Tip:
Highlight text to annotate it
X
ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას დავუკავშირდეთ მეგობრებს,
დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გამოვთქვათ აზრი ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის შესახებ, გლობალური მასშტაბით.
ეს შემთხვევითობა არ არის.
ინტერნეტის არქიტექტურა სწორედ ღია, შეუზღუდავი კომუნიკაციის შედეგად წარმოიქმნა
მეცნიერებისა და ინჟინრების საერთაშორისო საზოგადოებაში,
მთავრობის ზეწოლის გარეშე.
მაგრამ ახლა, მთავრობების მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ორგანიზაცია თამაშის წესებს ცვლის,
რათა გახდეს ცენტრი, სადაც ინტერნეტის მომავალი განისაზღვრება.
ამ ორგანიზაციის სახელია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU).
დეკემბერში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან
რათა ამ კავშირს მანდატი განუვრცონ და მისცენ უფრო მეტი ძალაუფლება.
ამ კავშირს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში.
რატომ? იმიტომ რომ:
არავის მფლობელობაში ინტერნეტს.
ეს არის დამოუკიდებელი ქსელების საერთაშორისო კავშირი.
ძირეული სტანდარტი, რამაც ინტერნეტის შექმნა გახადა შესაძლებელი იყო ღია, შეუზღუდავი ონლაინ კომუნიკაცია,
და არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის ან კომპანიის ინტერესები.
რა ხდება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის შემთხვევაში?
პირველი, ეს კავშირი თავისი სტრუქტურით მოძველებული ორგანიზაციაა. ის უფრო დიდი ხნის წინ შეიქმნა, ვიდრე კომპაქტ-დისკები ან ტელეფონი,
ტელეგრაფისა და მორზეს ანბანის პერიოდში.
1865 წელს როდესაც კავშირი შეიქმნა, მას საერთაშორისო სატელეგრაფო კავშირი ერქვა.
ინტერნეტისაგან განსხვავებით, ეს ორგანიზაცია ღია და გახსნილი კომუნიკაციის შედეგად არ იმართება,
არამედ მთავრობების მიერ, რომელთაც ხმის უფლება აქვთ.
მაგრამ ხმის მიცემა დახურულ კარს მიღმა ხდება!
თუ მთვარობები ამ ორგანიზაციას უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემენ გადაწყვიტოს ინტერნეტის მომავალი,
მივიღებთ, მოძველებულ, მთავრობებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას,
რომელიც ჩაანაცვლებს ინტერნეტის ეგალიტარულ სტრუქტურას,
სტრუქტურას, რომელმაც გახადა ასეთი (ღია) ინტერნეტი შესაძლებელი.
და ეს მხოლოდ ნაწილია პრობლემების.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი არ არის გამჭვირვალე ორგანიზაცია.
დოკუმენტები ახალი გეგმებისა და რეგულაციების შესახებ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის და მხოლოდ "ერთი ხმა - ერთ წევრზე" პრინციპით ხდება გადაწვეტილების მიღება.
რეალურად, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ჩვენი ინტერნეტის შესახებ, ყოველგვარი განხილვის გარეშე
და მხოლოდ მაშინ გვაცნობენ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
რას განიხილავს ეს ორგანიზაცია დეკემბერში?
იმ განაცხადების მიხედვით, რომლებიც ფარულად გახდა ცნობილი
იგეგმება ვრცლად განისაზღვროს რა შემთხვევებშია მართებული ინტერნეტის კავშირის შეწყვეტა,
მაგალითად, ზოგადად საერთაშორისო ადამიანის უფლებების ნორმების დარღვევის გამო;
ეს მთავრობებს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს, აკონტროლონ ინტერნეტ კავშირი;
იგეგმება, განისაზღვროს რა არის სპამი (არასაჭირო ინფორმაცია), მაგრამ იმდენად ზოგადად, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის დაბლოკვა,
იქნება ეს კნუტების ფოტოები თუ ადამიანის უფლებებათა დამცველთა დემონსტრაციის კადრები.
ასევე, იგეგმება ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შესახებ ახალი წესის ამოქმედდება
რის შედეგადაც, შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების ინტერნეტ მომხმარებლებისათვის გაკრვეული ინფორმაცია დაიბლოკოს, თუ ისინი საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ.
ყველაზე საშიში ამ პროცესში, სწორედ იმ ქვეყნების აქტიურობაა
რომლებსაც არაერთხელ განუხორციელებიათ ინტერნეტზე აგრესიული ცენზურა.
მაგალითად, რუსეთი, სადაც ანტისამთავრობო ვიდეოს გავრცელებას YouTube-ზე, შესაძლოა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოყვეს.
ჩინეთი, სადაც სოციალური მედიის ძირითადი საიტები ხელმიუწვდომელია.
ირანი, სადაც მცდელობაა შეიქმნას ნაციონალური ინტერნეტი და ელექტროული ფოსტის კავშირი.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს დადებითი გავლენაც ჰქონია ინტერნეტის განვითარებაზე, მაგალითად
ხელი შეუწყო მსოფლიო სატელეკომუნკაციო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირის გაყვანას.
ინტერნეტის არსებული მმართველობის ფორმა სრულყოფილი არ არის,
მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვს.
ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, მაგრამ
მანამდე უნდა შევინარჩუნოთ ინტერნეტის ძირეული, ღია და გახსნილი არქიტეტურა,
რომელმაც შექმნა სწორედ ასეთი ინტერნეტი.
დეკემბერში ჩვენი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან რათა გადაწყვიტონ ინტერნეტის მომავალი.
ახლა, ჩვენზე, ყველა ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებელზეა დამოკიდებული
რომ დავიცვათ ღია და თავისუფალი ინტერნეტი.
თუ ყველა ის ადამიანი ვინც ამ ვიდეოს ნახავს, დაუკავშირდება საკუთარი ქვეყნის წამომადგენელს, ჯერ კიდევ შეგვეძლება გავლენა ვიქონიოთ.
გააზიარე ეს ვიდეო,
იხილე ოფიციალური გვერდი
ან დაუკავშირდი პირდაპირ შენი ქვეყნის წამომადგენელს!
გამოვიყენოთ ინტერნეტის გლობალური სისტემა, მისივე გადასარჩენად.
გახადე შენი ხელისუფლება ანგარიშვალდებული ინტერნეტის მომავალზე.