Tip:
Highlight text to annotate it
X
თქვენ თუ გაქვთ ასეთი ნივთები?
მე ცოტა არ იყოს შეპყრობილი ვარ ჩემი ნივთით.
სინამდვილეში მე შეპყრობილი ვარ ყველა ჩემი ნივთით.
ოდესმე დაინტერესებულხართ საიდან მოდის ყველა ნივთი, რომლებსაც ვყიდულობთ
და სად მიდიან ისინი, როდესაც ვაგდებთ მათ?
სულ მაინტერესებდა ეს ასე რომ მოვიძიე ინფორმაცია ამის შესახებ.
და სახელმძღვანლოში წავიკითხე, რომ ნივთები მოძრაობენ სისტემაში
მოპოვებიდან წარმოებამდე, მოწოდებამდე, მოხმარებამდე, გადაგდებამდე.
ყველაფერ ამას ერთად ეწოდება მატერიალური ეკონომიკა. ასე რომ, მე უფრო მეტად ჩავიხედე ამ საკითხში.
სინამდვილეში, მე 10 წელი გავატარე მოგზაურობაში მსოფლიოს გარშემო,
თვალყურს ვადევნებდი საიდან მოდიან ჩვენი ნივთები და სად მიდიან.
და იცით რა გავარკვიე? ეს არ არის სრული ამბავი.
ამ განმარტებაში ძალიან ბევრი რამაა გამოტოვებული.
ერთი შეხედვით, ეს სისტემა კარგად გამოიყურება. არ არის პრობლემა.
მაგრამ სინამდვილეში სისტემა კრიზისშია.
და მისი კრიზისისში ყოფნის მიზეზი მის სწორხაზოვნებაშია
და ჩვენ ვცხოვრობთ ზღვარდადებულ პლანეტაზე
და ზღვარდადებულ პლანეტაზე არ შეიძლება სწორხაზოვანი სისიტემის მუშაობა დაუსრულებლად/უსასრულოდ
ამ გზაზე გადადგული ყოველი ნაბიჯისას, ეს სისტემა ურთიერთქმედებაში შედის რეალურ სამყაროსთან.
რეალური ცხოვრება არ ხდება სუფთა, თეთრ ფურცელზე.
ის ურთიერთქმედებაში შედის საზოგადოებებთან, კულტურასთან, ეკონომიკასთან, გარემოსთან.
და მთელი გზის განმავლობაში, ჩვენ ვეჯახებით ზღვარს
შეზღუდვებს ჩვენ ვერ ვხედავთ აქ, რადგან ეს დიაგრამა არ არის დასრულებული/სრული.
მოდით თავიდან გავიაროთ ყველაფერი, შევავსოთ სიცარიელეები და ვნახოთ რა არის გამოტოვებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის გამოტოვებული, ეს არის ხალხი, დიახ ხალხი.
ხალხი ცხოვრობს და მუშაობს ამ სისტემაში.
და ზოგიერთი ადამიანი ამ სისტემაში ცოტა მეტს ნიშნავს, ვიდრე დანარჩენები;
ზოგიერთი უფრო მეტი უფლება აქვს. ვინ არიან ესენი?
მოდით დავიწყოთ მთვარობით.
ახლა ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ მთავრობის სიმბოლოდ უნდა გამოვიყენო ტანკი
და ბევრ ქვეყანაში ეს სიმართლეა და მზარდი ტენდენციით ჩვენს საკუთარშიც
ფედერალური გადასახადების 50%-ზე მეტიხომ სამხედროში მიდის
მაგრამ მთავრობის სიმბოლოდ მე ვიყენებ პიროვნებას
რადგან მე მჯერა შეხედულების და ღირებულებების, რომ მთავრობა უნდა იყოს
სახალხო, ხალხისმიერი, ხალხისთვის.
მთავრობის საქმეა ყურადღება მოგვაქციოს და იზრუნოს ჩვენზე. ეს მათი საქმეა.
ამის შემდეგ მოდის კორპორაციები.
ახლა, მიზეზი, თუ რატომ გამოყურება კორპორაცია უფრო დიდად ვიდრე მთავრობა
არის ის, რომ კორპორაცია უფრო დიდია ვიდრე მთავრობა.
ამჭამად მსოფლიოს 100 უდიდესი ეკონიმიკიდან 51 არის კორპორაცია.
კორპორაციები იზრდება და ძლიერდება, ხოლო მთავრობაში ძალიან მცირე ცვლილებებეს ვხედავთ
ისინი უფრო მეტად ზრუნავენ იმაზე, რომ
ყველაფერი მუშაობს მათთვის და არა ჩვენთვის.
მოდით ვნახოთ კიდევ რა არის გამოტოვებული ამ სურათზე
დავიწყოთ მოპოვებით.
ეს იგივეა, რაც ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია
და იგივეა, თან შელამაზებულად, რაც პლანეტის დანაგვიანება.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვჭრით ხეებს, ვაფეთქებთ მთებს, რომ მოვიპოვოთ მათში არსებული მეტალები,
ჩვენ მოვიხმართ მთელ წყალს და ვანადგურებთ ცხოველებს.
და აი ჩვენც მივადექით ჩვენს პირველ შეზღუდვას.
ჩვენ გვითავდება რესურსები. ჩვენ მოვიხმართ ძალიან ბვერ ნივთს.
მე ვიცი, რომ ძნელია ამის მოსმენა, მაგრამ ეს არის სიმართლე, რომელსაც ჩვენ თავლი უნდა გავუსწოროთ.
მხოლოდ გასული სამი ათწლეულის განმავლობაში,
მოხმარებული იქნა პლანეტის ბუნებრივი რესურსების ერთ-მესამედი. გაქრა.
ჩვენ ვჭრით და მოვიპოვებთ და გადაგვაქვს და ვანაგვიანებთ ადგილს ძალიან სწრაფად
რითაც ძირს ვუთხრით პლანეტის შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა იცხოვრონ აქ.
სადაც მე ვცხოვრობ, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ ბუნებრივი ტყეების 4%-ზე ნაკლები გვაქვს დარჩენილი.
უკვე წყლის ორმოცი პროცენტი სასმელად უვარგისია.
მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ჩვენ ვიყენებთ ძალიან ბევრ ნივთს,
მაგრამ ჩვენ ვიყენებთ იმაზე მეტს ვიდრე გვეკუთვნის. ჩვენთანნ ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 5%
მაგრამ მოვიხმართ მსოფლიო რესურსების 30%-ს და ვქმნით მსოფლიოს ნარჩენების 30%-ს.
ყველამ აშშ-ს დონეზე მოიხმაროს რესურსები, დაგვჭირდება 3-დან 5 პლანეტამდე.
და იცით რა? ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს.
ამგვარად, ამ შეზღუდვის პასუხად ჩემი ქვეყანა უბრალოდ მიდის და იღებს სხვისას!
ეს არის მესამე სამყარო, რომელიც - როგორც ზოგიერთები ამბობენ -
არის სხვა სიტყვა, ჩვენი ნივთების აღსანიშნავად, რომლებიც რაღაცნაირად მოხვდნენ ვიღაცის მიწაზე.
და რას გავს ყოველივე? იგივეს: პლანეტის დაბიძურებას.
გლობალური სათევზაო რესურსის 75%-ის გამოყენება ხდება ზღვარზე ან მის მიღმა.
პლანეტის ბუნებრივი ტყეების 80% აღარ არსებობს.
მხოლოდ ამაზონიის ტყეებში ყოველი ერთი წუთის განმავლობაში ვკარგავთ 2000 ხეს.
ეს არის შვიდი საფეხბურთო მოედანი წუთში.
და რა ემართება იმ ხალხს, ვინც აქ ცხოვრობს?
და მართლაც. ამ ადამიანების აზრით, ისინი არ არიან ამ რესურსების მფლობელები
მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალი თაობების მანძილზე ცხოვრობენ აქ,
და ისინი არ ყიდულობენ უამრავ ნივთს. და ამ სისტემაში,
თუ არ გაქვს ან არ ყიდულობ უამრავ ნივთს, არაფერი არ ღირხარ.
ამის შემდეგ, მასალა გადადის „წარმოებაში" და იქ ჩვენ ვიყენებთ ენერგას
ვურევთ ტოქსიკურ ქიმიკატებს ბუნებრივ რესურსებსში ტოქსიკურად დაბინძურებული პროდუქტის მისაღებად.
არსებობს 100 000-ზე მეტი სინთეტიკური/ხელოვნური ქიმიკატი, რომელიც გამოიყენება კომერციაში.
მხოლოდ რამოდენიმე მათგანი არის შემოწმებულ ჯამნრთელობისათვის უვნებლობაზე.
და არცერთი მათგანის კომბინირებული ზემოქმედება ჯანმრთელობაზე არ არის შემოწმებული
ეს ნიშნავს, რომ ისინი ურთიერთქმედებენ ყველა სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან, რომლებთანაც ჩვენ ყოველდრიურად გვაქვს შეხება
ამგვარად, ჩვენ არ ვიცი სრულად ჯანმრთელობასა და გარემოზე ამ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შესახებ.
მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ: ტოქსიკური ნივთიერებები არის ყველგან.
სანამ ჩვენ განვაგრძობთ ტოქსიკური ნივთიერებების ინდუსტრიული წარმოების სისტემებში გამოყენებას,
ჩვენ განვაგრძობთ ტოქსიკური ნივთიერებების მიღებას იმ ნივთებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს
საკუთარ სახლებში, სამსახურებში, სკოლებში. და, რა თქმა უნდა, ჩვენს ორგანიზმში.
ასეთებია, მაგალითად ბრომირებული ცეცხლის შემაკავებელი ნაერთები.
ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნივთების ცეცხლგამძლეობას. მაგრამ ეს ნივთიერებები სუპერ-ტოქსიკურია.
მასში არის ნერვული ტოქსინი - რაც ნიშნავს ტვინის მოწამვლას. რას ვაკეთებთ, მაშინ როდესაც ვიყენებთ ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, როგორიც ეს არის?
ჯერ-ჯერობით ჩვენ ვიყენებთ მათ კომპიუტერის, მოწყობილობების, სავარძლების, მატრასების, და ზოგიერთი ბალიშის დასამზადებლადაც კი.
სიმანდვილეში, ჩვენ ვიღებთ საკუთარ ბალიშს, ვჟღინთავთ/ვაჯერებთ ნერვული ტოქსინით
და შემდეგ მოგვაქვს სახლში და ვდებთ ზედ თავს, 8 საათის განმავლობაში, როცა გვძინავს.
არ ვიცი, მაგრამ მეჩვენება, რომ ამხელა პოტენციალის მქონე ქვეყანაში,
შეგვიძლია მოვიფიქროთ უკეთესი გზა/საშუალება, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავები ცეცხლის მოკიდებისგან ღამით.
ახლა ტოქსიკური ნივთიერებებმა შეაღწია საკვების ჯაჭვში და დაგროვდა ჩვენს სხეულში/ორგანიზმში.
იცით თუ არა, რა საკვებია ამ ჯაჭვში პირველ ადგილზე
უმაღლესი დონის მრავალი ტოქსიკური დამაბინძურებლით? ეს არის დედის რძე.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატარა წევრები - ჩვენი ბავშვები
იღებენ ცხოვრებაში ტოქსიკური ნივთიერებების ყველაზე დიდ დოზას საკუთარი დედისგან.
არ არის ეს აღმაშფოთებელი დანაშაული?
დედის რძით კვება უნდა იყოს ადამიანის აღზრდის ყველაზე ფუნდამენტალური აქტი;
ის უნდა იყოს წმინდა და უსაფრთხო. დღეს-დღეობით დედის რძით კვება კვლავ რჩება საუკეთესო საშუალებად
და დედებმა აუცილებლად უნდა კვებონ ბავშვები საკუთარი რძით, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი. მათ უნდა დაიცვან საკუთარი შვილები.
მე ვფიქრობდი, რომ ზრუნავდნენ ჩვენზე. და რა თქმა უნდა,
ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად იღებენ ამ ტოქსიკურ ქიმიკატებს
არიან ქარხნის მუშები, რომელთა უმეტესობასაც წარმოადგენენ რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალები
ისინი მუშაობენ რეპროდუქციულ ტოქსიკურ ნივთიერებებთან, კანცეროგენებთან და ა.შ.
ახლა გეკითხებით თქვენ, რომელი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალი
იმუშავებს რეპროდუქციული ტოქსიკური ნივთიერებებისაგან დაუცველ სამუშაოზე,
გარდა, იმ ქალისა, რომელსაც არ გააჩნია სხვა არჩევანი? და ეს არის ამ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე „მშვენიერი" მხარე?
ადგილობრივი გარემოს და ეკონიმიკის დაშლა/ეროზია
უზრუნველყოფს მუდმივ „მარაგს" ისეთი ხალხისა, რომელთაც სხვა არჩევანი არ გააჩნიათ.
მსოფლიო მასშტაბით დღეში 200 000 ადამიანი ტოვებს იმ გარემოს
სადაც ისინი თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ,
საცხოვრებლად გადადიან ქალაქებში, უმეტესობა ცხოვრობს მიწურებში, ეძებენ სამუშაოს, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად მომწამვლელი იქნება ის მათთვის.
ამგვარად, თქვენ ხედავთ, ამ სისტემას ეწირება არა მხოლოდ რესურსები
არამედ ხალხიც. მთელი საზოგადოება ეწირება მას.
დიახ, ტოქსიკური ნივთიერებები არის ყველგან
უამრავი ტოქსიკური ნივთიერება გამოდის ქარხნიდან პროდუქციასთან ერთად,
მაგრამ უფრო მეტი გამოდის ნარჩენების, ან დაბინძურების სახით. და ხდება ძლიერი დაბინძურება.
აშშ-ში წარმოება აღიარებს, რომ წელიწადში ახდენს 4 მილიარდ გირვანქაზე მეტი ტოქსიკური ნივთიერებების გაფრქვევას გარემოში
და ციფრი სავარაუდოდ გაცილებით მეტია, რადგან ისინი მხოლოდ ამ რაოდენობას აღიარებენ.
ეს არის კიდევ ერთი შეზღუდვა რადგან, ფუუ
ვის უნდა უყუროს ან ისუნთქოს 4 მილიარდი გირვანქა ტოქსიკური ნივთიერებები წელიწადში? ასე რომ, რას აკეთებენ ისინი?
გააქვთ ბინძური ქარხნები სხვა ქვეყნებში და აბინძურებენ სხვების მიწას!
მაგრამ ჰოი საკვირველებავ, დაბინძურებული ჰაერი ქარის მასების მეშევეობით გვიბრუნდება უკან.
რა ხდება მას შემდეგ რაც ყველა ეს რესურსი გადაიქცევა პროდუქტად?
ისინი გადმოაქვთ აქ, დისტრიბუციისთვის.
დღესდღეობით დისტრიბუცია ნიშნავს „ყგველა ამ ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ნაგვის გაყიდვას რაც შეიძლება სწრაფად."
მიზანია ფასების დაწევა, მყიდველის შენარჩუნება დ ინვენტარის ცირკულაციის შენარჩუნება.
როგორ წევენ ისინი ფასებს დაბლა? ისინი არ უხდიან მაღაზიის თანამშრომლებს ბევრს
და შეძლებისდაგვარად ამცირებენ ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს. ყოველივე ეს აისახება ღირებულებაზე.
რაც ნიშნავს, რომ ნივთების რეალური ღირებულება არ აისახება ფასში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვიხდით იმ ნივთების საფასურს, რომლებსაც ვყიდულობთ.
ამას წინათ ვფიქრობდი ამის შესახებ.
დავდიოდი ფეხით და მომინდა ინფორმაციის მოსმენა
ამგვარად შევედი „რადიო შეკში" (Radio Shack) რადიოს საყიდლად.
მე ვნახე მშვენიერი პატარა, მწვანე რადიო 4 დოლარად და 99 ცენტად.
ვიდექი რიგში და ვფიქრობდი
როგორ შეიძლება $4.99 იყოს
ამ რადიოს დამზადების და ჩემამდე მოტანის ფასი? მეტალი სავარაუდოდ მოიპოვეს სამხრეთ აფრიკაში,
საწვავი სავარაუდოდ - ერაყში, პლასტმასი სავარაუდოდ აწარმოეს ჩინეთში,
და შეიძლება ის ააწყო 15 წლის მუშამ მაკილადორაში, მექსიკა.
$4.99-ით ვერ გადაიხდი იმ თაროს ადგილის ქირას, რომელსაც ეს რადიო იკავებდა ყიდვამდე,
რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანის ხელფასზე, რომელიც დამეხჯარა მის შერჩევაში
ან იმ რამოდენიმე საზღვაო ხომალდზე და სატვირთო მანქანაზე, რომლითან მოხდა ამ რადიოს ტრანსპორტირება.
და ასე მივხვდი, რომ მე არ ვიხდი რადიოს ფასს. მაგრამ ვინ იხდის?
გადაიხადა იმ ხალხმა მათი ბუნებრივი რესურსების დაკარგვით.
იმ ხალხმა - სუფთა ჰაერის დაკარგვით და ასთმისა და კიბოს მაჩვენებლების ზრდით.
კონგოში მცხოვრებმა ბავშვებმა საკუთარი მომავლით - კონგოს ზოგიერთ ნაწილში ბავშვების 30%-ს
უწევს სწავლის მიტოვება, რომ მოიპოვოს კოლტანი,
რომელიც ჩვენ იაფფასიანი და ერთჯერადი ელექტრო საქონელისთვის გვჭირდება
ამ ხალხს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების დაფარვაც თვითონ უწევთ.
ამ სისტემაში ხალხს შეაქვს საკუთარი წვლილი, რომ, მე შევძლო ამ რადიოს $4.99 -ად ყიდვა.
და არცერთი მათგანი არ აისახება საბუღალტრო ჩანაწერებში.
ეს არის, რასაც მე ვგულისხმობ კომპანიის მეპატრონეების მიერ პროდუქტის ნამდვილი ღირებულების ექსტერნალიზაციაში.
და ამას მივყავართ მოხმარების ოქროს ისრამდე.
ეს არის სისტემის გული, ძრავა რომელიც ამუშავებს მას.
ამ ისრის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს გახდა უმთავრესი პრიორიტეტი ორივესთვის.
ამიტომ იყო, რომ 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა შოკირებული იყო,
და პრეზიდენტ ბუშს შეეძლო შემოეთავაზებინა ნებისმიერი გამართლებული ქმედება:
გლოვა, ლოცვა, იმედი. არა. მან ურჩია საყიდლებზე წასვლა. საყიდლებზე წასვლა?!
ჩვენ გავხდის მომხმარებელი ერი. ჩვენი პირველადი იდენტობა გახდა მომხმარებლობა.
არა დედობა, მასწავლებლობა, ფერმერობა, მხოლოდ მომხმარებლობა.
უმთავრესი საშუალება, რითაც იზომება ჩვენი ფასეულობები და ხდება მათი დემონსტრირება
არის თუ რა წვლილი შეგვაქვს ჩვენ ამ ისარში, რამდენს მოვიხმართ. და ჩვენც ვაკეთებთ!
ჩვენ ვყიდულობთ, ვყიდულობთ და ვყიდულობთ. ვაგრძელებთ მასალების დინებას, და ისინიც მიედინებიან!
გამოცანით ამ სისტემაში გადინებული მასალის რამდენი პროცენტი რჩება წარმოებაში ან გამოყენებაში გაყიდვის თარიღიდან 6 თვის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში?
ორმოცდაათი პროცენტი? ოცი? არა. ერთი პროცენტი. ერთი! სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ამ ნივთების 99 პროცენტი, რომელიც
ჩვენ მოვიყვანეთ, მოვიპოვეთ, დავამუშავეთ, გადავზიდეთ - ამ სისტემაში გამავალი ნივთების 99 პროცენტი
6 თვის შემდეგ არის ნაგავი. როგორ უნდა „ვამუშავოთ" პლანეტა
ამდენი მასალის გახარჯვის ფონზე? ეს ყოველთვის ასე არ იყო.
აშშ-ს საშუალო მომხმარებელი ამჟამად მოიხმარს ორჯერ მეტს ვიდრე 50 წლის წინ.
შეეკითხეთ თქვენს ბებიას. მის ახალგაზრდობაში დაფასებული იყო დასუფთავება და რესურსების სიუხვე და დაზოგვა.
როგორ მოხდა ყოველივე ეს? ეს უბრალოდ ასე კი არ მოხდა. ეს ასე იყო ჩაფიქრებული.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე, კორპორაციის მმართველებმა მოფიქრეს თუ როგორ გაეზარდათ ეკონომიკა.
საცალო გაყიდვების ანალიტიკოსმა ვიქტორ ლებოუმ ჩამოაყალიბა ეს გადაწყვეტილება,
რომელიც ნორმა გახდა მთელი სისტემისთვის.
მან თქვა: „ჩვენი უზომოდ ნაყოფიერი ეკონომიკა მოითხოვს, რომ მოხმარება ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების წესად,
საქონლის ყიდვა და მოხმარება ვაქციოთ რიტუალად, და ვიპოვოთ სულიერი კმაყოფილება,
ვიპოვოთ პიროვნული კმაყოფილება მოხმარებაში.
ჩვენ უნდა მოვიხმაროთ საგნები, გადავწვათ, ჩავანაცვლოთ და გადავაგდოთ დაქჩარებული ტემპებით."
პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ეკონომიკური მრჩეველების საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა,
რომ „ამერიკული ეკონომიკის საბოლოო მიზანია მეტი სამომხმარებლო საქონლის წარმოება"
მეტი სამომხმარებლო საქონლის წარმოება?
ჩვენი საბოლოო მიზანი? არა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ან განათლება, ან უსაფრთხო მგზავრობა
ან მდგრადი განვითარება ან სამართლიანობა? სამომხმარებლო საქონელი?
როგორ გვაიძულეს ჩვენ ამ პროგრამის „გემბანზე" ასვლა ასეთი ენთუზიაზმით?
ამგავრად, ორი ყველაზე ეფექტური სტრატეგია არის დაგეგმილი ცვეთა/მწყობრიდან გამოსვლა და აღქმული ცვეთა/მწყობრიდან გამოსვლა
დაგეგმილი ცვეთა/მწყობრიდან გამოსვლის სინონიმია „შექმნილია ნაგავსაყრელისთვის."
ეს ნიშნავს, რომ რეალურად ისინი ისე ამზადებენ ნივთებს, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გახდნენ გამოუსადეგარი
რომ ჩვენ გადავაგდოთ და ვიყიდოთ ახალი.
ეს ცხადად ჩანს ისეთ საგნებზე როგორიცაა პოლიეთილენის პაკეტები და ყავის ჭიქები, მაგრან არსებობს უფრო დიდი ნივთებიც:
იატაკის ჯაგრისები, ვიდეო კამერები, ასევე ბარბექიუს მოწყობილობები, ყველაფერი! კომპიუტერებიც კი.
დაკვირვებული ხართ თუ არა, როდესავ ყიდულობთ კომპიუტერს,
ტექნოლოგია იმდენად სწრაფარ იცვლება, რომ სულ რამოდენიმე წელიწადში,
ის აფერხებს კომუნიკაცია? მე დავინტერესდი ამით
და გავხსენი დიდი კოპიუტერი, რომ მენახა რა იყო შიგნით. და აღმოვაჩინე
ერთი ნაწილი, რომელიც იცვლება ყოველ წელს - არის კუთხეში დამაგრებული პატარა დეტალი.
მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ შეცვალოთ ეს ნაწილი, რადგან ყოველი ახალი ვერსია ფორმით განსხვავებულია,
ასე, რომ უნდა გადააგთოთ მთლიანად და იყიდოთ ახალი.
მე ვკითხულობდი 1950 წლის ინდუსტრიული დიზაინის ჟურნალს როდესაც დაგეგმილი ცვეთა/მწყობრიდან გამოსვლა
ნამდვილად მოდაში იყო. ეს დიზაინერები ისე ღიად საუბრობენ ამის შესახებ.
სინამდვილეში ისინი განიხილავენ, თუ როგორ გააკეთონ ისე, რომ ნივთები სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,
ისე, რომ მომხმარებელს დარჩეს საკმარისი რწმენა პროდუქტის მიმართ
იმისათის, რომ წავიდეს და იყიდოს ახალი. ეს იყო ხელოვნურად გამოწვეული.
მაგრამ ნივთები ვერ გაფუჭდება საკმარისად სწრაფად, რომ ეს ისარი „წყლის ზედაპირზე" ამყოფოს,
მაგრამ აქვე არის „აღქმული ცვეთა/მწყობრიდან გამოსვლა"
აღქმული ცვეთა/მწყობრიდან გამოსვლა გვარწმუნებს გადავაგდოთ ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოსადეგია.
როგორ აკეთებენ ამას? მოკლედ, ისინი ცვლიან მათ გარეგნობას.
ასე, რომ თუ თქვენ იყიდეთ ნივთი რამოდენიმე წლის წინ,
ყველა გეტყვით, რომ თქვენ არ შეგიტანიათ საკუთარი წვლილი ამ ისრის მიმართ
და სანამ ჩვენ ჩვენი ღირებულების დემონსტრირებას ვახდენთ ისრის მიმართ წვლილის შეტანით, ეს გვაგდებს უხერხულობაში
მაგალითად მე მიდგას იგივე უზარმაზარი, თეთრი მონიტორი
ჩემს სამუშაო მაგიდაზე უკვე 5 წელია. ჩემმა თანამშრომელმა ახლახანს იყიდა ახალი კომპიუტერი.
მას აქვს ბრტყელი, მბზინავი, პრიალა მონიტორი.
ის უხდება მის კომპიუტერს, უხდება მის ტელეფონს, კალმების ჩასალაგებელსაც კი.
ისე გამოიყურება თითქოს მართავს საჰაერო ხომალდს და მე,
თითქოს სარეცხის მანქანა მედგას მაგიდაზე.
მოდა არის ამის კიდევ ერთი უმთავრესი მაგალითი. დაინტერესებულხართ, რატომ იცვლება ქალის ფეხსაცმლის ქუსლები
წლიდან წლამდე მსხვილიდან წვრილზე? ეს არ ხდება იმ მიზეზის გამო, თუ
რომელი ქუსლის სტრუქტურა უფრო ჯანმრთელია ქალის ფეხისთვის. ეს ხდება იმიტომ, რომ მსხვილ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება
წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმლის წელიწადში აჩვენებს ყველას, რომ თქვენ არ შეგიტანიათ თქვენი წვლილი ისრის ზრდაში
თქვენ არ ხართ ისეთივე ღირებული, როგორც თქვენს გვერდზე მდგომი პიროვნება, რომელიც წვრილქუსლიან ფეხსაცმლს ატარებს
ან ეს არის რამე რეკლამა. რაც გვიბიძგებს ახალი ფეხსაცმლის ყიდვისკენ.
ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს რეკლამა, და ზოგადად მედია საშუალებები.
თითოეული ჩვენთაგანი აშშ-ში დღეში 3,000 რეკლამაზე მეტის სამიზნე ხდება.
თითოეულ ჩვენთაგანი წელიწადში ნახულობს იმდენ რეკლამას, რამდენიც 50 წლის წინ ცხოვრების მანძილზე არ ქონდა ნანახი ადამიანს.
და თუ დაუფიქრდებით, რა არის ამ რეკლამის მიზანი, თუ არა ის,რომ ვიყოთ უკმაყოფილოები იმით რაც გვაქვს?
დღეში 3,000-ჯერ გვეუბნებიან რომ უვარგისი თმა გვაქვს, უავარგისი კანი გვაქვს,
არ ვარგა ჩვენი ტანსაცმელი, უვარგისია ჩვენი ავეჯი, მანქანა, ჩვენც არ ვვარგივართ
მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება თუ უბრალოდ წავალთ საყიდლებზე.
მედია ასევე ეხმარება ყოველივე ამის დაფარვაში, და
მატერიალური ეკონომიკის ერთადეთ ნაწილს, რასაც ვხედავთ, არის საყიდლები.
მოპოვება, წარმოება და გადაგდება ხდება ჩვენი მხედველობის არის მიღმა.
ამგვარად აშშ-ში ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ნივთი ვიდრე გვქონია ოდესმე.
მაგრამ გამოკითხვები გვაჩვენებს, რომ ჩვენი ეროვნული ბედნიერება სინამდვილეში იკლებს.
ჩვენმა ეროვნულმა ბედნიერებამ თავის პიკს 1950-იანებში მიაღწია - ზუსტად მაშინ, როდესაც იფეთქა ამ სამომხმარებლო მანიამ.
ჰმმმ. საინტერესო დამთხვევაა.
ვფიქრობ, ვიცი რატომაც. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ნივთი,
მაგრამ უფრო ნაკლები დრო, იმისათვს რაც ნამდვილად გვაბედნიერებს:
მეგობრები, ოჯახი, თავისუფალი დრო. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე მეტს ვიდრე ოდესმე.
ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე ნაკლები თავისუფალი დრო, ვიდრე ფეოდალური წყობის დროს ჰქონდათ ადამიანებს.
და იცით რა არის ის ძირითადი ორი აქტივობა
რასაც ვაკეთებთ ჩვენი დასვენების მწირი დროის განმავლობაში?
ვუყურებთ ტელევიზორს და დავდივართ მაღაზიებში.
აშშ-ში ჩვენ 3-4 ჯერ მეტ დროს ვხარჯავთ საყიდლებზე
ვიდრე ჩვენი მოძმეები ევროპაში. ჩვენ ვართ სასაცილო სიტუაციაში.
ჩვენ მივდივართ სამსახურში, შესაძლოა ორ ადგილასაც კი ვმუშაობდეთ და ჩვენ ვბრუნდებით სახლში ძალაგამოცლილები
ჩვენ „ვეცემით" ახალ სავარძელზე და ვუყურებთ ტელევიზორს და რეკლამა გვეუბნება, რომ „არ ვვარგივართ"
ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ სავაჭრო ცენტრში რამის საყიდლად, რათა თავი უკეთესად ვიგრძნოთ, და ამის შემდეგ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ
რომ გადავიხადოთ ახლადნაყიდი ნივთის საფასური. ასე რომ, ბრუნდები სახლში და უფრო მეტად დაღლილი ხარ
ჯდები და უფრო მეტ ხანს უყურებ ტელევიზორს და ის კვლავ გეუბნება რომ, ისევ უნდა წახვიდე სავაჭრო ცენტრში
და ჩვენ ამ მუშაობა-ყურება-ხარჯვის გიჟურ ბლიკზე ვართ და გაჩერება არ შეგვიძლია.
და ბოლოს, რა ემართებათ ნივთებს რომელსაც მაინც ვყიდულობთ?
მოხმარების ამგავრი ტემპებით, ისინი არ დაეტევა ჩვენს სახლებში
მიუხედავად იმისა, რომ საშუალო საცხოვრებელი სახლის ზომა გაორმაგებულია
ამ ქვეყანაში 1970 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი მიდის ნაგავში.
და ამას მივყავართ დაბინძურებისკენ. ეს არის მატერიალური ეკონომიკის ნაწილი.
ჩვენ ეს კარგად ვიცით, რადგანაც ჩვენ თვითონ გვიწევს ნაგვის გადაყრა ყოველდღე.
შეერთებულ შტატებში თითოეული ჩვენთაგან ყოველდღიურად წარმოქმნის 4 ½ გირვანქა ნაგავს.
ეს ორჯერ მეტია ვიდრე 30 წლის წინ.
მთელი ეს ნაგავი იყრება ნაგავსაყრელზე, რომელიც უბრალოდ არის დიდი ორმო მიწაში,
და თუ თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლას, ჯერ იწვება ნაგვის დასაწვავ ღუმელებში და მერე იყრება ნაგავსაყრელზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე აბინძურებს ჰაერს, წყალს და არ დაგავიწყდეთ - ცვლის კლიმატს.
ნაგვის დაწვა მართლაც ძალიან ცუდია.
გახსვთ ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც ავღნიშნეთ წარმოების საფეხურზე?
ნაგვის დაწვა უშვევბს ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს პირდაპირ ჰაერში.
უარესიც, ის წარმოშობს ახალ სუპერ ტოქსიკურ ნივთიერებას. როგორიცაა დიოქსინი.
დიოქსინი არის ადამიანის მიერ შექმნილი, მეცნიერებისთვის ცნობილი ყველაზე ტოქსიკური ნივთიერება.
ნაგვის დასაწვავი ღუმელები კი არის დიოქსინი ნომერ პირველი წყარო.
რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე ტოქსიკური ნივთიერების ნომერ პირველი წყარო
უბრალოდ თუ არ დავწვავთ ნაგავს. ჩვენ დღესვე შეგვიძლია ამის შეჩერება.
ამჟამად ზოგიერთი კომპანიას არ სურს იქონიოს საქმე ნაგავსაყრელებთან და ნაგავის დასაწვავი ობიექტების მშენებლობასთან,
ამიტომ ისინი უბრალოდ ახორციელებენ ნაგვის ექსპორტს. რაც შეეხება ნაგვის გადამუშავებას? დაგვეხმარება თუ არა გადამუშავება?
დიახ, გადამუშავება დაგვეხმარება. ამ საფეხურზე ნაგავს ამცირებს
და ამცირებს ზეწოლას მაღაროებზე და ახალი მედლეულის მოპოვებაზე
დიახ, დიახ, დიახ, ჩვენ ყველამ უნდა გადავამუშაოთ. მაგრამ გადამუშავება არ არის საკმარისი.
გადამუშავება არასდროს იქნება საკმარისი. რამოდენიმე მიზეზის გამო.
პირველ რიგში, ჩვენი სახლებიდან გამოსული ნარჩენები მხოლოდ აისბერგის წვერია.
ყოველი სანაგვე ურნისთვის, რომელიც გარეთ გამოგაქვთ გადასაყრელად
გადამუშავდა 70 ურნა ნაგავი,
იმისათვის, რომ ის ერთი ურნა კიდევ ერთხელ გავსებულიყო.
რომც შევძლოთ ჩვენი სახლებიდან გამოსული ნაგვის 100 პროცენტის გადამუშავება,
ეს მაინც არ მიგვიყვანდა პრობლემის არსამდე. და თან, ნაგვის უმეტესი ნაწილის გადამუშავება არ შეიძლება.
რადგან ის შეიცავს ძალიან ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას, ან გადამუშავებისთვის უვარგისია
როგორც წვენის ის კოლოფები, რომელსაც აქვს მეტალის, ქაღალდის და პოლიეთილენის ფენები
ყველაფერი არეულია ერთმანეთში. თქვენ ვარასოდეს ვერ დაცალკევებთ მათ გადამუშავებისთვის.
ამგვარად თქვენ ხედავთ, რომ სისტემა კრიზისშია. მთელი განვლილი გზის მანძილზე ჩვენ ვეჯახებით საზღვრებს / ლიმიტებს.
კლიმატის ცვლილებიდან ბედნიერების ვარდნამდე. ეს უბრალოდ არ ამართლებს.
მაგრამ ასეთ ყოვლისმცველ პრობლემაში კარგი ის არის,
რომ მას გააჩნია ჩარევის/ინტერვენციის მრავალი წერტილი.
არსებობს ხალხი, ვინც მუშაობს ტყეების გადარჩენაზე და სუფთა პროდუქციის დამზადებაზე.
ხალხი მუშაობს შრომის უფლებებზე და სამართლიანი ვაჭრობაზე
შეგნებულ მოხმარებაზე და ნაგავსაყრელების და ნაგავსაწვავების ბლოკირებაზე
და რაც მნიშვნელოვანია, მთავრობის ხალხისათვის დაბრუნებაზე
ასე რომ, ეს ნამდვილად არის ხალხის მიერ და ხალხისთვის.
მთელი ეს სამუშაო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა დაიწყოს მოქმედება
როდესაც ჩვენ ვხედავთ კავშირებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ მთლიან სურათს
როდესაც ამ სისტემაში მყოფი ხალხი გაერთიანდება, ჩვენ შევძლებთ ამ სწორხაზოვანი სისტემის გამოსწორებას და ტრანსფორმირებას
რაიმე ახალში, სისტემაში რომელიც ფუჭად არ დახარჯავს რესურსებს ან ხალხს.
რადგან, რაც სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება, არის მოძველებული აზროვნების / დამოკიდებულების გადაგდება.
არსებობს ახლებული აზროვნება / დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. და ის დაფუძნებულია მდგრად განვითარებასა და თანასწორობაზე:
მწვანე ქიმია, უნარჩენო წარმოება, წარმოების ჩაკეტილი წრე,
განახლებადი ენერგია, ცოცხალი ადგილობრივი ეკონომიკა.
ეს უკვე ხდება, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არარეალურია, დეალისტურია, რომ ეს არ გამოვა
მაგრამ მე ვამბობ, რომ ვინც ამას არარეალურად თვლის, მათ სურთ ძველი გზის გაგრძელება.
ეს ოცნებაა.
გახსოვდეთ, რომ ძველი გზა თავისთავად არ შექმნილა. ის არ არის გრავიტაცია, რომელსაც უბრალოდ უნდა შვეგუოთ.
ის შექმნა ხალხმა. და ჩვენც ხალხი ვართ. ასე რომ, მოდით შევქმნათ რაიმე ახალი.