანის პირადი ისტორიების წინა პლანზე წამოწევა ინფო-აქტივიზმში
ერთ-ერთი გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი გამოცდილება იგნორირებული არ იყოს.
ჩვენ ვიყენებთ ადამიანების ისტორიებს ინფო-აქტივიზმში
რადგან ფემინისტური ორგანიზაციისთვის პირადი პოლიტიკურს ნიშნავს
ჩვენთვის ეს ისტორიები მართლაც ასახავს რეალობას
ადამიანის და ქალთა უფლებებისა.
მაგალითი, როგორ გამოვიყენეთ ციფრული ისტორიები ჩვენს საქმიანობაში
ეხება ქალების ორი ჯგუფის ტრეინინგს.
ერთ ჯგუფში იყვნენ ის ქალები, რომელთა მიმართ სექსუალური ძალადობა
მათი ორიენტაციის გამო გამოავლინეს.
მეორე ჯგუფში იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები.
ჩვენ შევკრიბეთ ეს ისტორიები ციფრულ ვიდეოდისკზე
და გავავრცელეთ სახელმძღვანელო წიგნთან ერთად, სადაც საუბარი იყო
ადამიანის უფლებების საგანმანათლებლო პროგრამებში პირადი ისტორიების გამოყენებაზე.
ისტორიებმა შექმნა ალტერნატიული ტრეინინგ-რესურსი მათთვის,
ვინც ცდილობს ტრეინინგების დახმარებით ცვლილებების მიღწევას.
იმედი გვაქვს, რომ ეს არამარტო დამატებითი ინფორმაცია იქნება,
არამედ დაეხმარებათ ძალადობის გაგებასა და შემცირებაში
იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომელზეც ვსაუბრობთ
და დაეხმარება ისეთი პოლიტიკის წარმოქმნას, რომელიც იქნება
ამ ადამიანების საჭიროებებზე რეაგირება.
ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, საზოგადოების "გაჩუმებული" ნაწილი
როგორ იღებს კონტროლს საკუთარ ხელში და სიტყვებით და გამოსახულებით
ახდენს ცვლილებას საკუთარი ვინაობის გამჟღავნების გარეშეც.
მათ შეუძლიათ აირჩიონ ხმა, გამოსახულება და უშუალოდ
გააკონტროლონ ტექნიკა და კომპიუტერები.
პირადი ისტორიები სხვადასხვა გზით შეიძლება მოგროვდეს და გავრცელდეს.
ვიდეოებმა შეიძლება ასახოს ადამიანის ისტორია ისე, რომ
ამან შემდეგ ცვლილებები გამოიწვიოს.
ჩვენ ვმუშაობდით ჯგუფთან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
სადაც 5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა კონფლიქტის შედეგად.
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ბავშვი-ჯარისკაცების გამოყენება იყო.
ეს ჯგუფი ცდილობდა მოენახა გზა და დაეფიქრებინა საზოგადოება,
იმაზე, თუ რატომ უშვებენ თავიანთ შვილებს ჯარისკაცებად.
და მათ გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ვიდეო, რომლითაც
საზოგადოებაში დებატებს წამოიწყებდნენ.
მათ სხვადასხვა დასახლებებში აჩვენეს ვიდეო
მთელ აღმოსავლეთ კონგოში, რათა დისკუსია წამოეწყოთ.
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფიქრობდნენ არა მხოლოდ
იმაზე, თუ რა იყო პრობლემა, არამედ იმაზეც, ვინ იყო აუდიტორია
რა ჰქონდათ მიზნად დასახული და რა ამბავი უნდა მოეთხროთ.
მათ წარმატებას მიაღწიეს და ადამიანები დააფიქრეს ამ პრობლემაზე
და მიხვდნენ, რომ კამპანიამ წინ წაიწია.
ამიტომ ახალი ტაქტიკა უნდა აერჩიათ.
იმ დროისათვის ჰააგის სასამართლო პირველ პროცესებზე ფიქრობდა.
და მათ დასვეს კითხვა, როგორ მიექციათ სასამართლოს ყურადღება ამ საკითხისადმი.
ეს სრულიად განსხვავებული აუდიტორია იყო.
მათ გააკეთეს ვიდეო, რომელმაც მართლაც მოიტანა სათქმელი
იმ ბავშვებისა, რომლებიც ძალით აქციეს ჯარისკაცებად
მასალა სასამართლოსთვის საჩვენებლად მოაგროვეს.
და განსხვავებული ისტორია აირჩიეს.
ეს არ იყო ღია ამბავი, უფრო მიზანმიმართული იყო
რომელიც აუდიტორიას პირდაპირ მიმართავდა:
"უნდა მოახდინოთ ამაზე რეაგირება, რადგან ეს არის ომის დანაშაული...
...დანაშაული კაცობრიობის წინაშე."
ჩემთვის ეს ნათელი მაგალითია იმ ძალისა, რომელიც აქვს პირად ისტორიებს,
ლოკალურად, ახლოს მყოფი ადამიანების მიერ შეკრებილ ამბებს, რომელიც
შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა აუდიტორიებზე გავლენის მოსახდენად
სხვადასხვა დროს და მართლა მოიტანოს ცვლილება.
ცნობილია, რომ ბლოგები შლის საზღვრებს
პირად და საჯარო დიალოგს შორის
ეს მათ თხრობის ეფექტურ ხელსაწყოდ აქცევს.
ერთობლივი ბლოგი, Blank Noise
საშუალებას აძლევს ადამიანებს ჩაერთონ დისკუსიაში
ინდოეთში სექსუალური ძალადობის შესახებ.
ისინი იწვევენ ბლოგერებს გამოცდილების გასაზიარებლად
სექსუალური ძალადობის შესახებ.
იმ წელს, როცა მე მივიღე მონაწილეობა ერთობლივ ბლოგში,
გვთხოვეს, ამაზე გვესაუბრა, თითქოს ჩვენ დიდი გმირები ვყოფილიყავით.
ანუ ძალიან საინტერესო მიდგომაა სექსუალური ძალადობის მიმართ.
ეს არ არის მშრალი ანგარიში, არ არის ტირილი, ჭკვიანურად გაკეთებულია.
საუკეთესო გზაა გახადო კითხვადი სხვადასხვა აუდიტორიების მიერ
ბლოგები კარგი ინსტრუმენტია ინფო-აქტივიზმისთვის
რადგან ბლოგებზე ამბებს ყვები.
ბლოგებს ძალიან პირადული ხასიათი აქვს და ადვილია
ადამინებისთვის საკუთარი ხედვის ბლოგში ჩვენება.
მართვაც ძალიან ადვილია, დღიურის წერასავითაა.
საკითხებზე სასაუბროდ ადვილად ხელმისაწვდომი საწერი და საკითხავი გზაა.
ინფო-აქტივიზმში ჩართული ბლოგები ძირითადად ბლოგების
მომხმარებელთა მხარდაჭერით მუშაობს.
ისინი ერთიანდებიან კონკრეტული პრობლემის გარშემო
და გარკვეული დროის განმავლობაში წერენ ამ პრობლემის შესახებ.
ბლოგები, დოკუმენტური ვიდეო და ონლაინ-ისტორიები
არის პირადი ისტორიების გამოყენების სამი გზა
რომლითაც ადამიანების გამოცდილება სხვადასხვა აუდიტორიას შეიძლება მივაწვდინოთ
და მივაღწიოთ ცვლილებას.
კარგი ხუმრობა შორს და ფართოდ ვრცელდება
და შეიძლება ძლიერი ინსტრუმენტი იყოს, განსაკუთრებით, როცა მას
ძალაუფალთა გასაკრიტიკებლად ვიყენებთ ისეთ გარემოში,
სადაც პირდაპირი კრიტიკა შეუძლებელია.
ეგვიპტეში, სადაც აქტივისტები ცდილობდნენ ხალხის მობილიზაციას
მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ
უამრავი მასალა მოვიდა პრაქტიკულად უცნობი
ახალგაზრდა ინტერნეტ-მომხმარებლებისგან
და ეს იყო იუმორისტული სურათები, რომელზეც
პრეზიდენტის სახე ჩასმული იყო სხვადასხვა ფილმის პოსტერებში
ცნობილი ბოროტმოქმედების, ბანდიტების და ქურდების
ორგანიზებული დანაშაულის წევრების ადგილას
და ამით აკეთებდნენ განაცხადს არსებული მდგომარეობის შესახებ.
ძალიან მოკლე დროში
იუმორის მუდმივად გამოყენების შედეგად
პრეზიდენტის გარშემო არსებული ძალის მთელი მითი
სრულიად დაინგრა და ის უკვე აღიქმებოდა როგორც
მოხუცი, რომელიც
საკუთარი როლიდან ვეღარ გამოდის და თან ძალიან ცუდად ასრულებს მას.
ეს იქცა ერთგვარ ნარატიული პლატფორმად,
რომელზეც დაფუძნდა რეალური მოძრაობა
დემოკრატიული რეფორმისა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.
ადამიანები არა მხოლოდ იცინიან კარგ ხუმრობაზე.
ყოფილხართ კარაოკე-ბარში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად?
ტაილანდში სექს-მუშაკების აზიისა და წყნარი ოკეანიის ქსელი
სერიოზულ თემებზე ცოდნის ასამაღლებლად კარაოკეს იყენებს
ცნობილი სიმღერების ტექსტები და ვიდეოკლიპები
გადაკეთებულია და სექს-მუშაკების უფლებებს ეხება.
ჭკვიანური ტაქტიკაა პოპულარული მუსიკის გამოყენება
სექს-მუშაკებისა და მათ მხარდამჭერთა შესახებ ინფორმაციის გადმოსაცემად
და დასაფიქრებლად, თუ რატომ არის ასეთი კანონი და პოლიტიკა
სექს-მუშაკების მიმართ და ასევე ცვლილებისთვის მოსაწოდებლად.
მე ვიდეო-კარაოკეს ვიყენებ, რადგან აზიაში
ადამიანებს უყვართ სიმღერა და თან გამოსახულების ყურება
ვიდეო-კარაოკე აზიაში მართლაც ძალიან პოპულარულია.
ადვილია მისით ადამიანების მოზიდვა.
ამიტომაც მომივიდა აზრად სიმღერების ტექსტების შეცვლა
ამით გაადვილდა მესიჯის გადაცემა სექს-მუშაკების და ტრაფიკინგის წინააღმდეგ
მიმართული კანონებისა და პოლიტიკის შესახებ.
აზიისა და წყნარი ოკეანიის ქსელის სექს-მუშაკებისთვის
კარაოკე საერთო ენაა, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ
სხვა საერთო სასაუბრო ენა.
ამ ჯფუფის კარაოკე-ვიდეოებმა მთელი რეგიონი მოიარა
აჩვენებდნენ წვეულებებზე, წარმოდგენებზე და ათასობით ადამიანის წინაშე
მაგალიტად, აივ/შიდსის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ერთ-ერთი ვიდეო 10,000-ჯერ იყო ნანახი ონლაინ
YouTube-სა და Blip.tv-ზე.
კიდევ ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება გამოიყენოთ იუმორი
არის დაბადების დღის საჩუქარი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის
მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ ინტერნეტი მეტად ანარქიულია
და გადაწყვიტა შეზღუდვების დაწესება ონლაინ-ინფორმაციაზე.
აქტივისტები ონლაინ-კამპანიით გამოეხმაურნენ, რომლითაც უნდოდათ დაეცინათ
როგორც თვითონ უწოდებდნენ, მთავრობის მიერ კონტროლირებული მედიისთვის.
იუმორი პირველი ნაბიჯია ტაბუს
და შიშების მსხვრევის გზაზე.
ადამიანების გაცინებით ისეთ სახიფათო თემებზე
როგორიცაა დიქტატურა, რეპრესია, ცენზურა
ამ შიშების წინააღმდეგ პრინციპში პირველი იარაღია
რამდენიმე წლის წინ ბელარუსში ძალიან სახალისო კამპანია მოეწყო.
სახელად "მიეცი ლუკაშენკოს თავისი ქსელი"
მანამდე ლუკაშენკომ განცხადებაში ინტერნეტს ბრალი დასდო
ბელარუსის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში
და თქვა, რომ "იქ ბევრი ტყუილი წერია".
ბელარუსელმა აქტივისტებმა YouTube-ისა და Live Journal-ის კლონები გააკეთეს
და ზედ თავისი, ძალიან სასაცილო ვიდეოები
და კიდევ ლუკაშენკოს კარიკატურები დადეს.
ამ ინსტრუმენტებს ადვილად ამოიცნობენ ინტერნეტ-მომხმარებლები
და მათი შინაარსის შეცვლა რაიმე
პოლიტიკურით და შემდეგ მისი
იუმორისტულ ჭრილში გამოყენება, სახალისოს
და საინტერესოს ხდის პოლიტიკურ პრობლემებზე საუბარს.
ადამიანების გაცინება შეიძლება მეტად ეფექტური გზა იყოს
ბარიერების დანგრევის და დადებითი სოციალური ცვლილებისთვის.
ვებსაიტები, კარაოკე-ვიდეო კლიპები და ფილმების პოსტერები
მხოლოდ სამი გზაა სერიოზული მესიჯის
მსუბუქად და ეფექტურად გადმოსაცემად.
ხანდახან ინფო-აქტივიზმის დროს გამორჩებათ ხოლმე
ჯანსაღი ქსელებისა და კავშირების შენარჩუნების მნიშვნელოვნება.
ციფრულ ერაში ქსელები ძალაა
და მათი სრულად გამოყენება დაგეგმვას და დროს მოითხოვს.
ყველა არაკომერციული საქმიანობა და კამპანია
ძირითადად ადამიანების გარშემო ტრიალებს.
და როდესაც ამას ტექნიკურ ენაზე გადათარგმნით
ადამიანები კონტაქტებს ნიშნავს.
არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ორგანიზაციები, ჯგუფები,
და მათ შორის უერთიერთკავშირები.
ეს ყველაფერი არის ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ
გამოიყენოთ, რომ მოიზიდოთ სხვადასხვა აუდიტორია
და მოიზიდოთ თქვენი სამიზნე ჯგუფები.
მე ვმონაწილეობ პროექტში სახელად CiviCRM
ეს არის თავისუფალი ღია კოდის პროგრამა
რომელიც საგანგებოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაიწერა.
იგი ასეთი ორგანიზაციების შემოთავაზებების გათვალისწინებით გაკეთდა
და ჩემი აზრით არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია
კონტაქტების შესახებ ინფორმაციის სამართავად.
FrontlineSMS კიდევ ერთი პროგრამაა
რომელიც ასევე მიზანმიმართული ქსელური კომუნიკაციისთვის გამოიყენება
ამჯერად SMS-ის მეშვეობით.
კონტაქტების მართვა, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციული თვალსაზრისით
მაგრამ იმ ადამიანის მხრიდან თუ შევხედავთ, ვისთანაც თქვენ გაქვთ კავშირი
უკანასკნელი, რაც მათ სურთ მიიღონ, არის მესიჯი ან ინფორმაცია თემაზე
რომელიც მათ არ აწუხებთ, არ აინტერესებთ და არც ეხებათ.
თუ თქვენ რამდენიმე კამპანიას აწარმოებთ
ნამდვილად არ გენდომებათ მესიჯების არასწორ ჯგუფებთან დაგზავნა.
შეიძლება, საჭირო იყოს გაუგზავნოთ
მესიჯი მხოლოდ კონკრეტულ ადგილას მცხოვრებ ქალთა ჯგუფს
ან კონკრეტულ რეგიონში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს.
თუ სწორად არ ანაწილებთ კატეგორიებში თქვენს კონტაქტებს
მაშინ მათ თავს გადატვირთავთ ინფორმაციით, რომელიც არ უნდათ.
ეს არამარტო ვნებს თქვენი კამპანიის თუ პროექტის ეფექტურობას,
არამედ უკმაყოფილებას იწვევს ადამიანებში და უკუეფექტი აქვს.
კარგი მაგალითია, როგორ იქნა FrontlineSMS გამოყენებული
მიზანმიმართული კომუნიკაციისა და მესიჯის გავრცელებისთვის
სამიზნე აუდიტორიაში აზიაში ცუნამის შემდგომი გარდაქმნების შესახებ
"მერსი კორის" პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა კომუნიკაციას
და სპეციფიური ინფორმაციის გავრცელებას რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფში.
FrontlineSMS-ის მეშვეობით მათ დააჯგუფეს კონტაქტები სხვადასხვა კატეგორიებად
მაგალითად, ფერმერებად, რომლებსაც აინტერესებდათ სხვადასხვა ბაზარზე ყავის ფასები
სამინისტროებად, რომელთაც უნდოდათ ინფორმაცია სხვადასხვა ბაზრებზე ფასების შესახებ
იმ ადამიანებად, ვისაც ამინდის პროგნოზი აინტერესებდათ.
FrontlineSMS-ის მეშვეობით დაჯგუფების თუ პროგრამის სხვა ფუნქციების მეშვეობით
მათ შეეძლოთ კონტაქტების რამდენიმე ჯგუფში ჩასმა
ადამიანების ინტერესების შესაბამისად და შეეძლოთ პირდაპირ ამ ჯგუფებისთვის მიმართვა
SMS-ებით საბაზრო ფასების, ამინდის პროგნოზის თუ სხვა საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.
თუ გინდათ ინფო-აქტივიზმის პროცესში კონტაქტების მართვა
ამას სისტემურად უნდა მიუდგეთ
უნდა ეცადოთ ინფორმაციის შეგროვების ინტეგრირებას თითქმის ყველა დონეზე
ცოტა ხანში მიხვდებით, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს!
თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ იხილავთ წარმოუდგენელ ეფექტს
სხვადასხვა კავშირების, ტენდენციების დანახვის თვალსაზრისით.
პრინციპში ხელთ გაქვთ მძლავრი ინსტრუმენტი იმის გასარკვევად,
თუ რა ხდება თქვენს გარშემო, რაც თქვენი მიზნების მისაღწევად სერიოზული ცოდნაა.
მონაცემთა ბაზები, კონტაქტების მართვისა და ჯგუფური SMS-ების დაგზავნის პროგრამა
სამი ინსტრუმენტია, რომლითაც შეგიძლიათ კონტაქტების მართვა
ჯანსაღი და პროდუქტიული კავშირების შენარჩუნება
იმ ადამიანებთან, ვინც თქვენს ინტერესებს იზიარებს.
ზოგჯერ პრობლემა მეტად კომპლექსურია.
შეიძლება ეხებოდეს საკითხს, რომელიც დიდი დროის განმავლობაში ვითადრებოდა
ან შეიძლება ბევრ სხვადასხვა ადამიანს და მოვლენას ეხებოდეს.
იმისთვის, რომ საკითხი გასაგები გახადოთ
უნდა გაარკვიოთ უკვე რა ინფორმაცია არსებობს
და გაქვთ თუ არა მისი კანონიერად მოპოვების უფლება.
ყოველ წელს ჩვენი უმრავლესობა მთავრობას გადასახადებს უხდის
და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვირჩევთ წარმომადგენლებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას
ჩვენ მათ ფულს და ძალაუფლებას ვაბარებთ
და გვაქვს უფლება, ვიცოდეთ როგორ იხარჯება ეს ფული
და როგორ გამოიყენება ეს ძალაუფლება.
მსოფლიოს 82-ზე მეტ ქვეყანაში
ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და თავისუფლების შესახებ კანონები
აძლევს მოქალაქეებს უფლებას, დაუსვან მთავრობას კითხვები და მოითხოვონ პასუხი.
საერთაშორისო სტანდარტები ცხადად ამბობს
რომ ინფორმაციის მოპოვების პროცედურები უნდა იყოს მარტივი, სწრაფი და უფასო.
ძირითადად ასეც არის.
ქვეყნების უმრავლესობაში ინფორმაციის მოთხოვნა უფასოა.
შესაბამისად, ბევრი მაგალითი გვაქვს მსოფლიოდან, სადაც
ხალხი კითხვას უსვამს მთავრობას
იღებს ინფორმაციას და მის საფუძველზე მართავს საჯარო განხილვას, რომ ცვლილებებს მიაღწიოს.
Farmsubsidy.org ლობირებას უწევს
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ფერმებში სამთავრობო სუბსიდიების
შესახებ ევროკავშირში.
მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას
შეეძლოს გამოიკვლიოს როგორ იხარჯება მილიონობით ევრო
რომელიც ფერმების სუბსიდირებას ხმარდება.
ჩვენი Farmsubsidy.org-ის კამპანია, თუ წარმატებას აღწევს,
შედეგად ზღვა ინფორმაცია მოგვდის.
ძალიან ძნელია გადაწყვეტა, რა ინფორმაციას უნდა მიაპყრო მედიის ყურადღება
უზარმაზარი მონაცემები გაქვს
და ცდილობ, მოძებნო ხალხისთვის მიწოდების გზები
ერთი ყველაზე კარგი გზაა, მათთვის რელევანტური გახადო
იმ ადგილისთვის, სადაც ცხოვრობენ.
ამის მიღწევის საუკეთესო გზა რუკის გამოყენებაა
Google რუკებზე მონაცემების დატანა საკმაოდ ადვილია და უფასო
ასე გავაკეთეთ შვედეთისთვის
სადაც ძალიან ზუსტი კოორდინატები და მონაცემები გვქონდა
და შევძელით გვეჩვენებინა შვედეთში ფერმების შვიდი წლის სუბსიდიები
მხოლოდ ერთ Google-ის რუკაზე, სადაც ხალხს შეეძლო
თავიანთი რეგიონის გადიდებით, სად მიდის თანხები
და ეს მართლაც რელევანტურს ხდიდა ინფორმაციას მთთვის, რაც უკეთესია,
ვიდრე მოსაწყენი ვრცელი სიის ყურება ფურცელზე.
მაგრამ მთავრობისგან ინფორმაციის მოპოვება ყოველთვის ადვილი არაა,
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ინფორმაციის თავისუფლება.
სამი წელი დამჭირდა ბრიტანეთის მთავრობისგან სუბსიდირებულ ფერმერთა შესახებ მონაცემების მოსაპოვებლად
და ბოლომდე ჯერ კიდევ არ მაქვს ინფორმაცია.
ამიტომ მზად უნდა იყოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის
და პასუხმა "არა" არ დაგაკმაყოფილოთ
უნდა გამოიყენოთ ყველა შესაძლო ტაქტიკა, იქნება ეს კანონიერი უფლება
თუ პოლიტიკური ზეწოლა
რომელიც თქვენი საქმიანი კონტაქტების მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს
ან თუნდაც მედია
თქვენ უნდა გაზარდოთ ზეწოლა
და გამოიყენოთ თქვენი მოქალაქეობრივი უფლებები.
ერთ შემთხვევაში ტექნოლოგიების სპეციალისტებმა და უფლებათა დამცველებმა
ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვეს
მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
ინფორმაცია სულ სხვადასხვა ფორმით მოგროვდა
და ამოცანა იყო მისი გასაგებად დალაგება იმ ფართო აუდიტორიისთვის,
რომელსაც შემდეგ რეაგირება უნდა მოეხდინა.
პროექტი, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, ეხებოდა
Goggle Earth-ში დარფურის კრიზისის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას.
დაახლოებით თორმეტამდე ადამიანი ვიყავით ჯგუფში
რომელიც ამერიკის ჰოლოკოსტის მუზეუმის ინიციატივით შეიკრიბა.
მათ უნდოდათ, შთამბეჭდავი ფორმით
მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დარფურში.
ჩვენ მართლაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ Google Earth-ის შესაძლებლობები.
გვქონდა უამრავი ინფორმაცია - ცხრილები, ფოტოები, ვიდეო
და თვითონ Google Earth-ის ძირითადი შრეები, რაც
განახლებულ სატელიტურ გამოსახულებას წარმოადგენდა
და ხშირად აჩვენებდა დარფურში სოფელს, რომელიც უკვე განადგურებული იყო
ექვსი თვე ვმუშაობდით ამ მონაცემებზე იმისთვის, რომ
ყოველმხრივ წარმოგვეჩინა არსებული სიტუაცია
და შეგვძლებოდა ძლიერი მესიჯის მიწოდება.
Google-მა და მედიამ გააშუქა ეს პროექტი
და ათასობით, ალბათ ასი ათასობითაც კი ადამიანმა
ნახა ეს შრეები და ამან მნიშვნელოვნად გაზარდა არსებული პრობლემების შესახებ ცოდნა.
ჩვენ ასევე შევთავაზეთ ადამიანებს კამპანიაში ჩართვის პირდაპირი საშუალებები.
მაგალითად ამ შრეებიდან ლინკით შეგეძლო პეტიციაზე გადასვლა და ხელმოწერა
და კიდევ უფრო სერიოზულად ჩართვა კამპანიაში.
არ არის ყოველთვის ადვილი ამოცანა ინფორმაციაზე საკუთარი უფლების გამოყენება
და შემდეგ ამ ინფორმაციის სწორად მიწოდება, რომ საზოგადოება მოიზიდო.
მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ტაქტიკაა ინფო-აქტივიზმში.
სიმტკიცეს თუ გამოიჩენთ, სანაცვლოდ
ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამთ თქვენი მიზნების მისაღწევად.
არც ისე დიდი ხნის წინ დიდი რაოდენობის ადამიანებს შორის თანამშრომლობა მოცემულ დროში
რთული იყო, თუ ისინი ფიზიკურად ერთ ადგილას არ შეიკრიბებოდნენ.
ახალმა ტექნოლოგიებმა ეს სირთულე მოხსნა.
ახლა ჩვენ ვხედავთ ინოვაციურ მაგალითებს იმისა, რასაც გუნდურად კეთებას ვეძახით
გუნდურად კეთება ნიშნავს, როდესაც ადამიანების გამოცდილება და ცოდნა
ერთად იყრის თავს რომ მიაღწიოს ჯგუფურ ეფექტს,
რომელიც უფრო მასშტაბურია, ვიდრე ინდივიდუალურად მოქმედებისას.
2008 წელს მუმბაის აფეთქებების დროს
ასეთი გუნდი შეიქმნა Twitter-ზე
მიკრობლოგინგის საიტზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთმანეთის განახლებები ნახონ და გაგზავნონ
ინტერნეტისა და მობილურის მეშვეობით
როდესაც მუმბაიში ტეროტისტული თავდასხმები ხდებოდა
ბევრი ჩვენგანი სწორედ იქ იმყოფებოდა
და ჩვენ ჩვენი ემოციების გამოხატვა,
ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბარი
ტელევიზიით ნანახზე კომენტირება დავიწყეთ Twitter-ზე.
ჩვენ ვფიქრობდით, "როგორ უნდა მოვიქცეთ?"
სახლებში მარტოდ ვგრძნობდით თავს და გარეთ გამოსვლა არ შეგვეძლო
და ამის გაზიარებამ მარტოობის განცდა გადაგვალახინა და ჯგუფში ნაკლები სიბრაზე იყო
ჩვენ შევძელით თავდასხმების ადგილას მყოფ ადამიანებთან დაკავშირება
და მათგან ინფორმაციის გავრცელება.
მაგალითად, გვყავდა ადამიანები, რომლებიც საავადმყოფოებში დადიოდნენ
და აგროვებდნენ დაჭრილების და დაღუპულების სიებს
ეს მონაცემები არსად არ ქვეყნდებოდა, ჩვენ კი ფაქსით გვიგზავნიდნენ
ვათავსებდით Twitter-ზე ლინკებს, რომლებიც შესაბამის ბლოგზე განთავსებულ მონაცემებზე გადაჰყავდა მნახველი.
ზოგ შემთხვევაში ეს ეხებოდა საჭირო სისხლის მიწოდებას
იმ საავადმყოფოში, რომელიც ითხოვდა სისხლს.
ჩვენ ვსაუბრობთ უკვე არსებული აუდიტორიის სპონტანურ მობილიზაციაზე
იმ მრავალი კავშირისა და ქსელის მეშვეობით, რომელსაც იძენ
ინტერნეტში საკუთარი ანაბეჭდების დატოვებასთან ერთად.
კიდევ ერთი, რაც მიკრობლოგინგის, ფაქტიურად, ჯადოსნობაა,
არის ის, რომ ეს ყველაფერი ერთად გროვდება
და ამით ძლიერდება და იზრდება
ჩვეულებრივი მაუწყებლობის მექანიზმია.
ეს დაგვეხმარა, რომ წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღება მიგვეპყრო
რამაც დაადასტურა რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მობილიზაცია
მიმდინარე მოვლენების ცოდნის გარშემო.
როგორც მუმბაის ტერაქტებმა აჩვენა, მობილურმა ტელეფონმა
კრიზისის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა.
მადაგასკარში მობილურები კომპიუტერულ პროგრამასთან ერთად გამოიყენეს
და მოქალაქეებს მისცეს საშუალება, მიეწერათ მიმდინარე მოვლენების შესახებ
როდესაც ანტი-სამთავრობო გამოსვლებს ძალადობა მოყვა.
კომპიუტერული პროგრამის, FrontlineSMS-ის მეშვეობით
ტექსტური შეტყობინებები მიიღებოდა და იგზავნებოდა
მადაგასკარში მობილური ქსელების უამრავ აბონენტთა მიერ
Ushahidi-ს მეშვეობით კი მათი მესიჯები რუკაზე აისახებოდა.
2009 წელს, მადაგასკარში არეულობების დროს
სადაც, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დემონსტრანტი მოკლეს ჯარისკაცებმა
აშკარა იყო, რომ შეიძლებოდა მოგვეგროვებინა
ინფორმაცია და ამბები უშუალო მონაწილეებისგან
რომლებიც თავის თავზე იღებდნენ დარტყმას და დემონსტრანტებს შორის იყვნენ
და რომელთაც უშუალოდ ეხებოდა მომხდარი.
ტექნოლოგიების მეშვეობით შეგიძლიათ ადამიანთა კოლექტიური სათქმელის გადმოცემა
მათ შეუძლიათ გამოგზავნონ ინფორმაცია SMS-ით ან იმეილით
შეავსონ ონლაინ-ფორმა. თქვენ შეგიძლიათ ყველა ეს ინფორმაცია შეაჯეროთ
მეინსტრიმ არხებით მომავალ ინფორმაციასთან და ამ ყველა გზის გამოყენებით
მიიღებთ გაცილებით ცხად სურათს მიმდინარე მოვლენების შესახებ.
Ushahidi არის პლატფორმა, რომელმაც გამოიყენა FrontlineSMS, რომ
ადამიანებს შეძლებოდათ SMS-ით ინფორმაციის გაგზავნა
მობილური ტელეფონის მეშვეობით ან შეეძლოთ იმეილის გაგზავნა
ან ვებსაიტზე ფორმის შევსება.
მოხერხებულობისა და სისწრაფის გამო ადამიანები უპირატესობას SMS-ს ანიჭებენ
და FrontlineSMS აგროვებდა ამ მესიჯებს
რომლებიც შემდეგ Ushahidi-ს საიტზე ქვეყნდებოდა
და შემდეგ იქიდან ჯერდებოდა სხვა შემოსულ ინფორმაციასთან, რომელიც
მედია საშუალებებიდან და სხვა წყაროებიდან მოდიოდა და ასე თავსდებოდა რუკაზე
და ცხადად აჩვენებდა სად მდებარეობდა ცხელი წერტილები
ასევე გაცილებით ფართოდ წარმოაჩინა მიმდინარე მოვლენები
ქვეყანში, რაც სხვაგვარად არ გამოჩნდებოდა.
როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, ონლაინ-პლატფორმებთან დაკავშირებული მობილური ტელეფონი
შეიძლება ცოდნის და გამოცდილების შეჯერების ძლიერი საშუალება იყოს
იმისთვის, რომ სრულად და დროულად გადმოვცეთ მოვლენების განვითარება.
ტექნოლოგია, რომელსაც მოსმენა შეუძლია, პასუხსაც იძლევა
ინდივიდუალურ საინფორმაციო საჭიროებებზე
ამის მაგალითია "ინფონეტის" ბიუჯეტის მონიტორინგის პლატფორმა
რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს უფასო SMS-ით გამოითხოვონ ინფორმაცია
მათ რაიონში განვითარების პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ
მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ სოციალური მონიტორინგის ჯგუფებს მიმართონ
და გაარკვიონ, რამდენად სწორად იხარჯება ეს თანხები.
ჩვენ გავაკეთეთ სისტემა, რომელიც იყენებს მოკლეკოდიან SMS-ებს
და მივეცით ხალხს საშუალება მოეთხოვათ ინფორმაცია თანხებზე,
რომელიც მათ რაიონში განკუთვნილი პროექტებისთვის იყო გამოყოფილი.
ეს ორმხრიცი პროცესია, რადგან ისინი მოთხოვნით მიმართავენ სისტემას
და ამასთან ერთად სისტემას ინფორმაციით ამარაგებენ.
"ინფონეტის" ბიუჯეტის მონიტორინგის პლატფორმამ არასწორი ხარჯვის შემთხვევები აღმოაჩინა.
ამ ინფორმაციის მედიისა და მთავრობისათვის მიწოდებით
"ინფონეტმა" შეძლო დარწმუნებულიყო, რომ კორუფციის შემთხვევებზე რეაგირება მოხდა
და, შესაბამისად, მოქალაქეთა მცდელობებიც დაფასდა.
ბოლო პერიოდში ტექნოლოგიების უნარი, მოისმინოს და
უპასუხოს ადამიანების საჭიროებებს, გაიზარდა.
ტელეფონი იყო ინსტრუმენტი,რომელიც კონტროლირდებოდა
სატელეკომუნიკაციო მონოპოლიების მიერ
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი
გარდაქმნა მოხდა სატელეფონო ტექნოლოგიაში რაც ინტერნეტ-ტელეფონიას უკავშირდება.
ახლა შეგიძლიათ საკუთარი სატელეფონო კომპანია გქონდეთ ღია კოდის პროგრამის მეშვეობით.
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყოველგვარი სატელეფონო ცენტრები და
ინტერაქტიული ხმოვანი მენიუები და ათასი რამ შექმნათ
თქვენს საკუთარ სატელეფონო სიტემაზე ან პირად კომპიუტერზე
ბევრმა აქტივისტთა ჯგუფმა გააკეთა შემომავალი ზარების ხაზი.
საკუთარი სატელეფონო სისტემის გამოყენებით ზიმბაბვეში "კუბატანამ"
გააკეთა პლატფორმა, რომელიც მოქლაქეებს
SMS-ის მეშვეობით სშუალებას აძლევდა, გაეგოთ, სად მიეცათ ხმა არჩევნების დროს.
ზიმბაბვეში გასული შვიდი თუ მეტი წლის მანძილზე არაერთხელ ჩატარდა არჩევნები
მთავრობა ყოველთვის ცდილობდა გართულებას იმისა
თუ სად შეიძლებოდა მიეცათ ხმა ადამიანებს ან სად დარეგისტრირებულიყვნენ.
ერთ-ერთი, რაც გავაკეთეთ, დავეხმარეთ ადამიანებს იმ ადგილის პოვნაში, სადაც შეეძლოთ მიეცათ ხმა
სხვა ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც მოახერხა
ამომრჩეველთა სიების მონაცემთა ბაზაში მოქცევა.
ადამიანები SMS-ით გვწერდნენ თავიანთ ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს
რომელსაც ვადარებდით მონაცემთა ბაზას და ისევ SMS-ით ვუგზავნიდით
პასუხს მისამართით, სად მიეცათ ხმა.
ეს ძალიან საინტერესო კამმპანია იყო და ბევრისთვის სასარგებლოც
მიუხედავად იმისა, რომ "კუბატანას" ამ სისტემით ათასობით ადამიანი სარგებლობდა
გამოცდილებამ აჩვენა, რომ წერა-კითხვის უცოდინრობა და სხვადასხვა სასაუბრო ენა
ხელს უშლიდა ადამიანებს SMS-მომსახურების გამოყენებაში.
ამის საპასუხოდ "კუბატანა" ახლა "Freedom Fone"-ს აკეთებს
სისტემა რომელიც ტექსტის ნაცვლად, ხმის ამოცნობას შეძლებს
რომ ადამიანებს ინფორმაცია მიაწოდოს.
Freedom Fone პროექტი ისე იქმნება, რომ ნებისმიერ ჯგუფს
შეეძლება აიღოს ეს პროგრამა და საკუთარ სისტემაზე გაუშვას
და უბრალოდ შეცვალოს მენიუები იმ ინფორმაციიდან გამომდინარე
რომელსაც ხალხს შესთავაზებენ.
Freedom Fone იგებს ვინ დარეკა და სატელეფონო სისტემა დამრეკავს უკავშირდება
ხოლო ორგანიზაცია იხდის ზარის საფასურს.
არის ინსტრუმენტი, რომელიც, ვფიქრობ შემუშავებისას გამორჩენილია
ეს არის ინტერაქტიული ხმოვანი მოპასუხე.
ჩვენ გვჯერა, რომ თუ ამ სისტემას არასამთავრობოებისთვის ადვილად მოსახმარს გავხდით
ვნახავთ, რომ ხალხი უფრო მეტად ჩაერთვება საზოგადოების ცხოვრებაში
სატელეფონო საინფორმაციო მომსახურებით, რაც ღარიბი ადამიანისთვის
ინტერნეტის ეკვივალენტი იქნება, რადგან შეეძლება დარეკოს ტელეფონზე, როცა ინფორმაცია დასჭირდება.
ისეთი ტექნოლოგიების შექმნა, რომელთაც მოსმენა და სწრაფად პასუხი შეუძლიათ
კარგი გზაა ინფორმაციული ვაკუუმის დასარღვევად
და ინფორმაციის ნაკადის გასაუმჯობესებლად.
როდესაც კორუფციას და უფლებათა დარღვევას
ეწევიან ისინი, ვის ხელშიც არის ძალაუფლება
მთავრობები, მსხვილი კომპანიები, პოლიცია ან არმია
ზოგჯერ აუცილებელია, გამოიძიოთ და გამოააშკარაოთ
რა ხდება გარშემო.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდა
ეგვიპტის პოლიციის სისასტიკის შესახებ
მედიასაშუალებებს თითქოს არ უნდოდათ ამის გაშუქება.
დაშავებული მოქალაქეებისთვის ხელშეწყობის მიზნით
ჟურნალისტმა ნოჰა ატეფმა დაიწყო ბლოგი სახელად "წამება ეგვიპტეში"
რომლის ყველა პოსტი ეგვიპტეში წამებას და მსგავს დანაშაულს
და პოლიციისა და მოქალაქეების ურთიერთობას ეხება.
"წამება ეგვიპტეში" მაშინ დაიწყო, როდესაც
წამების ფაქტებზე არავინ ამახვილებდა ყურადღებას.
მსგავსი დანაშაული იშვიათად თუ იყო ნახსენები ტელევიზიით
სრულებით არ იყო საინტერესო წამყვანი მედიისთვის
ბლოგმა "წამება ეგვიპტეში" სააშკარაოზე გამოიტანა იგი
და ამან ინტერნეტ-მომხმარებლებს, განსაკუთრებით, ბლოგერებს გაუჩინა სურვილი,
წამებაზე და თავიანთ შეხედულებებზე დაეწყოთ წერა
იმიტომ, რომ ის, რასაც კითხულობდნენ
ამ ბლოგში, მართლაც თავზარდამცემი იყო.
ეგვიპტეში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოაშკარავებით ამ ბლოგზე
ნოჰამ რამდენჯერმე სერიოზული უსამართლობის გამოსწორება მოახერხა.
2007 წელს ნოჰას ერთმა ქალმა უამბო თავისი ქმრის შესახებ,
რომელიც 14 წელი პატიმრობაში ჰყავდათ
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იგი უდანაშაულოდ სცნო
იმ შემთხვევაში, რისთვისაც დააკავეს
სასამართლომ თქვა, რომ დამნაშავე არ იყო
მაგრამ პოლიციელმა, კონკრეტულმა პოლიციელმა პატიმრობაში დატოვა
და სულ ანახლებდა დოკუმენტებს, რომ არ გამოეშვა
ამაზე ბევრჯერ დავწერე
და სულ თვალს ვადევნებდი.
ნოჰას სტატია ეგვიპტის წამყვან მედია-საშუალებებში მოხვდა
ნოჰას მისწერა იმ პოლიციელმა, რომლის გამოც ხდებოდა ეს ყველაფერი,
და ძალიან უკმაყოფილო იყო საზოგადოების ყურადღებით საკუთარი პერსონის მიმართ.
ცოტა ხნის შემდეგ დაკავებული ციხიდან გამოუშვეს
რაც 14 წლით ადრე უნდა მომხდარიყო
კიდევ ერთი სერიოზული გამოძიება ჩატარდა ტუნისში
ტუნისის თვითმფრინავის ვიდეოს ისტორია მაშინ დაიწყო,
როცა ჩემი მეგობარი, ტუნისელი აქტივისტი და ბლოგერი
ინტერნეტში ტუნისთან დაკავშირებული თვითმფრინავების ფოტოებს ეძებდა
და ტუნისის პრეზიდენტის თვითმფრინავის ფოტოები იპოვა
ვებსაიტზე, სადაც ადამიანები თვითმფრინავების იმ ფოტოებს დებენ, რომლებიც აეროპორტებში გადაიღეს
მან ძებნა განაგრძო და კიდევ 20 ფოტო იპოვა
იგივე საპრეზიდენტო თვითმფრინავისა, თუმცა, ევროპის სხვადასხვა აეროპორტებში
მერე ტუნისის პრეზიდენტის ვებსაიტზე შევიდა
და აიღო პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტების სია
შეადარა იგი ფოტოების თარიღებსა და ადგილებს
და პრეზიდენტის თვითმფრინავის ფოტოს თარიღებს და ადგილებს ევროპაში
მან აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ერთი ვიზიტი იყო ოფიციალური
და კითხვა, რომელიც მას გაუჩნდა, იყო
ვინ სარგებლობს ტუნისის პრეზიდენტის თვითმფრინავით და რისთვის?
შემდეგ გააკეთა ვიდეო
Google Earth-ის და ფოტოების შეჯერებით, სადაც
იმ აეროპორტებში ინაცვლებდა
სადაც თვითმფრინავი იქნა შემჩნეული.
მან ვიდეო YouTube-ზე გამოაქვეყნა
და ტუნისის ბლოგოსფერო მოიზიდა, რომ ესაუბრათ
გამჭვირვალობისა და თანამდებობით ბოროტად სარგებლობის საკითხებზე
დიდმა წამყვანმა მედიამ, მაგალითად Foreign Policy Magazine
გამოაქვეყნა სტატია და გამოიძია ამბავი
და თქვა, რომ თვითმფრინავით ტუნისის პირველი ლედი სარგებლობდა
ევროპის მაღაზიებში საყიდლებზე სასიარულოდ.
იმ ინტერესის შედეგად, რაც ამ ვიდეომ მიიღო,
ტუნისის მთავრობამ დაბლოკა YouTube
და კიდევ ერთი პოპულარული ვიდეო-საიტი Dailymotion.
მიუხედავად ამისა, ეს ისტორია, ისევე, როგორც '"წამება ეგვიპტეში" ბლოგი
გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ინტერნეტის გამოყენება
როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოსაძიებლად
ასევე სიმართლის გასავრცელებლად.
რამდენადაც ციფრული ინსტრუმენტები იაფდება და ფართოდ ვრცელდება,
და ადვილი მოსახმარი ხდება
ამდენადვე იზრდება ჩვენი შესაძლებლობა, მოვიძიოთ, გავაანალიზოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია
ახალი ტექნოლოგიებისა და კრეატიული აზროვნების შერწყმით
საზოგადოებას და უფლებათა დამცველებს შეუძლიათ აქციონ ინფორმაცია
ძლიერ მოქმედებად, რომელიც იცავს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებებს.
Tactical Tech უფლებათა დამცველებთან მუშაობს
ათწლეულზე მეტია და ეხმარება მათ ინფორმაციის ადვოკატირებისთვის გამოყენებაში.
ამ ფილმში ჩვენ შევკრიბეთ ადამიანის უფლებათა დამცველების ისტორიები
და გაჩვენეთ 10 ტაქტიკა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ
რათა აქციოთ ინფორმაცია ცვლილებისკენ მამოძრავებელ ძალად
თუ გინდათ რომელიმე ტაქტიკის გამოყენება
ჩვენი სახელმძღვანელოები დაგეხმარებათ
გაარკვიოთ, როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა საშუალებები
და მოგაწვდით საჭირო პროგრამებს და ინსტრუმენტებს.
მერე მოიფიქრეთ, როგორ მოგვითხრობდით თქვენი ინფო-აქტივიზმის შესახებ
და როდესაც ამას გააკეთებთ, მოგვიყევით
რომ ეს ამბავი სხვებსაც გავუზიაროთ.
ჩვენ ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ.
და მასთან ერთად ჩვენ ყველანი ვიძენთ ძალას
მივაღწიოთ ცვლილებებს.
განახლებების სანახავად იხილეთ: http://www.informationactivism.org